Connect with us

საკითხავი

10 ტიპის ადამიანი, რომელიც თქვენგან სასიცოცხლო ენერგიას იპარავს

დალაი ლამა, დიდებული ტიბეტელი სულიერი ლიდერი გიამბობთ, თუ რომელი ნივთები „იპარავენ“ თქვენს ენერგიას და როგორ უნდა დაიცვათ თავი 10 ტიპის „ენერგეტიკული ქურდისგან“.

ენერგია, რომელსაც ვფლობთ, „სულისთვის ოქროს მაღაროა“, საწვავი, რომელიც გვამოძრავებს. ის უნდა იყოს შენახული, აღდგენილი, სწორად გამოყენებული, რადგან რესურსი ამოუწურავი არაა.

უფრო მეტიც, ცხოვრებაში ნეგატიური და ტოქსიკური ადამიანები არ უნდა შემოუშვათ.

აი, რას ამბობს ამის შესახებ დალაი ლამა.

1. უარი თქვით ადამიანებზე, რომლებიც მხოლოდ იმისთვის მოდიან, რომ იწუწუნონ, საკუთარი წყენა, პრობლემა, ისტორია, კატასტროფა, შიშები და სხვებზე მისი შეხედულებების შესახებ გიამბონ. თქვენ სანაგვე ყუთი არ ხართ.

2. ვალი დროულად უნდა გადაიხადოთ. ხოლო ადამიანი, რომელსაც თქვენი ვალი აქვს, უბრალოდ უნდა გაუშვათ.

3. საკუთარი დანაპირები შეასრულეთ. ყოველთვის გაქვთ უფლება შეიცვალოთ აზრი, ბოდიში მოიხადოთ, წახვიდეთ, საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოთ ან ალტერნატივა შესთავაზოთ. ოღონდ ფრთხილად იყავით, რომ ეს ჩვევაში არ გადავიდეს. ყველაზე მარტივი მეთოდი თავიდან აიცილოთ ის, რაც არ გსურთ, ეს თავიდანვე „არას“ თქმა არის.

4. შესაძლებლობის მიხედვით უარი თქვით მასზე, ვინც არ მოგწონთ და იმდენი დრო დახარჯეთ იმაზე, რაც მოგწონთ, რამდენიც გსურთ.

5. საკუთარ თავს დასვენების უფლება მიეცით, როცა დასვენება გჭირდებათ. საკუთარ თავს უფლება მიეცით იმოქმედოთ მხოლოდ მაშინ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლით.

6. თქვენ ორგანიზებული უნდა იყოთ. მოიშორეთ ნივთები, რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ.

7. საკუთარ ჯანმრთელობაზე ყოველთვის იზრუნეთ. მიიღეთ ის ფაქტი, რომ ზოგჯერ თქვენ სხეულს სრულფასოვნად ფუნქციონირება არ შეუძლია. საკუთარ თავს დასვენების უფლება მიეცით.

8. ბოროტებას შეეწინააღმდეგეთ და ცუდ სიტუაციას გვერდიდან არ შეხედოთ. მეგობარს ან ოჯახის წევრს დაეხმარეთ და აუცილებელი ნაბიჯები გადადგით, რომ ირგვლივ მყოფი ადამიანების არასწორი მოქმედება შეაჩეროთ.

9. გარდაუვალი მიიღეთ. ეს დანებებას არ ნიშნავს. სისულელეა დახარჯოთ ენერგია ისეთ სიტუაციაზე, რომლის შეცვლაც თქვენს ძალებს აღემატება.

10. ისწავლეთ პატიება. ტვინში იმ სიტუაციაზე ფიქრი შეწყვიტეთ, რომელმაც გული გატკინათ. ეს ტკივილი სასარგებლო გამოცდილებით უნდა ჩაანაცვლოთ.

დალაი ლამას 10 ყველაზე ყურადსაღები ციტატა:

1. ყველაზე ბნელ დღეებში იმედს ვპოულობ და ყველაზე ბედნიერი დღეებით სიამოვნებას ვღებულობ. სამყაროს არ განვსჯი.

2. იყავით კეთილი, როცა ეს შესაძლებელია. ეს კი ყოველთვის შესაძლებელია.

3. სწორად და პატიოსნად იცხოვრეთ. მოგვიანებით, როცა ასაკოვანი გახდებით და უკან მოიხედავთ, ამით ხელმეორედ ისიამოვნებთ.

4. ბედნიერება მზა არ არის, ის თქვენი ქცევებიდან მომდინარეობს.

5. ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დოგმა – ეს კეთილი გულია.

6. გახსოვდეთ, რომ საუკეთესო ურთიერთობა მაშინ არის, როცა ერთმანეთის მიმართ სიყვარული, ერთმანეთის მიმართ მოთხოვნილებებს აჭარბებს.

7. საკუთარი მიზნების შეცვლისთვის მზად იყავით, მაგრამ საკუთარ ღირებულებებს არასდროს უღალატოთ.

8. სამი პრინციპი დაიცავით: საკუთარ თავს პატივი ეცით, სხვებს პატივი ეცით, ყველა საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღეთ.

9. როცა გააცნობიერებთ, რომ შეცდომა დაუშვით, სიტუაციის გამოსასწორებლად ზომები აუცილებლად მიიღეთ.

10. ჩვენი მტრები შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს გავივარჯიშოთ მოთმინება, მდგრადობა და თანაგრძნობა.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.