Connect with us

საკითხავი

10 ძალიან მაგარი ფაქტი ადამიანის თვალის შესახებ, რომელთა შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის

10 ძალიან მაგარი ფაქტი ადამიანის თვალის შესახებ, რომელთა შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის

თვალი არის ორგანო, რომელიც ადამიანს სრულყოფილად ცხოვრების, ირგვლივ სამყაროთი დატკბობის და სოციუმთან ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს. ჩვენ თვალის მნიშვნელოვანი როლის შესახებ გვესმის, მაგრამ იშვიათად ვფიქრობთ, თუ რატომ ვახამხამებთ თვალს, ხვდება თუ არა რქოვანაში სისხლში და სხვა საინტერესო საკითხებზე….

დღეს ადამიანის სხეულის შესახებ საიდუმლოს ფარდას ავხდით და გთავაზობთ, 10 გასაოცარ ფაქტს ადამიანის თვალის შესახებ.

გასაოცარი ფაქტები თვალის შესახებ

1. ადამიანის თვალი 10 მილიონზე მეტ ფერს აღიქვამს.

2. თვალის რქოვანა სხეულის ერთადერთი ნაწილია, რომელსაც სისხლი არ მიეწოდება. ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ჟანგბადს უშუალოდ ჰაერიდან ღებულობს.

3. თვალი ყველაზე სწრაფი კომპიუტერია. დათვლილია, რომ მხედველობის ორგანო საათში 36 ათას ბიტ ინფორმაციას ამუშავებს. ინფორმაციის უწყვეტი აღქმა, გადამუშავება და ტვინისთვის გადაცემა მისი საქმეა.

4. თვალის ბადურა ინფორმაციას თავდაყირა აღიქვამს, ხოლო უკვე ტვინი მას კვლავ ფეხზე აყენებს.

5. ბადურას წითელი, მწვანე და ლურჯი რეცეპტორები აქვს, მაგრამ თავისით წითელი ფერის გარჩევა არ შეუძლია. აქ, კვლავ ტვინი ერთვება საქმეში და მიღებულ მომწვანო-მოყვითალო და მოლურჯო-მომწვანო გამების ინფორმაციას წითლად გარდაქმნის.

6. დაბადებიდან პირველი რამდენიმე წელი ადამიანის თვალის ფერი შეიძლება შეიცვალოს.

7. მწვანე თვალის ფერი ყველაზე იშვიათი თვალის ფერია.

8. თავიდან ადამიანებს თაფლისფერი თვალები ჰქონდათ, ცისფერი თვალები მუტაციის შედეგად, დაახლოებით 6000 წლის წინ წარმოიქმნა.

9. ადამიანის ცრემლი იმის მიხედვით, თუ რით არის გამოწვეული (სიხარული, დარდი თუ გარე გაღიზიანება), შემადგენლობით განსხვავდება.

10. და დიახ, ჩვენი თვალი ნაცრისფრის 50 ათას ელფერს განასხვავებს.

სამყაროს სილამაზით ტკბობა გაცილებით სასიამოვნოა, როცა თვალების ჯანმრთელობის პრობლემები არ გვაწუხებს. კარგი მხედველობის დიდხანს შესანარჩუნებლად აუცილებლად თვალის ტანვარჯიშის ჩატარება. განსაკუთრებით ვარჯიში სჭირდება მათ, ვინც კომპიუტერის მონიტორთან დიდ დროს ატარებს.

თუ სტატია თქვენთვის ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

Advertisement