Connect with us

საკითხავი

10 წლის წინ ამ ქალმა 8 ტყუპი გააჩინა. აი, როგორ გამოიყურებიან ბავშვები ახლა

ნადია სულემანი, რომელიც ახლა ნატალი სულემანი ჰქვია, მედიის ყურადღების ცენტრში პირველად 2009 წელს მოექცა, როცა 8 ტყუპი გააჩინა. თავდაპირველად მსოფლიო ამ სამედიცინო საგმირო საქმით აღფრთოვანებული იყო, მაგრამ მალე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყურადღება ნეგატივში გადავიდა.

სულემანი ადამიანის კარიკატურა გახდა, რომელსაც მედიაში „რვადედას“ უწოდებდნენ. უცნობი დონორისგან 8 ბავშვის გაჩენამ, როცა მას  (იმავე დონორისგან) 6 ბავშვი უკვე ჰყავდა, ბავშვების დაბადების ეთიკური შედეგებისა და 14 ბავშვის დედის ფსიქოლოგიური სტაბილურობის შესახებ მრავალთვიანი მსჯელობა გამოიწვია.

მას მხოლოდ ერთი ბავშვის გაჩენა სურდა, მაგრამ ექიმმა 12 ემბრიონი შეუყვანა, რადგან ფიქრობდა რომ ისინი ვერ გადარჩებოდნენ. შედეგად ამ სიტუაციამ გამოიწვია ის, რომ ნატალიმ 8 ბავშვი გააჩინა.

ბევრი ამერიკელისთვის გაუგებარია, რაში სჭირდებოდა სულემანს, რომელსაც უკვე 6 ბავშვი ჰყავდა, ექსტრაკორპორალური განაყოფიერების გამოყენება, რომ კიდევ 8 ბავშვი გაეჩინა. ამასთან დაკავშირებით ბევრს ეჭვი გაუჩნდა, რომ ქალმა ამდენი ბავშვი მერკანტილური ინტერესებით გააჩინა.

როცა 8 ტყუპს ერთი წელი შეუსრულდა, სულემანი ბავშვების გამოსაკვებად კინოინდუსტრიაში კარიერას დაუბრუნდა. ძალიან მალე ამას ნარკოტიკების მოხმარება და რეაბილიტაციის პერიოდი მოჰყვა. 2013 წელს სულემანი და მისი დიდი ოჯახი თვალთახედვის არედან გაქრა. სად არიან ახლა და როგორ ცხოვრობენ?

ნატალის ლოს-ანჯელესიდან სამხრეთით მოკრძალებულ, ნაქირავებ ტაუნჰაუსში ცხოვრობს, რომელსაც მხოლოდ სამი საძინებელი აქვს. 15 ადამიანზე მხოლოდ სამი სველი წერტილია. ნატალის თქმით, სახლის მოვლა თვეში 5000 დოლარი ჯდება. მთავრობისგან მხოლოდ 1500 დოლარის მქონე კვების ტალონებს ღებულობს.

მრავალშვილიანი დედა ამბობს, მთელი ოჯახი დილით, 6:20 დგება. საუზმის შემდეგ Super Duty-ს მინიავტობუსში სხდებიან და სკოლაში მიდიან, ხოლო მათი დედა მძღოლის როლს ასრულებს. 14 ბავშვი ექვს სხვადასხვა სკოლაში სწავლობს. შემდეგ სკოლიდან სახლში მიყავს, გაკვეთილებს ამზადებენ და საღამოს 8:30 საათზე წვებიან. ლოგინები ყველას არ ყოფნის, ამიტომ ერთად სძინავთ.

„რვიანი“, როგორც სიყვარულით ეძახიან, სადილის მომზადების დროს დედას ხშირად ეხმარება. მთელი ოჯახი ვეგანები არიან, რაც სულემანის აზრით ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მის ბავშვებს სურდო და სხვა ბავშვური დაავადებები იშვიათად აწუხებთ.

