Connect with us

სახლი და დიზაინი

10 ნივთი, რომელთა გაწმენდაც ბინის გენერალური დალაგების დროს გავიწყდებათ

სუფთა და მყუდრო სახლი – ყველა თავმოყვარე დიასახლისის ოცნებაა. თუმცა, დროთა განმავლობაში, დალაგება იმდენად რუტინული და მოსაწყენი საქმიანობა ხდება, რომ ჩვენ აღარ ვუთმობთ მას დიდ ყურადღებას და ვზოგავთ ძალისხმევას. ჩვენ გვეჩვენება, რომ, თითქოსდა, ყველაფერი უკვე ისედაც სუფთაა და მშვიდად შეგვიძლია სხვა საქმეების კეთება, რეალურად კი ჭუჭყი ბევრ ადგილას გამოგვეპარა მხედველობიდან.

და დღეს ჩვენი რეაქცია მოგიყვებათ, თუ რისი გაწმენდა ავიწყდებათ ყველაზე გამოცდილ დიასახლისებსაც კი ბინის გენერალური დალაგების დროს. შეამოწმეთ საკუთარი თავი ჩვენი ალგორითმის მიხედვით. შესაძლოა, არც თქვენი სახლია იმდენად სუფთა, როგორც აქამდე ფიქრობდით.

დალაგების ალგორითმი

1. უჯრები

რა თქმა უნდა, გარედან უჯრებს ვწმენდთ, თუმცა, ნუთუ ეს მათ რეალურად სუფთას ხდის? უჯრებიდან უნდა ამოალაგოთ შიგთავსი, შემდეგ გაწმინდოთ ძმრით და ბოლოს კარგად გაამშრალოთ. ამასთაბმ აგრესიული საშუალებების გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან ძმარი მშვენივრად უმკლავდება სოკოს და მწერებს აფრთხობს.

2. შინაური ცხოველების ტუალეტი

აქ საუბარია არამხოლოდ შემავსებლის შეცვლაზე, არამედ დეზინფექციაზეც. ზუსტად ასევე საჭიროა საკვებისა და წყლის თასების დეზინფექციაც.

3. ნაგვის ურნა

რეგულარულად ვყრით ნაგავს, თუმცა არც კი ვფიქრობთ ხოლმე იმაზე, რომ ნაგვის ურნაც უნდა გაიწმინდოს დროდადრო, როგორც გარედან, ისე შიგნიდან, მადეზინფიცირებელი საშუალებებით, თუნდაც თვეში 1-2-ჯერ, მიუხედავად ნაგვის პაკეტების გამოყენებისა.

4. კონდიციონერის ფილტრები

კონდიციონერის შიდა ბლოკში დიდი რაოდენობით მტვერი და ჭუჭყი იყრის თავს, რომლებიც შემდეგ იმ ჰაერს აბინძურებს, რომელსაც ვსუნთქავთ. სწორედ ამიტომ, ფილტრები წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაწმინდოთ. ამისთვის საკმარისია სახურავის მოხსნა, ბადის ამოღება, ფილტრების მოხსნა და გარეცხვა გამდინარე წყლის ქვეშ. გაშრობის შემდეგ კი ჩასვით ყველაფერი თავის ადგილზე. არ დაგავიწყდეთ კონდიციონერის ჟალუზების გაწმენდაც.

5. საჭრელი დაფა

ჩვეულებრივ, სამზარეულოში საკმარისია მხოლოდ ერთი საჭრელი დაფა. სწორედ ამიტომაა, რომ მასზე ჭრიან როგორც ბოსტნეულს, ისე ხორცსაც, თევზსაც და ხილსაც. ამიტომ, წყლითა და სარეცხი საშუალებით გარეცხვა საკმარისი არაა. დროდადრო იგი გენერალურად უნდა გაწმინდოთ, მარილითა და ლიმონის წვენით.

6. რეზინის შემავსებლები

მაცივარსა და საყინულეში მუდმივად გროვდება ნესტი და ჩნდება ობი. ამის თავიდან ასაცილებლად, რეგულარულად გაწმინდეთ შემავსებლები ჯერ ნამიანი ტილოთი, ხოლო შემდეგ გაამშრალეთ.

7. ვენტილატორის ბადეები

ვენტილატორის ბადეებში, აბაზანაში, დიდი რაოდენობით ჭუჭყი და მტვერი გროვდება, ხოლო სამზარეულოში ამ ყველაფერს ცხიმიც ემატება. ამიტომ ბადეები უნდა გაწმინდოთ, თანაც რეგულარულად. არ დაგავიწყდეთ სამზარეულოს გამწოვის ბადის გარეცხვაც, რადგან, საკვების მომზადების დროს, იგი ყველაზე მეტად ისვრება. მოხსენით და ჩაალბეთ სარეცხ საშუალებაში.

8. კონსერვის დანა

რატომღაც, ბევრ ავიწყდება კონსერვის დანის რეცხვა გამოყენების შემდეგ, არადა ისიც ისვრება. აღვნიშნავთ, რომ კონსერვის ელექტრო დანა არ უნდა გარეცხოთ გამდინარე წყლის ქვეშ: უბრალოდ შეაშხეფეთ მას ძმრისა და წყლის ხსნარი, 1 წუთში კი გაწმინდეთ ტილოთი.

9. ხელოვნური მცენარეები

ასეთი სილამაზეც იგროვებს მტვერს, ამიტომ ყველა ფოთოლი და თაიგული აუცილებლად უნდა გარეცხოთ. რეკომენდებულია საპნის ხსნარში დასველებული ტილოთი გაწმენდა.

10. სიფონები და ნიჟრები

ჩვეულებრივ, სიფონებსა და ნიჟრებზე არავინ ფიქრობს, სანამ იქ თმის, ბეწვისა და საპნის გროვები არ შეაჩერებს წყლის გადინებას. მათ გასაწმენდად, ჩაყარეთ დრენაჟში სოდა და მოასხით ძმარი. მიღებული ქიმიური რეაქცია პრობლემას მოაგვარებს.

რა თქმა უნდა, გენერალური დალაგების ასეთი ალგორითმი დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა წარმოიდგინეთ, რამდენად გასუფთავდება სახლი და ჰაერიც გაცილებით უფრო სუფთა იქნება. სცადეთ ყველაფრის დალაგება, რის შესახებაც მანამდე გავიწყდებოდათ.