Connect with us

საკითხავი

10 ნივთი, რომლის გარეცხვაც სარეცხ მანქანაში ტყუილად გეშინოდათ

არ ინერვიულოთ, ბუმბულის ბალიშებს, ხალიჩებს და სპორტულ ფეხსაცმელს არაფერი მოუვა. ჩვენ გიამბობთ, როგორ უნდა გარეცხოთ დაუზიანებლად.

კეტები და ბოტასები

სანამ სარეცხ მანქანაში მოათავსებთ, თასმები და ღაბაში ამოიღეთ. შემდეგ ცივ წყალში რეცხვის დელიკატური რეჟიმი ჩართეთ და ცოტა სარეცხი ფხვნილი დაუმატეთ. შეგიძლიათ დოლურაში პირსახოცები დაამატოთ, რომ დოლურა ბოტასების ბრაგუნისგან დაიცვათ.

ჰუგები

დიახ, შეგიძლიათ ჰუგებიც სარეცხ მანქანაში გარეცხოთ, ამასთან ნაქსოვიც და ზამშიც. ოღონდ სწორი რეჟიმი და სარეცხი საშუალება შეურჩიეთ.

ბუმბულის ბალიშები

როგორც წინა შემთხვევაში, თქვენ რეცხვის დელიკატური რეჟიმი დაგჭირდებათ. სჯობს ორი ბალიში ერთდროულად გარეცხოთ, რომ მანქანაში ბალანსი დაიცვათ. მას შემდეგ, რაც მანქანა რეცხვას დაასრულებს, დამატებით გავლებაზე ჩართეთ. არ დაგავიწყდეთ – თუ მანქანას შრობის რეჟიმი არ აქვს, ბალიში შრობის დროს ხშირად შეანჯღრიეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა გოროხები და უსიამოვნო სუნი გაჩნდება.

სათამაშოები

თუ სათამაშო უკვე ძველია და მისი არა მხოლოდ განახლება, არამედ დეზინფიცირება გსურთ, გარეცხვამდე საყინულეში შედეთ. ასე პარაზიტებს და ტკიპებს მოკლავთ, რომლებიც შეიძლება შემავსებლებში მოხვედრილიყვნენ. ამის შემდეგ 30 გრადუს ტემპერატურაზე უბრალოდ დელიკატური რეჟიმი ჩართეთ. არ დაგავიწყდეთ, როგორც ბალიშების შემთხვევაში, გავლების პროგრამა დაუმატეთ. სარეცხი საშუალება შემავსებლიდან იმწამსვე არ გამოვა.

აბაზანის ფარდები და ხალიჩები

ცივ წყალში სარეცხი საშუალებით გარეცხეთ. აქ რამე განსაკუთრებული რეკომენდაცია საჭირო არაა.

იოგის ხალიჩა

არაფერი ცუდი არ მოხდება, თუ დრო და დრო იოგის ხალიჩას გარეცხავთ. საკმარისია თვეში ერთხელ დოლურაში მოათავსოთ, რომ ჰიგიენა დაიცვათ. ის ხომ ვარჯიშის დროს ოფლს და კანის გამონადენს იწოვს.

ზურგჩანთები და სპორტული ჩანთები

თუ ეს კითხვა არასდროს დაგისვამთ, ჩვენ გიპასუხებთ: ზოგიერთი ზურგჩანთა შეგიძლიათ სპორტულ ტანსაცმელთან ერთად სარეცხ მანქანაში გარეცხოთ. უბრალოდ ჩანთა გადმოაბრუნეთ, მეტალის დეტალები მოაშორეთ, სარეცხ ტომარაში ჩადეთ და დელიკატურ რეჟიმზე გარეცხეთ.

მანქანის ხალიჩები

პირველ რიგში, დაფერთხეთ, რომ სარეცხ მანქანაში ზედმეტი ქვიშა და ჭუჭყი არ მოხვდეს. შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში ლაქის ამომყვანი საშუალებით დაამუშავეთ და სხვა ნივთებისგან განცალკევებით ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებით გარეცხეთ.

შვაბრის თავი

მიკრობოჭკოვანი ჩვრები, ასევე შვაბრის თავი სარეცხ მანქანაში უპრობლემოდ ირეცხება.

ძაღლის საყელოები და საწოლი

ასევე ბრეზენტის ან სხვა ქსოვილისგან დამზადებული აღკაზმულობა. უბრალოდ წინასწარ ბადე ტომარაში მოათავსეთ და შემდეგ გარეცხეთ. დასაბალანსებლად დოლურაში დაამატეთ პირსახოცი, რომლითაც ცხოველის თათებს წმენდთ.