Connect with us

ტესტები

რას გეტყვით თვალის ფერი თქვენს ჯანმრთელობაზე

ტყუილად არ ამბობენ, რომ თვალი სულის სარკეა. აღმოჩნდა, რომ თვალით არა მხოლოდ სიკეთის და გულწრფელობის ამოცნობას შეძლებთ. თვალის ფერი უფრო მეტს ამბობს, ვიდრე გვგონია. ეს ეხება არა მხოლოდ პროფესიის ან პარტნიორის არჩევას, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანს – ჯანმრთელობას.

არანაირი ჯადოქრობა! თვალის ფერს ხომ წინაპრების მიერ გადმოცემული გენები განსაზღვრავს. გამოდის საკითხი მისტიკურიდან სამეცნიერო სფეროში გადადის. შეგვიძლია დავადგინოთ, თუ რომელი დაავადებებისკენ აქვს მიდრეკილება ადამიანს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. Alltime გთავაზობთ ერთად გავარკვიოთ, თუ როგორ უკავშირდება თვალის ფერი და ჯანმრთელობა ერთმანეთს.

რა კავშირია თვალის ფერსა და ჯანმრთელობას შორის

ყავისფერი და შავი თვალები

მუქი თვალების მფლობელებს ნაკლებად აწუხებთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ვიტილიგო, კატარაქტი და კანის და თვალის სიმსივნე. გარდა ამისა, რაც უფრო მუქია თვალის ფერი, მით უფრო მაღალია ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის ბუნებრივი უნარი. თუმცა მუქთვალებიანები ტკივილის და შფოთვითი აშლილობების მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან.

მწვანე თვალები

მწვანე შეფერილობის თვალების მფლობელები იღბლიანები არიან. ისინი შფოთვის და სხვადასხვა სახის დეპრესიის მიმართ ყველაზე გამძლეები არიან. მწვანეთვალება ადამიანებში ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა თვალის სიმსივნე. სწორედ ამიტომ, მზისგან დამცავი სათვალეები არ უგულებელყოთ, თუნდაც მზე სუსტად ანათებდეს.

ცისფერი თვალები

თუ ლამაზი ცისფერი თვალები გაქვთ, მზეს მონდომებით მოარიდეთ. მცირე რაოდენობის მელატონინიც კი სახიფათო თვალის ან კანის სიმსივნის განვითარების საფრთხეს ქმნის. გარდა ამისა, სასმელმა არ გაგიტაცოთ. მეცნიერები ვერ ხსნიან, მაგრამ ცისფერთვალება ადამიანები ალკოჰოლის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან. უდავოდ, ამან შეიძლება სერიოზული დამოკიდებულება გამოიწვიოს.

შეწითლებული თვალები

ალბათ, ერთხელ მაინც შეწითლებული თვალის გარსი შეგინიშნავთ. ასე ორგანიზმი მისთვის საშიშროებაზე სიგნალს გაძლევთ. მიზეზი შეიძლება იყოს ალერგია, ზედმეტი მზის სინათლე, თვალის სიმშრალე, მტვერი ან სურდო. კაპილარები ძლიერ ფართოვდება ან წყდება, შედეგად თვალი წითლდება. უმიზეზო და ხანგრძლივმა სიწითლემ შეიძლება დეპრესიის ნაადრევი ფორმები გამოიწვიოს.

ყვითელი თვალები

თუ თვალს გარსში მოყვითალო შეფერილობა შენიშნეთ, ექიმს სასწრაფოდ მიმართეთ. ასეთი ცვლილება შეიძლება ღვიძლის პრობლემებმა გამოიწვიოს. რაც უფრო კაშკაშაა სიყვითლე, მით უფრო სერიოზულია პრობლემა.

ნებისმიერ შემთხვევაში პანიკას არ აყვეთ, დიაგნოზი დამოუკიდებლად არ დასვათ და თვითმკურნალობა არ დაიწყოთ. უბრალოდ იცოდეთ, თუ რომელ სუსტ ადგილებს სჭირდება დაცვა. ინფორმირებული – ნიშნავს შეიარაღებულს. თქვენ როგორი თვალის ფერი გაქვთ?