Connect with us

ჯანმრთელობა

ღამით ხახვი წინდაში ჩაიდეთ და დაავადებები დაგავიწყდებათ

ასეთი რჩევა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის ნამდვილად მოქმედია. წამყვანი ჩინელი მკურნალების მტკიცებით, ტერფები დაახლოებით 7 ათას ნერვულ დაბოლოებას მოიცავენ, რომლებიც ბევრ შინაგან ორგანოს უკავშირდებიან.

ჩინელები სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ე.წ. „მერიდიანებზე“ (სპეციალური არხები, რომლებშიც ჩის ენერგია გადის) ზეწოლას იყენებენ. ნემსით ჩხვლეტის ოსტატები ამ მერიდიანებზე ზეწოლას ახდენენ, ოღონდ გარე მერიდიანებზე, თუმცა ადამიანის ორგანიზმში შიდა არხებიც არსებობს. ფეხსაცმლის მუდმივი ტარების დროს ამ არხებში გამავალი ენერგია პასიური ხდება. სწორედ ამიტომ, ჩინელები „დამიწებას“ გირჩევენ, ანუ მიწაზე ფეხშიშველა გავლას, რომ ტერფებზე საჭირო წერტილების გააქტიურება მოხდეს. „დამიწების“ სხვა მეთოდიც არსებობს. ამისთვის ჩვეულებრივი ხახვი გამოიყენეთ.

ღამით ხახვი წინდებში ჩაიდეთ და ბევრ დაავადებას მოიშორებთ

მერიდიანებზე ეფექტური სტიმულაციისთვის და ჩის ენერგიის სტაბილური მოძრაობისთვის აუცილებელია ხახვი შუაზე გაჭრათ და ხახვის რგოლები (შეგიძლიათ ნივრის ნაჭრებიც დაუმატოთ) წინდებში ჩადოთ. ღამით ისე ჩაიცვით, რომ ხახვის ნაჭრები ტერფებს მიეკროს. მსგავსი პროცედურა არა მხოლოდ არხებს წმენდს, არამედ ღვიძლის მუშაობას აღადგენს, კანის ზედაპირებს მავნე ბაქტერიებისა და მიკრობებისგან წმენდს. ხოლო ხახვში შემავალი ფოსფორის მჟავა კანიდან სისხლძარღვებში ხვდება და სისხლს წმენდს.

ჩინელი სპეციალისტები სამკურნალო მიზნით გამოყენებული ხახვის და ნივრის საჭმელად გამოყენებას არ გირჩევთ.

ამ მეთოდის უპირატესობა თვალსაჩინოა:

  • სისხლის გაწმენდა
  • მავნე ბაქტერიების და მიკრობების განადგურება
  • ფეხის უსიამოვნო სუნის მოშორება

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ორგანიზმის აღსადგენად ასეთ მეთოდს არა მხოლოდ ჩინეთში იყენებენ.  ამ მეთოდის ეფექტურობას ჩვენი ხალხური მედიცინის სპეციალისტებიც აღნიშნავენ, მაგრამ არა როგორც მერიდიანების გამწმენდ საშუალებად, არამედ საიმედო მეთოდად სურდოს დაავადებების მოსაშორებლად.