Connect with us

ჯანმრთელობა

ხახვის ფოჩები 10 წამლის ნაცვლად

თაობათა გამოცდილება სასარგებლო რეცეპტებსა და რჩევებს გვჩუქნის. ერთ-ერთი ყველაზე ფასეული პროდუქტია – ხახვის ფოჩები – ეს უნივერსალური საშუალებაა, რომელიც არა მარტო საყოფაცხოვრებო, არამედ სამკურნალო მიზნებითაც შეიძლება გამოვიყენოთ. მის სარგებელსა და შესაძლებლობებზე ამ სტატიაში მოგითხრობთ.

ხახვის ფოჩის მთავარი თვისებები

ხახვის ფოჩებში ძალიან ბევრი სასარგებლო კომპონენტია: კალციუმი, რკინა, ფოსფორი, კალიუმის მარილი, ფიტონციდები და ვიტამინები. სწორედ ამიტომ, მას საკმაოდ ფართო მოქმედების სპექტრი გააჩნია:

  • ამაგრებს იმუნიტეტს, ამაღლებს ანტისხეულების გამოყოფას და საიმედოდ იცავს ორგანიზმს ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედებისგან.
  • ებრძვის ვირუსებსა დ ამიკრობებს, რისი წყალობიტაც გაციებისა და სხვა მსგავსი დაავადებებისგან გვიცავს.
  • წარმოადგენს ბუნებრივ ანტისეპტიკს.
  • აჩერებს ორგანოებისა და ქსოვილების დაბერების პროცესს ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით.
  • აქვს შარდმდენი ეფექტი და აჩქარებს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას.
  • ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს და აჩერებს გულ-სისხლძაღვთა დაავადებების განვიტარების პროცესს.
  • ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის პრობლემების ქონისას.
  • ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, რაც აუმჯობესებს ორგანოებისა და ქსოვილების კვებას.
  • ხელს უშლის სისხლჩაქცევების და ალერგიული რეაქციების გაჩენას მასში შემავალი სეროტონინისა და ჰისტამინის მეშვეობით.

მიღების წესები და უკუჩვენებები

ამ კომპონენტის საფუძველზე რამდენიმე საშუალების მომზადებაც შეიძლება, რომლებიც არაჩვეულებრივად ჩაანაცვლებენ სააფთიაქო პრეპარატებს:

  • ჩაი – ჰეხმარებათ თავის ტკივილის მოხსნაში, ამცირებს წნევას, აუმჯობესებს მხედველობას;
  • სპირტიანი ნაყენი – ახლდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და თირკმლის მუშაობას, ეხმარება გაციების, ანემიის და ნერვული გაღიზიანების დროს;
  • ნახარში – გამოიყენება გრიპისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების, ალერგიული რეაქციების დროს;
  • ზეთი – გამოიყენება კანის დაავადებების, ცხვირის გაჭედილობის დროს, ამსუბუქებს მდგომარეობას ვარიკოზის დროს, ხსნის შეშუპებას და გვათავისუფლებს ფეხების ტკივილისგან.
  • მალამო – ახორცებს ჭრილობებს, ამაგრებს თმას, მიიღება სოკოს მკურნალობისას კანსა და ფრჩხილებზე.

ხახვის ჩაის მომზადება ძალიან იოლია – ახლადდაყენებულ შავ ან მწვანე ჩაიში საკმარისია მცირე რაოდენობის ფოჩების დამატება (1 კოვზი).

სპირტის ნაყენის მოსამზადებლად – მუქი შუშის ჭურჭელში ერთი კოვზი ხახვის ფოჩების დამატება, დაასხიტ სპირტი (5 ჭიქა) და ნაყენი 7 დღით დააყენეთ, გრილ ადგილას.

ნახარშის მოსამზადებლად, ორ კოვზ ხახვის ფოჩს დაასხით ორი ჭიქა წყალი, 15 წუტი ორთქლის აბაზანაზე შემოდგით რათა მოიწალოს, გააგრილეთ, გაწურეთ და შეინახეთ გრილ ადგილას, დაახლოებით 8 საათით.

თუ გსურთ სამკურნალო ზეთი მოამზადოთ, საკმარისია მუქ შუშის ჭურჭელში 1 კოვზი ფოჩი ჩაყაროთ, დაასხათ მას ზეთი (აბუსლათინის, მზესუმზირის ან ზეითუნის), დავაყენოთ რამდენიმე კვირა გრილ, ბნელ ადგილას, შემდეგ კი გავწუროთ.

სამკურნალო მალამოს მომზადებაც ძალიან იოლია – აურიეთ მკვებავ კრემს ან ვაზელინს, დაფქული ხახვის ფოჩის ფქვილი, მოათავსეთ შუშის ჭურწელში და შეინახეთ გრილ ადგილას.

დაიმახსოვრეთ უკუჩვენებებიც! ხახვის ფოჩით მკურნალობა დაუშვებელია თუ:

  • თუ ამ კომპონენტის ინდივიდუალური აუტანლობა გაქვთ
  • თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებები გაქვთ
  • საშარდე გზების დაავადებების დროს
  • თირკმლისა და ღვიძლის პათოლოგიების დროს
  • ბრონქიალური ასთმის დროს
  • ზოგიერთი მედიკამენტის მირების დროს, ასევე ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად.

აჯობებს სანამ ხახვის ფოჩის რომელიმე საშუალებას გამოიყენებთ, აჯობებს კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.