Connect with us

ჯანმრთელობა

10+ აზიური მეთოდი შეგუბებული ცხვირის მოსახსნელად აფთიაქში წასვლის გარეშე

ცივი ამინდების დადგომისთანავე ზამთრის გართობები გვიზიდავს, ახალი წელი,,, და გარდაუვალი სურდო, რომელთან ბრძოლაც ნოემბრიდან აპრილამდე მოგვიწევს. ამასთან სპრეი მხოლოდ დროებით შემსუბუქებას იწვევს, ამასთან ხელთ ყოველთვის არ გვაქვს. გაჭედილი ცხვირის და სურდოს მოსაშორებლად ბევრი სახლის საშუალებებს იყენებს.

დღეს დახმარებისთვის აღმოსავლურ სიბრძნეს მივმართეთ და  ინდური, ჩინური და იაპონური პრაქტიკიდან რამდენიმე რჩევები შევაგროვეთ.

იოგა

იოგა სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას აბალანსებს და სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს, რაც ცხვირის დახშობას ეფექტურად ხსნის.

ამ ვარჯიშების შესრულება მოდუნებულ ორგანიზმს არ გადატვირთავს და სურდოსთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. უფრო მეტი ეფექტის მისაღებად თანმიმდევრობით შეასრულეთ.

უტტანასანა (წინ დახრა). დადექით, ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ. წინ რაც შეიძლება ქვემოთ დაიხარეთ, უფრო მეტი კომფორტისთვის ხელებით ნებისმიერ ზედაპირს ჩაეჭიდეთ. 3-5 წუთით ნელა და ღრმად ისუნთქეთ. ეს პოზა რესპირატორულ სისტემას მუშაობაში ხელს უწყობს და ცხვირით სუნთქვას ამსუბუქებს.

ვიპარიტა კარანი (ფეხები ზემოთ). ზურგზე დაწექით და ფეხები ზემოთ ბოლომდე ასწიეთ, მხარდასაჭერად კედელი გამოიყენეთ. დუნდულების ქვეშ პირსახოცი ან მუთაქა დაიდეთ, მაგრამ თუ შეძლებთ წელი თავად ასწიეთ. ხელები გვერდზე ფართოდ გადასწიეთ. რაც შეიძლება ღრმად ისუნთქეთ. ასეთი მდგომარეობა მინიმუმ 5 წუთით შეინარჩუნეთ.

მატსიასანა (თევზის პოზა). იატაკზე სწორად დაწექით, მასზე იდაყვებით დაეყრდენით. მთელი სხეულის მასა იდაყვებზე გადაიტანეთ, იატაკიდან თავი და სხეულის ზედა ნაწილი ასწიეთ. მკერდი ზემოთ ასწიეთ, ხოლო თავის კეფა ქვემოთ იატაკზე დაუშვით. თავიდან დუნდულამდე სხეულის ნაწილით იატაკს არ უნდა ეხებოდეთ. ასეთ მდგომარეობაში 30-60 წამით გაჩერდით. ამ პოზიდან რომ გამოხვიდეთ, სხეულის წონა კვლავ იდაყვებზე გადაიტანეთ და თავი ფრთხილად ასწიეთ. ეს ვარჯიში ყელს და ფილტვებს გაასუფთავებს, სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს და დახშული ცხვირის პრობლემას მოგიხსნით.

ინჰალაცია

ხახვით. ხახვი 3-4 ნაწილად დაჭერით, წყალი დაასხით და ცეცხლზე დადგით. როცა წყალი ადუღდება და აორთქლებას დაიწყებს, ამ ორთქლის ქვეშ ცხვირით ისუნთქეთ. პროცედურა ყოველდღე, რამდენიმე დღის განმავლობაში, უნდა შეასრულოთ.

თეთრი ბოლოკით. 3-4 ბოლოკი წყალში ჩადგით და წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ. ორთქლის ქვეშ რამდენიმე წუთით ისუნთქეთ. ცხვირის ნესტოებში შეშუპებას და თავის ტკივილს მოგიხსნით.

