Connect with us

ჯანმრთელობა

10 ორიგინალური მეთოდი, როგორ ვისწავლოთ ნაკლები ჭამა

ჩვენ, ყველამ ვიცით გახდომის ეფექტური ხრიკი მაია პლისეცკისგან: კმარა ჭამა! მაგრამ როგორ? ჩვენ ეს 10 მეთოდი გამოვცადეთ და ისინი მუშაობს!

1. ჩანგალი/კოვზი მარცხენა ხელით დაიჭირეთ (თუ ცაცია ხართ – მარჯვენა)

ან საერთოდ ჩინურ ჩხირებზე გადადით. დიახ, თქვენ უფრო დიდხანს და მტანჯველად შეჭამთ, მაგრამ უფრო სწრაფად დანაყრდებით.

2. ცივი ფერების ჭურჭლიდან შეჭამეთ

თბილი ფერები მადას ზრდიან, ხოლო ცივი ფერები, როგორიცაა ცისფერი, შავი, იისფერი – არა. თეთრი ფერი ნეიტრალურია.  ასე რომ თქვენი სასადილო სერვისი განაახლეთ!

3. ჩახუტება

ჩახუტება სხეულის ფორმებისთვის კარგია: როცა ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს ვეხუტებით, ვეხებით ან უბრალოდ კატას ვეფერებით, ტვინში ნდობის ჰორმონი, ოქსიტოცინი, წარმოიქმნება. შვეიცარიის და ბელგიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების თანახმად, ის მეტაბოლურ პროცესებს არეგულირებს და მადას ზომიერს ხდის.

4. არ ჭამოთ უცხიმო პროდუქტები

ეს ერთ–ერთი მთავარი მტერია მათთვის, ვისაც ნაკლები ჭამის სწავლა სურს. „არაფერი რთული, ის უცხიმოა“ ფიქრობთ თქვენ და პირში მორიგ, აშკარად ზედმეტი ფსევდოდიეტურ კერძს იდებთ. საბოლოოდ, ცხიმები მათშია. შესაძლოა არა, რაც შეეხება სწრაფ ნახშირწყლებს? საქმე სწორედ მათშია.

5. კაცებთან ერთად ჭამეთ

ფსიქოლოგები ირწმუნებიან: ჩვენ გაცილებით ნაკლებს ვჭამთ, როცა წინ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი გვიზის. მარტივი სურვილი გვიჩნდება, რომ თავი დახვეწილ ქალად წარმოვაჩინოთ. გაითვალისწინეთ: თუ კაფეში ვახშმობთ, სახლში კი ტორტი და ძეხვი გელოდებათ, ღამე ღორმუცელობის დიდი რისკი არსებობს.

6. ასეთი სუნი აქვს ვარდს

გასაოცარია, მაგრამ ვარდის სურნელი მადას აქვეითებს.

7. გავიქეცით

ნახევარსაათიანი აეროდატვირთვა სისხლში შაქრის დონეს ზრდის, რის გამოც შიმშილის გრძნობა მცირდება. გასაკვირი არაა, რომ თქვენ ნაკლებს შეჭამთ.

8. შეჭამეთ ცილები

დღიური ნორმა 90 გრ სუფთა ცილაა. ის 4-5 მიღებაზე გადაანაწილეთ და თავს დანაყრებულად იგრძნობთ, მაშინაც კი სუფთა სიმბოლურად წაიხემსებთ.

9. არ გაიყინოთ

ჩვენი ორგანიზმი ემოციურად მიჩვეულია, რომ წლის ცივ დროს ცხიმი დააგროვოს, რომ გაზაფხულამდე გაძლოს. თუ გცივათ, დიდი ალბათობით გშიათ.

10. საჭმელი 10 წუთით გადადეთ

ზოგჯერ, განსაკუთრებით სტრესის დროს, ჩვენი დაღლილობას და შიმშილს ერთმანეთში ურევს. წახემსება გსურთ? თვალები დახუჭეთ და 10 წუთით დასვენება სცადეთ. თუ შიმშილის გრძნობა არ გაქრა, შეჭამეთ, ხოლო თუ თავს უკეთ გრძნობთ, გამოდის უბრალოდ დაღლილი იყავით.