Connect with us

საკითხავი

1 წლით თავისუფლების აღკვეთა ან 10 000 ევროიანი ფულადი ჯარიმა ცხოველების მიტოვებისთვის იტალიაში

საზოგადოების ცივილიზებას, მეტწილად, განსაზღვრავს მისი დამოკიდებულება მათ მიმართ, ვისაც საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეუძლიათ. მათში არამხოლოდ მოხუცი, უნარშეზღუდული და ბავშვი, არამედ ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც მოიაზრებიან. სწორედ ამიტომ, გასაოცარი არაა, რომ ევროპულ სახელმწიფოებში ცხოველთა უფლებების დასაცავად არსებობს განსაკუთრებული კანონები.

მაგალითად, იტალიაში. რა თქმა უნდა, მხოლოდ სასჯელის დაწესება საკმარისი არაა, ამიტომაც იტალიის ხელისუფლებამ დაიწყო არა ჯარიმებითა და სხვა სასჯელებით, არამედ მასშტაბური საგანმანათლებო სამუშაოებით. ცხოველებისადმი პასუხისმგებლობითა და გულისხმიერებით აღსავსე დამოკიდებულების პროპაგანდა რეგულარულად მიმდინარეობს.

ცხოველებს ეთიკურად უნდა მოვექცეთ – ამის შესახებ იტალიური სკოლის მოსწავლეები პირველივე კლასში იგებენ. მოხალისეობრივი პროექტები იტალიაში ძალიან პრესტიჟულია, მათში მონაწილეობა კი შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ნამდვილად იმსახურებს.

ამასთან, იტალიაში შესაძლებელია ცხოველის თავშესაფრიდან აყვანა და არა კონკრეტული, უზომოდ ძვირადღირებული ჯიშების შეძენა. ასე უბრალოდ ცხოველს არავინ გაგატანთ! საჭიროა იმის დამტკიცება, რომ მასზე ზრუნვა შეგიძლიათ. განმანათლებელი სამუშაოების გარდა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ოთხფეხა მეგობრების მიმართ პასუხისმგებლობა კანონმდებლობით განემტკიცებინა და გამკაცრდა სასჯელი მათი არასათანადო მოვლისათვის.

იტალიაში აუცილებელი არაა ცხოველის წამება იმისათვის, რომ 1 წლით ციხეში ამოგაყოფინონ თავი – საკმარისია მეგობრის ქუჩაში გაგდებაც. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ჯარიმა საკმაოდ დიდი, 10 ათასი ევროს ოდენობით და პირობითი სასჯელიც.

კანონში მკაცრადაა გაწერილი სასჯელი ისეთი დარღვევებისთვისაც, როგორიცაა ცხოველის გატანა მანქანით და მისი დატოვება დახმარების გარეშე. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ცხოველი შინაურია, თუ ახლახან გამოვარდა ტყიდან. მძღოლებს ევალებათ, გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ცხოველისთვის, ან თავად მიიყვანოს დაუცველი არსება კლინიკაში, თუ ასეთი ინციდენტი მოხდა. არსებობს ცხელი ხაზი, რომელზეც რთულ სიტუაციაში არსებული ცხოველის შესახებ ინფორმაციის გადაცემა შეიძლება. ამასთან, ნებისმიერ სიტუაციაში, ოთხფეხა მეგობარი დახმარებას აუცილებლად მიიღებს.

ყველა ამ ღონისძიების გატარების შედეგად, ქუჩაში უპატრონო ცხოველების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და ეს ტენდენცია უკვე არაერთი წელია, შენარჩუნებულია. ჩვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, თუმცა, ხელისუფლების პოზიცია, ხშირად, გადამწყვეტი ხდება.

თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? არ თვლით, რომ ჩვენს ქვეყანაშიც საჭიროა მსგავსი ზომების მიღება?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.