წვეთები

ნივრის წვენი. დახშული ცხვირის მოსაშორებლად, 1 თავი ნიორი ორთქლზე რამდენიმე წუთით გააჩერეთ, რომ ის დარბილდეს და წვენი ადვილად გამოუვიდეს. მწვავე შემთხვევაში, რეკომენდებულია თითოეულ ნესტოში 2 წვეთის ჩაწვეთება. უფრო მსუბუქ სიტუაციაში, ან თუ მსგავსი საშუალება არასდროს გამოგიყენებიათ – 1 წვეთი. გაფრთხილება: ის ნამდვილად ძლიერ წვას იწვევს.

ქუნჟუთის ზეთი. ახლა ყველაფერი მარტივია: ყველაზე ჩვეულებრივი ქუნჟუთის ზეთი დღეში 3-5-ჯერ, ცხვირში 5-5 წვეთი უნდა ჩაიწვეთოთ.

მარილიანი ხსნარი. 1 ჭიქა თბილ წყალს 2 ჩ/კ მარილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. პიპეტის საშუალებით თითოეულ ნესტოში რამდენიმე წვეთი ჩაიწვეთეთ. პროცედურად დღეში მინიმუმ 2-ჯერ გაიმეორეთ.

მასაჟი

იაპონელი მასაჟისტ-თერაპევტი იასუკო კავამურა გირჩევთ სურდოს დროს სახის სამი მასაჟი გაიკეთოთ.

  • დიდი და საჩვენებელი თითებით ცხვრის ხელი მოკიდეთ და ზუსტად თვალი შიდა კუთხეებთან სიმეტრიული წერტილები იპოვეთ.
  • მეორე წერტილების წყვილი ცხვირის ფრთებთან, ზუსტად ნესტოებთან მდებარეობს.
  • მესამე წყვილი ნესტოების ქვეშ, ცხვირსა და ტუჩს შორის მდებარეობს.

თითოეული წერტილი 1 წუთით დაიმასაჟეთ, თანაბრად და ღრმად ისუნთქეთ.

რაციონი და კვების რეჟიმი

სურდოს და გაციების დროს ზოგიერთი აზიელი პრაქტიკოსი გირჩევთ რიგ პროდუქტზე უარი თქვათ, მათ შორის ტკბილეული, ბანანი,  მძიმე და ცხიმიანი საკვები და უპირატესობა მიანიჭოთ ცხარე საკვებს, პარკოსანს და მსუბუქ წვნიანებს.

შეგიძლიათ რაციონი გაამრავალფეროვნოთ და მას ჩინური კოჭის ბულიონი დაუმატოთ. დაგჭირდებათ 6 ჭიქა ქათმის ბულიონი, თხლად დაჭრილი კოჭის ნაჭერი, 1-2 დაქუცმაცებული კბილის ნიორი და 4 ღერი მწვანე ხახვი. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სოკო დაუმატოთ. მზა ბულიონი მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ.

იაპონიაში გირჩევენ უფრო მეტი ვასაბი მიირთვათ და დღეში რამდენჯერმე ნედლი კოჭა დაღეჭოთ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაავადების დროს ბევრი თბილი სითხის მიღებას გთავაზობენ, თუმცა ამაზე აქცენტს ისე არ აკეთებენ, როგორც ჩინეთში. დღის განმავლობაში რამდენიმე ჭიქა ცხელი წყლის დალევა – ნებისმიერი დაავადების, მათ შორის სურდოს, დროს ნომერი პირველი რჩევაა.

ინდური სასმელი, რომელიც სურდოს დროს დაგეხმარებათ, შედგება 1 ჭიქა თბილი რძისა და 1 ჩ/კ კურკუმასგან. მიიღეთ ყოველდღე, ძილის წინ.

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი სახლში მომზადებული საშუალების გამოყენების წინ სპეციალისტთან კონსულტანცია აუცილებელია!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.