თავის მოვლა
10 ნიღაბი სახისთვის, რომელთაც სახლშიც იოლად დაამზადებთ
1. გამონაყრის წინააღმდეგ
გააკეთეთ თაფლისა და ბანანის პიურე – თანაბარი პროპორციით. წაისვით წერტილოვნად ან მთელს სახეზე: ამ ნიღაბში შემავალი თუთია და С ვიტამინი ხსნიან შეშუპებას და ამცირებენ სიწითლეს, აცილებენ კანს მკვდარ უჯრედებს და მას ჯანმრთელობას უბრუნებენ.
2. სისხლძარღვებისგან
არ არსებობს ჯადოსნური მეთოდი რომელიც მათ სამუდამოდ გააქრობს, მაგრამ თუ საშუალო კარტოფილს სახეხზე გახეხავთ, შვრიის ფანტელს შეურევთ და ამ ნარევს პრობლემურ ზონებზე ყოველდღე 15 წუთით წაისმევთ – ისინი გაცილებით ნაკლებად შესამჩნევები გახდებიან.
3. ტონუსისთვის
კანს გამოაცოცხლებს, გააუმჯობესებს მიკროცირკულაციას და კანს პროტეინებით გამოკვებავს ცილოვანი ნიღაბი: მიქსერით ათქვიფეთ და კარგად ააქაფეთ 1 ცალი კვერცხის ცილა და წაისვით კანზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. რეგულარული გამოყენების შემდეგ კანი გაცილებით მკვრივი გახდება.
4. კანის გამოცოცხლებისთვის
კანის განახლებისა და გამოცოცხლებისთვის: გახეხეთ კიტრი და 1 კოვზი ცხიმიანი ნაღები შეურიეთ. 10 წუთის შემდეგ იგრძნობთ როგორ დაიწყებს სუნთქვას კანი.
5. დაცვისთვის
კანის ბარიერული ფუნქციის გაუმჯობესებისთვის და მისი მავნე ეკოლოგიისგან დაცვისთვის კვირაში ერთხელ შემდეგი ნიღაბი გაიკეთეთ: ერთმანეთში აურიეთ – სუფრის კოვზი თბილი ზეითუნის ზეთი, 1 კავერცხის გული და ნებისმიერი ხილის ახალდაწურული წვენი. წაისვით სახეზე და 20-30 წუთი გაიჩერეთ.
6. აქერცვლის წინააღმდეგ
აურიეთ ცხიმიანი ხაჭო, სტაფილოს წვენი და რძე თანაბარი პროპორციებით და სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ.
7. გაწმენდისთვის
რბილი პილინგი მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის: აურიეთ 1-1 სუფრის კოვზი მანი და დაფქული შვრიის ფანტელი, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი არაჟანი, ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და კვერცხის გული. დაიდეთ ნარევი სახეზე და დაიტოვეთ ნახევრად გახმობამდე. შემდეგ ფრთხილად აიცალეთ ნიღაბი სახიდან – მასაჟის მოძრაობებით. ეს ძალიან დელიკატური და ეფექტური გასუფთავების მეთოდი გახლავთ! შეგიძლიათ თიხის ნიღბებიც სცადოთ.
8. ნაოჭების წინააღმდეგ
იმისთვის, რომ კანი ელასტიური და ახალგაზრდაქ დარჩეს, გააკეთეთ არაჟნის და კურკუმის ნიღაბი: ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა აურიეთ ორ სუფრის კოვზ არაჟანთან და სახეზე 10 წუთით დაიდეთ – ძილის წინ.
9. ცხიმის მბზინვარება
ცხიმიანი და კომბინირებული კანი ნაკლებად დაიწყებს ბზინვას თუ დილაობით ლობიოს ნირაბს გაიკეთებთ. ღამე დაალბეთ თეთრი ან ჭრელი ლობიო და დილით პიურედ აქციეთ, დაუმატეთ სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. დაიდეთ სქელ ფენად T ზონაზე და დაიტოვეთ 15 წუთი.
10. თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ
ძილის წინა ყურძნის ნიღაბი გაიკეთეთ, ის ანტიოქსიდანტების შემადგენლობით ნამდვილი ჩემპიონია. დაჭყლიტეთ ყურძენი და დაუმატეთ ცოტაოდენი ჟელატინი. როგორც კი ჟელატინი გაფუებას დაიწყებს მასა სახეზე, კისერსა და დეკოლტეს არეში წაისვით და 20 წუთი გაიჩერეთ.
სახლის ნიღბების ინგრედიენტიების მოკლე გიდი:
- ატენიანებს: კიტრი, სტაფილო, ნესვი, კვერცხის გული, მცენარეული ზეთი, ხაჭო, არაჟანი, კეფირი, იოგურტი, ნაღები, რძე.
- აცილებს მბზინვარებას: ლიმონი, საფუარი, მწვანე ჩაი, ფქვილი, მოცხარი, მოცვი, ჟოლო, მარწყვი.
- კვებავს: კვერცხი, თაფლი, მცენარეული ზეთი
- ათეთრებს: კიტრი, ოხრახუში, ლიმონი
- ასუფთავებს: სოდა, შაქარი, შვრიის მარცვალი
- ტონუსში მოყავს: გრეიფრუტი, ყურძენი, ლავანდა, თაფლი
- იცავენ: თაფლი, ალოე, ზეითუნის ზეთი
- კურნავენ: ალოე, ზეთი