Connect with us

სხვა

10 არასტანდარტული მეთოდი ტანსაცმლის საწმენდი გორგოლაჭის გამოსაყენებლად

ტანსაცმლის საწმენდი გორგოლაჭი მარტივი და ამავდროულად გენიალური გამოგონებაა. ამ ნივთს შინაური ცხოველების მფლობელები განსაკუთრებით კარგად იცნობენ. მათ ტანსაცმელზე ხომ ყოველთვის კარგად ჩანს, თუ რა ფერის ძაღლი ან კატა ცხოვრობს სახლში. ამ დროს მხოლოდ გორგოლაჭი წებოვანი ლენტით ეხმარებათ.

კიდევ როგორ შეიძლება ტანსაცმლის საწმენდი გორგოლაჭის გამოყენება? თქვენთვის 10 მეთოდი შევაგროვეთ, რომლის შემდეგ მიხვდებით, თუ ეს ნივთი როგორი შეუცვლელია. ერთი სახლისთვის შეიძინეთ, მეორე კი ჩანთაში იქონიეთ. კარგია, რომ ახლა თითქმის ჯიბის ზომა გორგოლაჭიც იყიდება.

გორგოლაჭი ტანსაცმლისთვის: გამოყენების ვარიანტები

ძაღლის წმენდა

ძაღლის იღბლიანმა მფლობელებმა იციან, თუ როგორ უყვართ ცხოველებს სეირნობისას ბუჩქებში შესვლა ან მიწაზე გართხმა. ცხოველის ბეწვზე წვრილი სარეველები ან მტვერი რჩება, რომლებიც თქვენი სახლის სისუფთავეს ემუქრებიან. ცხოველის ყოველდღე დაბანა არ ღირს! უბრალოდ წებოვანი ლენტა ბეწვზე გადაატარეთ, რომ ზედმეტი ჭუჭყი მოაშოროთ. ნახავთ, თუ რამდენი რამ ეტევა პატარა ძაღლზე! სხვათა შორის, ასე სახლს და ცხოველს მავნე მწერებისგან დაიცავთ.

საყოფაცხოვრებო მინა

გატეხილი ჭურჭელი ბედნიერების ნიშანია! ოღონდ შემდეგ მისი შეგროვება რთულია. მსხვილი და თვალით ხილული ნამსხვრევები შეგვიძლია შევაგროვოთ. შემდეგ კი – მტვერსასრუტი ან ჩვარი გამოვიყენოთ. ბოლო ვარიანტი არც თუ ისე უსაფრთხოა. ზედაპირზე წებოვანი ლენტის გადატარება სცადეთ. წებოვანი ლენტა მთელ დარჩენილ მინას აიკრავს.

Advertisement

აბაჟურის გაწმენდა

თუ სახლში გაქვთ სანათი ნაჭრის აბაჟურით, იცით, თუ რამდენად რთულია მისი გაწმენდა. არადა მასზე ბევრი მტვერი გროვდება. აქ, ტანსაცმლის საწმენდი გორგოლაჭი დაგეხმარებათ. ქსოვილი წებოვანი ლენტით გაწმინდეთ, რომელიც მტვერს შეაგროვებს. შემდეგ შედეგი სველი ჩვრით დააფიქსირეთ.

ნემსების შეგროვება

კარადის თაროები და მაგიდის ყუთები განსაკუთრებით რთულად მისაწვდომი ადგილებია. მასში ბევრი მტვრის ნაწილი გროვდება. ამ ადგილებში ჩვეულებრივი ჩვრით მიღწევა რთულია. ამ შემთხვევაში წებოვანი ლენტა დაგეხმარებათ.

ჩანთის გაწმენდა

რა არ არის ქალის ჩანთაში! აქ ყველაფერი ეტევა, რის გამოც ხშირად ბევრი ჭუჭყი გროვდება. აქსესუარების ყოველ ჯერზე გარეცხვა რეკომენდებული არაა. ჩვეულებრივი განიავების გარდა, წებოვანი ლენტით გაწმენდა სცადეთ.

ავეჯის გაწმენდა

Advertisement

რბილი ავეჯის დიდი ნაწილი სჯობს მტვერსასრუტით გაწმინდოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ რთულად მისაწვდომ კუთხეებში მიღწევას და მტვერს დაგროვების საშუალებას არ მისცემთ. თუ დივანზე რაღაც დაგეყარათ და ამის სწრაფად გასუფთავება გჭირდებათ, წებოვანი გორგოლაჭი გამოიყენეთ.

ბზინავების შეგროვება

ხშირად საღამოს წვეულებას მეტი ხიბლი რომ შევმატოთ ბზინავებას ვიყენებთ. ზოგჯერ მათი დახმარებით რაღაცას ვქმნით. მაშინაც თუ, ბზინავები იატაკზე არ დაგეყარათ, მათ ტანსაცმელზე, კანზე და ავეჯზე დაჯდომა უყვარს. ბზინავები გორგოლაჭით მოიშორეთ.

თმის შეჭრის შემდეგ

სილამაზის სალონში თმის ვარცხნილობის განახლების შემდეგ თმის პატარა ღეროების ტანსაცმლიდან და კანიდან მოშორება მარტივი არა. ზოგჯერ დაბანის შემდეგაც რჩება და ახლახანს თმის შეჭრას გახსენებთ. რა უნდა ქნათ, თუ სალონიდან პირდაპირ საქმეზე ხართ წასასვლელი? ამ შემთხვევაში წებოვანი ლენტის გორგოლაჭი დაგეხმარებათ.

მწერებთან ბრძოლა

ოთახში შემთხვევით შემოსული მწერის მოკვლა ხშირად გვენანება. ხელთ კი შეიძლება ჭიქა ან ქილა არ გვქონდეს. თავი სასტიკ ადამიანად რომ არ იგრძნოთ, ხოჭო წებოვან ლენტაზე ფრთხილად მოათავსეთ და ქუჩაში გაიტანეთ.

Advertisement

ავტომობილის წმენდა

უბრალო გორგოლაჭის ღირებულებას სწორედ მანქანაში დააფასებთ. ყოველდღე მანქანის მტვერსასრუტით გაწმენდა ან გარეცხვა ხომ არ შეიძლება. აი, წებოვანი ლენტი რთულად მისაწვდომ ადგილებში სავარძლის გაწმენდას მარტივად გაუმკლავდება.

როგორც ხედავთ, ტანსაცმლის საწმენდი გორგოლაჭი შეუცვლელი ნივთია სახლში, ავტომობილსა თუ ქუჩაში. თქვენ იყენებთ წებოვან გორგოლაჭს?