Connect with us

ჰოროსკოპი

10 გასაოცარი ფაქტი მათ შესახებ, ვინც აგვისტოში დაიბადა

ზაფხულის ბოლო თვეს ამქვეყნად გასაოცარი ხალხი იბადება. არ გჯერათ? აი, მტკიცებულება.

მათ მფარველობს ქრიზოლითი და ონიქსი

აგვისტოში დაბადებულ ხალხს ძვირფასი ქვებიდან 2 მფარველი ჰყავს –ქრიზოლითი და ონიქსი. პირველი გაჯერებული მწვანე ფერის გამო ხშირად ზურმუხტში ერევათ, მაგრამ სინამდვილეში ეს ქვები ერთმანეთისგან როგორც გარეგნობით, ასევე თვისებებით განსხვავდება. ითვლება, რომ ოქროში ამოვლებული ქრიზოლითი დამცავი ამულეტი ხდება და შეუძლია ადამიანს კოშმარები მოაშოროს.

მათი ყვავილია გლადიოლუსი (ხმალა)

აგვისტოს ყვავილს, გლადიოლუსს „სიყვარულის მაგნიტს“ უწოდებენ. ფენშუის მიხედვით, ვერტიკალურად მზარდი ყვავილი სახლში დადებით ენერგიას ააქტიურებს და სივრცეს „მამაკაცის“ ენერგიით იანით ავსებს, რომელიც რეალურ თაყვანისმცემლებს იზიდავს. ქალისთვის, რომელიც სიყვარულს ეძებს, ეს მცენარე ნამდვილი აღმოჩენაა!

ისინი თავდაჯერებულნი არიან

აგვისტოში იბადება ლომი და ქალწული. ორივე ზოდიაქოს ნიშანს ახასიათებს თავდაჯერებულობა და ძალა – როგორც შინაგანი, ასევე ფიზიკური. ეს თვისება სხვებისთვის მიმზიდველია. მოკლედ, „აგვისტოს“ ხალხი მარტოობით და ურთიერთობის დეფიციტით არ იტანჯება.

მათ ლიდერული თვისებები აქვთ

ზაფხულის ბოლო თვეში დაბადებულ ხალხს ხასიათის ბევრი თვისება პოტენციურ ლიდერად აქცევს. ლომსაც და ქალწულსაც ბიზნესის და ბევრი ადამიანის მართვა შეუძლია. ასეთი მუშაობაც შრომისმოყვარეობას და მიზანდასახულობას მოითხოვს – ეს თვისებებიც  აგვისტოს ზოდიაქოს ნიშნებიც განსაკუთრებით განვითარებულია.

მათ ყურადღება მოსწონთ

„აგვისტოს“ ხალხი ყურადღების ცენტრში ყოფნაზე გიჟდება – ზოგიერთს ამის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია! მათ მიერ გაკეთებული საქმე შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს. პატარა ძალისხმევაც კი დიდი საქებარი სიტყვებით უნდა შეამკოთ – ასე არიან მოწყობილნი. სასიამოვნო მომენტი: საპასუხოდ ის თითქოსდა იშლება და მზადაა მთები გადადგას.

მათთან ყოფნა მარტივი არაა

აგვისტოში დაბადებული ხალხი ბუნებით ძალიან შერჩევითია. თუ შეყვარებულია ან მეგობრებს პოულობს, ეს მთელი ცხოვრება გრძელდება. მისი ახლო მეგობარი რომ გახდეთ, ბევრი მცდელობის გაღება მოგიწევთ.

ისინი მოტივირებულნი არიან

„აგვისტოს“ ხალხი მაღალი მოტივაციის ხარჯზე პრობლემებს სხვებზე უკეთ უმკლავდება. თუ მიზანი დაისახეს, მისკენ თამამად მიიწევენ და ენთუზიაზმს არ კარგავენ, რაც არ უნდა მოხდეს.

მათ იზიდავთ შემოქმედება

აგვისტოში დაბადებულ ხალხს შორის ბევრია შემოქმედებითი ხალხი: მსახიობები, მხატვრები, მომღერლები. ფართოდ მოაზროვნე და ცნობისმოყვარე ბუნება ჩარჩოებს და აკრძალვებს ვერ იტანს, ამიტომ პროფესია, სადაც ინიციატივის გამოჩენა მიღებულია, მათ ყველაზე უკეთ შეეფერებათ. თუ ზაფხულის ბოლოს დაიბადეთ, თქვენ კარგ კომპანიაში ხართ. აგვისტოში დაბადებულთა შორისაა რობერტ დე ნირო, მადონა, ანტონიო ბანდერასი, შარლიზ ტერონი, ჯენიფერ ლოურენსი და შონ კონერი.

მათ შეუძლიათ იყვნენ კარგი მასწავლებლები

ბუნებრივი თვისებები საგანმანათლებლო საქმიანობაში წარმატების მიღწევაში ეხმარება. ისინი იზიდავენ ხალხს, შეუძლიათ მასის ორგანიზება და მათ ყურადღების მიპყრობა. ფართო ხედვა, მაღალი მოტივაცია და შრომისმოყვარეობა კარგ მასწავლებელს განა ეს არ სჭირდება?

ისინი ცოტა წონის, მაგრამ მაღლები არიან

სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში დაბადებული ხალხი დაბადებისას ცოტას იწონის. სამაგიეროდ, სკოლის წლებში ლომი და ქალწული სიმაღლეში სხვებს ასწრებს – შესაძლოა, იმიტომ, რომ ასაკით ცოტა უსწრებენ (ისინი სწავლას 7 წლისას იწყებენ).