დასვენების დღეებში ბავშვებს ცოტა თავისუფალი დრო აქვთ. ყოველ შაბათს საოჯახო საღამო აქვთ, რომელიც ვეგანურ საკვებს და ფილმებს მოიცავს. უფროსი ბავშვები არა მხოლოდ სწავლობენ და მეგობრებთან ერთად ერთობიან, არამედ პატარა და-ძმის მოვლაზე პასუხისმგებლობას ღებულობენ. სულემანი აღიარებს, რომ დეპრესია აწუხებს, ხოლო უფროსი ქალიშვილი ამერა, რომელიც ახლა 16 წლისაა, ამბობს, რომ მისი დედა მთელ ოჯახს ერთად არასდროს კრებს.

ექიმმა კამრავმა, ირანის მოქალაქემ აშშ-ში სამედიცინო ლიცენზია 2011 წელს დაკარგა, 8 ემბრიონის განაყოფიერების საქმის გამოძიების შემდეგ. პრაქტიკის განხორციელების შეუძლებლობის გამო, წარუმატებელი აპელაციის შემდეგ 2016 წელს ქვეყანა დატოვა.

გამოძიება იმის გამო ჩატარდა, რომ არსებობს მკაფიო სამედიცინო რეკომენდაცია, რომ ერთდროულად 2-ზე მეტი ემბრიონის განაყოფიერება არასასურველია. მრავალჯერადი ემბრიონები უფრო დაუცველია: ალბათობა, რომ ტყუპები ნაადრევად დაიბადებიან 12-ჯერ უფრო მაღალია, მცირე წონის ალბათობა 16-ჯერ მეტი, ხოლო რესპირატორული გართულებების ალბათობა 5-ჯერ მეტია. სულემანის ერთ-ერთ ბავშვს აუტიზმის სპექტრის დაავადება აქვს, მეორეს კურდღლის ტუჩი აქვს და უმეტესობა მათგანი ასაკთან შედარებით უფრო დაბლები არიან.

რვადედა არ ამჟღავნებს, თუ National Enquiter-მა ან Star-მა რამდენიმე გადაუხადა და ირწმუნება: „ostomom-ი მედიამ შექმნა. ვთვლი, რომ მედიის ბევრი საშუალება სიყალბეს ქმნის. სწორედ ისინი ქმნიან კარიკატურებს.” ნერვიული სიცილით მან თქვა: „როგორც კი ყველა პრეტენზიას გავექეცი, ნორმალური გავხდი“.

ასევე ნატალის რამდენიმე პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მოიწია: მან მკერდი გაიზარდა მას შემდეგ, რაც სამი ბავშვი ძუძუთი გამოკვება, და 8 ბავშვის გაჩენის შემდეგ ლიპოსაქცია გაიკეთა. „ოპერაციული ჩარევა ჩემ სახეს არ შეხებია, მაგრამ 2008 წელს ტუჩი გავიდიდე და ეს საშინლად გამოიყურებოდა. მრცხვენოდა და უხერხულად ვიყავი“ – იხსენებს მრავალშვილიანი დედა.

ნატალი ამბობს, რომ ახლა სრული სამუშაო დღე კონსულტანტად მუშაობს, მაგრამ შემდეგ დაამატა, რომ ოჯახზეა კონცენტირებული და მთავრობის დახმარების და „საერთაშორისო ფოტოსესიის“ იმედი აქვს.

ბავშვებს მარტო შესანიშნავად უვლის. „რომ მინდოდეს, პარტნიორი მეყოლება. უბრალოდ სხვანაირი ადამიანი ვარ. უბრალოდ უჩვეულო ვარ. ვფიქრობ, რომ ნორმებისგან გამოვირჩევი.

მის მიმართ კრიტიკა არ ცხრება, მაგრამ არსებობს რიგი ადამიანები, რომელთა აზრი ნატალისთვის მნიშვნელოვანია: „ჩემი ბავშვების სიტყვებით კარგი დედა ვარ. ასე რომ, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement