Connect with us

კულინარია

ხაჭოს კანფეტები მათთვის, ვინც სხეულის ფორმებს უფრთხილდება. მეგობრები მის რეცეპტს მთხოვენ

ხაჭო ძალიან ბევრი დიეტური კერძის საუკეთესო ინგრედიენტია. ის სასარგებლო და ამასთან ნაკლებად კალორიულია. უფრო მეტიც, შეძენის დროს ხაჭოს ცხიმიანობა შეგიძლიათ თავად აირჩიოთ. ეს ძალიან მოსახერხებელია.

ხაჭოს დესერტი გამოცხობის გარეშე

რა შეიძლება ხაჭოსგან მოამზადოთ? გთავაზობთ ძალიან გემრიელი ხაჭოს კანფეტის რეცეპტს. ამ ხაჭოს დესერტს გამოცხობა არ სჭირდება და მხოლოდ 20 წუთს წაგართმევთ.

კანფეტები არა მხოლოდ გემრიელი, არამედ საინტერესო გამოვა. ფხვნილის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფერი: სეზამი, გახეხილი შოკოლადი, დარიჩინი, ყაყაჩო, დაფქული კაკალი და ქოქოსის ფანტელები.

ინგრედიენტები:

  • 400 გრ დაბალი ცხიმიანობის ხაჭო
  • 50 გრ კაკალი
  • 200 გრ ორცხობილა
  • შაქარი
  • ვანილი
  • კაკაო

მომზადება:

1. დასაწყისისთვის ხაჭო ჩანგლით კარგად უნდა დაჭყლიტოთ ან დააბლენდეროთ. ასევე შეგიძლიათ საწურში გასრისოთ.

2. ახლა ხაჭო შაქარს და ვანილს აურიეთ. ორცხობილა კაკალთან ერთად დააქუცმაცეთ და ხაჭოს ნარევს დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

3. ხაჭოს ნარევისგან პატარა ბურთები გააკეთეთ და საფანელში ამოავლეთ. გირჩევთ ბურთები 5 სხვადასხვა საფანელში ამოავლოთ. ასე ძალიან ლამაზი და გემრიელი გამოვა.

4. ხაჭოს ბურთები მაცივარში 1 საათით შედგით. გემრიელი ხაჭოს დესერტი გამოცხობის გარეშე მზადაა. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.