Connect with us

ჯანმრთელობა

ჯანჯაფილის ლიქიორი – მსუბუქი სასმელი, რომელიც მრავალი დაავადებისგან გკურნავთ

ჯანჯაფილი შედის სამკურნალო პროდუქტების სიაში და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო სანელებლად ითვლება. ამ ტკბილ და არომატულ სანელებელს, რომელიც მდიდარია ნატურალური ზეთების შემცველობით, აქვს გასაოცარი თერაპევტული თვისებები.

ჯანჯაფილი ძველი დროიდან ცნობილია, როგორც ტრადიციულ, ისე ალტერნატიულ მედიცინაში. ეს პროდუქტი, ძირითადად, გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებისა და გაციების სამკურნალოდ.

კვლევებმა, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტარდებოდა. აჩვენა, რომ ჯანჯაფილი მრავალი ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატის მოქმედებას უტოლდება და აღემატება კიდევაც, რამდენადაც მას სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გააჩნია.

ჯანჯაფილში მთავარი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა ჯინჯეროლი, რომელიც პასუხს აგებს პროდუქტის სამკურნალო თვისებებზე. მას მძლავრი ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. იგი, ასევე, ეფექტურია იმ ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროს, რომლებიც დაკავშირებულია ღრძილების ანთებასთან(მაგ. გინგივიტი, პერიოდონტიტი).

ეს ნივთიერება განსაკუთრებით ეფექტურია გულისრევის დროს, რომელიც გამოწვეულია სახმელეთო ან საზღვაო მოგზაურობით. ჯანჯაფილი, ასევე, ათავისუფლებს გულისრევის შეგრძნებისა და ღებინების რეფლექსისგან იმ პაციენტებს, რომლებიც ქიმიოთერაპიას გადიან ან რომლებმაც ცოტა ხნის წინ გაიკეთეს ოპერაცია.

კვლევები აჩვენებს, რომ 2 გ ჯანჯაფილი დღეში, 11 დღის განმავლობაში, მნიშვნელოვნად ამცირებს კუნთების ტკივილს იმ ადამიანებში, რომლებსაც იდაყვის სახსრის პრობლემები აქვთ. ჯანჯაფილი ნელა, თუმცა ეფექტურად ამცირებს კუნთების ტკივილის პროგრესირებას.

თავისი ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტების წყალობით, ჯანჯაფილი სასარგებლოა მათთვის, ვისაც მუხლის სახსრის ტკივილები აწუხებს. ეს პროდუქტი ამცირებს ტკივილებს და გიბრუნებთ მოძრაობის უნარს. ეს მცენარე, ასევე, გარეგანადაც გამოიყენება, დარიჩინთან და სეზამის ზეთთან ერთად.

წარმოგიდგენთ ჯანჯაფილის ლიქიორს, რომელიც სასარგებლოა კიბოსა და ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას. სასმელი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და აუმჯობესებს გულის ცხოველქმედებას.

ჯანჯაფილის ლიქიორი

ინგრედიენტები

  • 60 გ ჯანჯაფილი
  • 150 გ შაქარი
  • 1-2 ჭიქა წყალი
  • 1-2 ჭიქა არაყი
  • 1 ლიმონი ან ფორთოხალი
  • 1 ჯოხი ვანილი

მომზადება

1. გაფცქვენით ჯანჯაფილის ფესვი კოვზის გამოყენებით. დაჭერით თხელ ნაჭრებად, შემდეგ წვრილად. გაყავით ვანილის ჯოხი ორ ნაწილად, სიგრძეზე.

2. მოათავსეთ ორივე ინგრედიენტი, შაქართან ერთად, ქვაბში და დაასხით წყალი. ხარშეთ 20-25 წუთით ნელ ცეცხლზე, სანამ ფესვი არ დარბილდება. შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და აცადეთ გაგრილება.

3. გათალეთ ლიმონი ან ფორთოხალი, გარეცხეთ ძმრითა და სოდით და დაჭერით წვრილად. დაუმატეთ გაგრილებული ჯანჯაფილის მასას.

4. დაუმატეთ არაყი და მჭიდროდ დაახურეთ ქვაბს თავსახური. დააყენეთ 24 საათით.

5. გადაწურეთ სითხე, რომ შეძლოთ ჯანჯაფილის ნაჭრების, ფორთოხლის ან ლიმონის ქერქების ამოღება.

6. ჩაასხით სასმელი ბოთლში და გააჩერეთ ბნელ ადგილას. სასმლის მოხმარება უკვე მეორე დღეს შეიძლება, როცა არომატები ერთმანეთს შეერწყმის.