Connect with us

ჯანმრთელობა

10 ეფექტური მეთოდი ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად და მეტი კალორიის დასაწვავად

ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება აღელვებს ყველას, ვინც ჯანმრთელობასა და წონას აკონტროლებს. კალორიების წვის სისწრაფე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ გენეტიკას, სქესსა და ასაკს ვერაფერს მოვუხერხებთ, მაგრამ ეფექტური მეთოდების გამოყენებით შეგვიძლია ორგანიზმს უკეთ მუშაობაში დავეხმაროთ.

Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ 10 სასარგებლო რჩევას, რომელიც კვებას და ფიზიკურ ვარჯიშს უკავშირდება. ამ მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდებით ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებთ და ორგანიზმს მეტი კალორიის წვას აიძულებთ.

10 მეთოდი ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად

კუნთოვანი მასის გაზრდა

მშვიდ მდგომარეობაში  მეტი კუნთოვანი მასის მქონე ადამიანის ნივთიერებათა ცვლა ბევრად უკეთ მუშაობს. 1 კგ კუნთი დღეში დაახლოებით 12 კალორიას მოიხმარს, ხოლო 1 კგ ცხიმი მხოლოდ 4 კალორიას. დროა, კუნთოვანი მასის გაზრდაზე დაფიქრდეთ.

ინტენსიური დატვირთვა

აერობიკა კუნთების გაზრდაში ვერ დაგეხმარებათ, მაგრამ რამდენიმე საათიანი ვარჯიშით ნივთიერებათა ცვლას გააუმჯობესებს. მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები მშვიდ მდგომარეობაში ნივთიერებათა ცვლას უფრო აჩქარებს, ვიდრე დაბალი ან ზომიერი ინტენსივობის ვარჯიშები.

წყლის ბალანსი

ორგანიზმს კალორიების დასაწვავად წყალი სჭირდება. მცირე გაუწყლოების დროსაც ნივთიერებათა ცვლა შეიძლება შენელდეს. ყოველი ჭამის წინ 1 ჭიქა წყალი დალიეთ. გარდა ამისა, მავნე წასახემსებელი ახალი ხილით და ბოსტნეულით ჩაანაცვლეთ.

რაც შეეხება ენერგეტიკულ სასმელებს?

ენერგეტიკულ სასმელებში შემავალი ზოგიერთი კომპონენტი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. კოფეინი ორგანიზმის მიერ დახარჯულ ენერგიას ზრდის. ტაურინი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და ცხიმის წვას ხელს უწყობს. უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთი სასმელების მიღება წნევის და ძილის პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს.

სწორი კვება

მცირე პორციებად კვება წონის კლებას ხელს უწყობს. როცა დიდ პორციებს და დიდი შესვენებებით მიირთმევთ, ნივთიერებათა ცვლა ნელდება. ყოველ 3-4 საათში მცირე წახემსება ნივთიერებათა ცვლას ხელს უწყობს და დღის განმავლობაში უფრო მეტ კალორიას წვავს.

ცხარე საკვები

პიკანტური კერძები შეიცავენ ნატურალურ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებენ. რა თქმა უნდა, ეფექტი დროებითია, მაგრამ მის გაძლიერებას შეძლებთ, თუ ცხარე საკვებს ხშირად მიირთმევთ.

პროდუქტები ცილების დიდი შემცველობით

ორგანიზმი ცილების გადასამუშავებლად უფრო მეტ კალორიას წვავს, ვიდრე ცხიმების და ნახშირწყლების მოსანელებლად. დაბალანსებული დიეტის ფარგლებში ზოგიერთი ნახშირწყლების უცხიმო, მაღალ ცილოვანი პროდუქტებით ჩანაცვლება ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებს. ცილების კარგი წყაროა უცხიმო ხორცი და თევზი, ტოფუ, კაკალი, პარკოსანი, კვერცხი და უცხიმო რძის პროდუქტები.

შავი ყავა

თუ ყავას ზომიერად მიიღებთ, ნივთიერებათა ცვლას დროებით დააჩქარებთ. ეს ყავის ერთ–ერთი უპირატესობაა. კოფეინი დაგეხმარებათ ნაკლებად დაიღალოთ და ვარჯიშის დროს ამტანობა გაზარდოთ.

მწვანე ჩაი

სასმელი შეიცავს კოფეინს და კატეხინებს, რომლებიც რამდენიმე საათით ნივთიერებათა ცვლას აჩქარებენ. კვლევა აჩვენებს, რომ დღეში 2-4 ფინჯანი ჩაის მიღება ზომიერი ინტენსიური ვარჯიშით მოკლე დროში 17%–ით მეტ კალორიას წვავს.

ექსტრემალურ დიეტაზე უარის თქმა

სწრაფი და მკაცრი დიეტები დღეში 1200 (ქალებისთვის) ან 1800 (კაცებისთვის) კალორიაზე ნაკლების მიღებას გვთავაზობს. ამ დიეტებით ჭარბ წონას მოიშორებთ, მაგრამ ორგანიზმს ზიანს მიაყენებთ. გარდა ამისა, კუნთოვან მასას დაკარგავთ, რაც ასევე ნივთიერებათა ცვლას ანელებს. საბოლოოდ, ორგანიზმი ნაკლებ კალორიას წვავს და წონას უფრო მეტად მოიმატებთ, ვიდრე დიეტამდე.

ასეთი მარტივი და იაფი მეთოდების წყალობით შეგიძლიათ ნივთიერებათა ცვლა დაარეგულიროთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები გამოგადგებათ. თქვენ რომელ მეთოდებს იყენებთ ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად?