Connect with us

ჯანმრთელობა

10-დან 9 ადამიანი რძეს არასწორად სვამს – აი, როგორაა საჭირო

რძის ასათვისებლად ძალიან დიდი დროა საჭირო. ამ პროცესის დასაჩქარებლად, შესანიშნავი დანამატებია სპეციალურად შერჩეული სანელებლები. ამავდროულად, რძე ძლიერი კატალიზატორია, ამიტომ რამდენჯერმე აძლიერებს სანელებლებისა და ბალახების სასარგებლო გავლენას. გამოდის, რომ რძე და სანელებლები უბრალოდ ერთმანეთისთვისაა შექმნილი.

ნამდვილი საქონლის რძე მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში ინახება, ხოლო შემდეგ მჟავდება, ამიტომ მწარმოებლები, ვადის გახანგრძლივების მიზნით, რძეს სხვადასხვაგვარად ამუშავებენ, კლავენ არამხოლოდ ყველა ბაქტერიას, არამედ სასარგებლო ნივთიერებათა უმეტესობას.

რამდენადაც ყველას არ აქვს ნამდვილი სოფლის რძის შეძენის საშუალება, მაღაზიის პროდუქტის ცოტათი მაინც გასაჯანსაღებლად, დაუმატეთ მას სანელებლები. გაგაცნობთ 6 სანელებელს, რომლებიც განსაკუთრებით კარგია რძესთან ერთად:

1. კურკუმა – სანელებელთა დედოფალი. იგი დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე. კერძოდ, წმენდს სისხლს, აუმჯობესებს სახის ფერს, ზრდის იმუნიტეტს, არეგულირებს ძილსა და ფსიქიკურ მდგომარეობას და ა.შ.

2. შაფრანი, თავის მხრივ, სანელებელთა მეფეა, რამდენადაც მას ჭეშმარიტად ჯადოსნური თვისებები აქვს, ორგანიზმის გაახალგაზრდავებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისა. ამშვიდებს ნერვულ სისტემასა და გონებას, გვეხმარება მედიტაციაში. აუმჯობესებს სახის ფერსა და ქალებში რეპროდუქციულ ფუნქციას. აძლიერებს მეხსიერებას და ზრდის პოტენციას. რძესთან ერთად, დილაადრიან მირთმეული შაფრანი გაძლევთ ენერგიის მუხტს და გეხმარებათ რძის სწრაფად ათვისებაში.

3. ჯანჯაფილი – აქტიური ბუნებრივი სტიმულატორია. ზრდის იმუნიტეტს, გონებრივ აქტივობას, მადასა და სექსუალურ ლტოლვას. წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან.

4. ილი – ანტიოქსიდანტების წყაროა, რაც მას შესანიშნავ პროფილაქტიკურ საშუალებად აქცევს მრავალი დაავადების წინააღმდეგ, მათ შორის, კიბოსაც. დადებითად მოქმედებს გულსა და ფიზიკურ დონეზე, როგორც გამაძლიერებელი საშუალება, უფრო ვიწრო გაგებით კი ადამიანს რბილს, კეთილსა და მოსიყვარულეს ხდის.

5. მუსკატის კაკალი, პირველ რიგში, ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. იგი ამშვიდებს, ადუნებს, აუმჯობესებს ძილის ჩვევებს. ასევე, აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციას, აზრობრივ პროცესებს. გვეხმარება წვრილ ნაწლავში რძის ათვისებაში.

6. დარიჩინს აქვს უნარი. გააუმჯობესოს ადამიანის განწყობა. ხდის მას უფრო ოპტიმისურსა და გახსნილს. სასარგებლოა იგი ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც, რამდენადაც წმენდს სისხლს და გამოაქვს ჭარბი ლორწოვანი მასა.