Connect with us

ჯანმრთელობა

1 თვის წინ ექიმმა თევზის ქონის ყოველდღიურად მიღება მირჩია. ამ დროში მრავალი პრობლემისგან გავთავისუფლდი

ძველი, თითქოსდა მივიწყებული წამალი სახელად “თევზის ქონი” ახალი ძალებით იხვეჭს პოპულარობას. ეს გასაკვირი არცაა, რამეთუ ცხოვრების ჯანსაღი წესი სულ უფრო აქტუალური ხდება, რაც არამხოლოდ სპორტს, არამედ სწორ კვებასაც მოიცავს.

თევზის ქონი ორი ფორმით იწარმოება – თხევადი და კაფსულებში. პირველი ფორმით იგი გაცილებით იაფია, თუმცა, მას სუნი და გემო აქვს, რომელიც ყველას არ მოსწონს. ამიტომ, უპირატესობას კაფსულებს ანიჭებენ. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რითია სასარგებლო თევზის ქონი კაფსულებში და როგორ უნდა გამოიყენოთ იგი.

თევზის ქონი კაფსულებში

თევზის ქონის შემადგენლობა მოიცავს სხვადასხვა გლიცერიდების ნაზავს, რომლის ძირითადი შემადგენელი ნივთიერებაცაა ოლეინის მჟავა, მასზე უფრო ნაკლები პალმიტინისა და პოლიუჯერი ომეგა3.6 ცხიმოვანი მჟავები. ყველა დანარჩენი ელემენტი უმნიშვნელო რაოდენობითაა წარმოდგენილი.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, ჰაერთან შეხებისას, ძალიან მალე მჟავდება და პროდუქტი, რომელიც მას შეიცავს, მალევე ხდება უსარგებლო. ჟელატინის კაფსულები მჟავების ამჟავებისგან იცავს, რაც პროდუქტის გაფუჭებას ხელს უშლის და მისი შენახვის ვადას ახანგრძლივებს.

თევზის ქონის სასარგებლო თვისებები

1. თევზის ქონის სარგებელზე მიუთითებს მასში არსებული A და D ვიტამინები. A ვიტამინი აუმჯობესებსკანის, ლორწოვანი გარსის, მხედველობითი პიგმენტების უჯრედების ზრდისა და რეპროდუქციულ პროცესებს. ამ ვიტამინების წყალობით, თევზის ქონი ძალიან სასარგებლოა თმის, ფრჩხილებისა და კანისათვის. ქალბატონებისთვის იგი აუცილებელია.

D ვიტამინი აქვეითებს ნერვულ აღგზნებადობას, კუნთების დაჭიმულობას, ხელს უწყოს უჯრედებში კალციუმისა და ფოსფორის შეღწევას, ამიტომ გვირჩევენ ექიმები ბავშვებისთვის ამ ვიტამინის მიცემას.

2. პოლიუჯერი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები – ყველაზე ძვირფასია მათ შორის, რაც აღნიშნული პროდუქტის შემადგენლობაში შედის. ისინი ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, აქვეითებს მავნე ქოლესტერინის დონეს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს თრომბოზს, დადებითად მოქმედებს გულის ფუნქციონირებაზე, ხელს უშლის არითმიის გაჩენასა და განვითარებას.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ამცირებს დიაბეტის რისკსაც, გადამწყვეტ როლს ასრულებს უჯრედების მემბრანისა და ნერვული ბოჭკოების მიელინური გარსის ჩამოყალიბებაში.

3. თევზის ქონი გვეხმარება ნაჯერი ცხიმების დაწვაში, რის გამოც დიეტოლოგები, ჭარბ წონასთან საბრძოლველად, სწორედ ამ მედიკამენტს ნიშნავენ.

ავსტრალიელმა მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს: ადამიანებში, რომლებიც ყოველდღე 6 გ თევზის ქონს იღებდნენ და 45 წუთის მანძილზე ფიზიკურ დატვირთვებს ასრულებდნენ, ცხიმოვანი მიმოცვლის მაჩვენებლები საგრძნობლად გაუმჯობესდა მათთან შედარებით, ვინც მზესუმზირის ზეთს მოიხმარდა. სავარჯიშოებისა და თევზის ქონის დახმარებით, საცდელი ობიექტების სხეულის ცხიმოვანი მასა შემცირდა.

4. თევზის ქონი საგრძნობლად აუმჯობესებს ტვინის ცხოველქმედებასა და მის დასწავლის უნარს. ამიტომ, თევზის ქონის 1 კაფსულა დღეში – დემენციის საუკეთესო პროფილაქტიკაა.

5. ეს პროდუქტი ფართოდ გამოიყენება ბოდიბილდერებს შორისაც, რამდენადაც იგი სწორ ცხიმს წარმოადგენს, რომელიც სპორტსმენს გარანტიას აძლევს საჭირო რესურსების მიღებისა კუნთების სამომავლო ზრდისათვის. ამასთან, იგი არანაირად არ ავნებს ორგანიზმს.

6. ექიმი-გინეკოლოგები გვირჩევენ თევზის ქონის მიღებას მტკივნეული მენსტრუაციისა და ფეხმძიმობის გართულებების დროს. მამაკაცებს იგი პროსტატის ჯირკვლის კიბოსგან იცავს.

რა თქმა უნდა, თევზის ქონის სარგებელი უდავოა, თუმცა, თუ მეტისმეტად ალერგიული ხართ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ამ პრეპარატის მიღებამდე.

სპეციალისტები, ასევე, არ ურჩევენ თევზის ქონის მიღებას მათ, ვისაც ნაღველ- ან შარდკენჭოვანი დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები აქვთ. თუ თქვენს ორგანიზმში კალციუმის ან D ვიტამინის მომატებული მაჩვენებელია, შეიკავეთ თავი თევზის ქონის მიღებისგან,

მიირთვით თევზის ქონი კაფსულებში ინსტრუქციის მიხედვით: ჩვეულებრივ, უნდა მიიღოთ 1-2 კაფსულა დღეში 2-3ჯერ, ჭამის დროს. იგი 1-3-თვიანი კურსით უნდა მიიღოთ წელიწადში ერთხელ. არ მიიღოთ პრეპარატი მშიერ კუჭზე – ეს საჭმლის მონელების პროცესს დაარღვევს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.