Connect with us

ჯანმრთელობა

ხახვი სურდოს და ანგინის საწინააღმდეგოდ: რეცეპტები სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის

ფიტოთერაპიას ერთი მინუსი აქვს: საჭირო ბალახები ყოველთვის ხელთ არ გვაქვს, რადგან სახლისთვის დიდ „არსენალს“ იშვიათად ვიმარაგებთ. ზოგიერთი ხალხური საშუალება სახლში მაინც მოიძებნება, მაგალითად, ხახვი.

მის შესახებ არაერთხელ ვისაუბრეთ და კიდევ ვისაუბრებთ, რადგან ხახვი სხვადასხვა უსიამოვნებებს კურნავს. დღეს ანგინის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის ხახვის რეცეპტებს გთავაზობთ.

ხახვის წვენი

წვენი უშუალოდ გამოყენების წინ მოამზადეთ და 1 ჩ/კ ხახვის წვენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ. სჯობს არ გადაყლაპოთ, არამედ პირში გაიჩეროთ და მოწუწნოთ. საშუალება არა მხოლოდ ანგინის, არამედ პირის ღრუს დაავადებების (მაგალითად, პაროდონტოზი) და ქრონიკული ტონზილიტის დროს დაგეხმარებათ.

უკუჩვენებები: ხახვის წვენის მიღება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლების და ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს არ შეიძლება.

ხახვის წვენი თაფლთან ერთად

თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ, შეგიძლიათ ხახვის წვენი თხევად თაფლთან (1:1) კომბინაციაში გამოიყენოთ. მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც სუფთა ხახვის წვენი.

ხახვის ფურცლები სავლებად

3 ს/კ ხმელ დაქუცმაცებულ ხახვის ფურცლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ (შეგიძლიათ თერმოსი გამოიყენოთ), 15-20 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. საშუალება მხოლოდ გარეგნულად გამოიყენეთ! თბილ, ანადუღარ წყალში გაზავებული ნაყენი დღეში რამდენჯერმე ყელში გამოივლეთ.

საშუალება სხვა რეცეპტით: 2 ჩ/კ ხმელ, დაქუცმაცებულ ხახვის ფურცლებს 0,5 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, 2-3 წუთით ადუღეთ, ცეცხლიდან გადმოდგით, შეფუთეთ, 4 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. დღეში რამდენჯერმე ყელში გამოივლეთ.

ხახვის ფურცლების ნაყენი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

ეს ნაყენი გრიპის, მწვავე ვირუსული ინფექციების, სურდოს და ანგინის საპროფილაქტიკოდ გამოიყენება. ნაყენი იმუნიტეტს აძლიერებს და დაავადებების მიმართ გამძლეობას ზრდის. ნაყენი ასე მზადდება: 1 ს/კ დაქუცმაცებულ, ხახვის ფურცლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 15-20 წუთით წყლის ორთქლზე დააყენეთ და გადაწურეთ. 2-3 ს/კ ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ დალიეთ. კურსი – 10 დღე. ასეთი პროცედურა წელიწადში 2-ჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ჩაიტარეთ.

ინჰალაცია ხახვით

ანგინის, ასევე სურდოს, გრიპის და მწვავე ვირუსული ინფექციების დროს ხახვის აქროლადი ნივთიერებების შესუნთქვა კარგია. ეს ნივთიერებები პათოგენებს ანადგურებენ. 1-2 ხახვი დააქუცმაცეთ, მიღებული ფაფა ნებისმიერ ჭურჭელში მოათავსეთ, დაიხარეთ და თავზე პირსახოცი გადაიფარეთ. პროცედურა 10 წუთით ჩაიტარეთ. რეკომენდებულია, რომ ინჰალაცია დღეში 2-3-ჯერ ჩაიტაროთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.