Connect with us

კულინარია

ჭამე და არ მოიმატო. 5 დაბალკალორიული ჭარხლის სალათა, რომლებიც შეგიძლიათ ღამე მიირთვათ

ჭამე და არ მოიმატო. 5 დაბალკალორიული ჭარხლის სალათა, რომლებიც შეგიძლიათ ღამე მიირთვათ

ჭარხალი უნიკალური პროდუქტია, რომელსაც სხვა ვერაფრით ჩაანაცვლებთ. თუ ორი კვირის განმავლობაში, ყოველდღე მინიმუმ 50 მლ ახალ დაწურულ ჭარხლის წვენს ან დაახლოებით 100 გრ მოხარშულ ჭარხალს მიირთმევთ, ეს ჰემოგლობინის დონეს საგრძნობლად გაზრდის. ასე წონაში დაკლებასაც შეძლებთ! ტკბილი ბოსტნეული ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს, ღვიძლს წმენდს და საკვების მონელების პროცესზე დადებით გავლენას ახდენს. ჭარხალი, ყველაზე გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია დიეტური კერძების მოსამზადებლად.

სალათების რეცეპტები წონაში დასაკლებად

რაციონში ჭარხლის დასამატებლად ბევრი მიზეზი არსებობს. ბოსტნეული შეიცავს ელემენტების ნაკრებს, რომლებიც სხვაგან არ გვხვდება. აქ შედის ქოლინი და A, B1, B5, B6, C, E, H და PP ვიტამინები, ასევე კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, რკინა, იოგი, გოგირდი, ნატრიუმი, ფოლიუმის მჟავა და აუცილებელი უჯრედისი. ამასთან სასარგებლო ნივთიერებები თერმული დამუშავების შემდეგ არ იშლება და ხანგრძლივი შენახვის შემდეგ არ ფუჭდება.

მოხარშული ჭარხლისგან ბევრი კერძის მომზადებას შეძლებთ: ოლივიე, ჭარხლის სალათა, ცივი კერძი, სხვადასხვა წასახემსებელი, პაშტეტი, ბოსტნეულის ხიზილალა. თუმცა ყველაზე მარტივია – სხვადასხვა სახის ჭარხლებია. ისინი ხომ ძალიან გემრიელია! და ღამით შეგიძლიათ ორმაგი პორცია მიირთვათ. ჭარხლის კალორიულობა 100 გრამზე მხოლოდ 43 კალორიას შეადგენს.

დღეს ჭარხლის ყველაზე გემრიელი სალათების მომზადებას გასწავლით. მათ შორის წონაში დასაკლები სალათის „ფუნჯი“ გაუმჯობესებული ვარიანტი.

ჭარხლის ხალათი კაკლით და შავქლიავით

ინგრედიენტები:

  • 1 გამომცხვარი ან მოხარშული ჭარხალი
  • 100 გრ ნიგოზი
  • 2 შავქლიავი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ იოგურტი
  • მარილი გემოვნებით

შავქლიავი წინასწარ, 30 წუთით წყალში დაალბეთ. ჭარხალი გახეხეთ, შავქლიავი დაჭერით. ყველაფერი დაქუცმაცებულ ნიგოსზს აურიეთ. დაპრესილი ნიორი დაუმატეთ. მარილი მოაყარეთ, იოგურტი ან მცენარეული ზეთი მოასხით.

ფიტნეს სალათი ჭარხლით

ინგრედიენტები:

  • 2 ჭარხალი
  • 1 ვაშლი
  • 1 პატარა სტაფილო
  • 1 საშუალო ხახვი
  • 250 გრ ახალი კომბოსტო
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი
  • მარილი გემოვნებით
  • ნებისმიერი მწვანილი

სტაფილო და ჭარხალი გათალეთ. ვაშლთან ერთად გახეხეთ. ხახვი და კომბოსტო დაჭერით. ბოსტნეული აურიეთ, დაჭრილი მწვანილი, მარილი, ძმარი დაუმატეთ და მცენარეული ზეთი მოასხით.

ნოყიერი სალათი ჭარხლით და ბრინჯით

ინგრედიენტები:

  • 1 მოხარშული ჭარხალი
  • 1 მოხარშული სტაფილო
  • 150 გრ მოხარშული ბრინჯი
  • 1 ს/კ სიმინდის კონსერვი
  • 8 ზეთისხილი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ/კ სოიოს სოუსი
  • ½ ჩ/კ ვაშლის ძმარი
  • ახალი მწვანილი

ჭარხალი და სტაფილო გახეხეთ. ბრინჯი და სიმინდი აურიეთ. ბოსტნეული, მწვანილი, ზეთისხილი და ბრინჯი თეფშზე ცალ-ცალკე დააწყვეთ. სოიოს სოუსი, მცენარეული ზეთი და ძმარი მოასხით. ეს სალათი სრულყოფილი სადილის ან ვახშმის ვარიანტს წარმოადგენს. ინგრედიენტები მოხმარების წინ აურიეთ.

სალათი „გაუმჯობესებული ფუნჯი“

ინგრედიენტები:

  • 1 ჭარხალი
  • 1 სტაფილო
  • ½ ნიახურის ღერო
  • ½ საშუალო ზომის კომბოსტო
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 2 ს/კ სეზამის თესლი
  • ½ ფორთოხალი
  • მარილი გემოვნებით
  • ახალი მწვანილი

კომბოსტო წვრილად დაჭერით და ხელით ოდნავ გაწურეთ. ჭარხალი, სტაფილო და ნიახური გახეხეთ. ფორთოხალი ნაჭრებად დაჭერით. ყველაფერი დაჭრილ მწვანილს, სეზამის მარცვლებს, ლიმონის წვენს და მცენარეულ ზეთს აურიეთ. მარილი გემოვნებით მოაყარეთ.

სადღესასწაულო სალათი „ქალბატონო“

თუ ზემოთ ჩამოთვლილი რეცეპტები მოსაწყენად გეჩვენებათ, ამ სადღესასწაულო სალათის მომზადება სცადეთ. ასეთი სალათის სტუმრებთან გატანის არ შეგრცხვებათ.

ინგრედიენტები:

  • 1 მოხარშული ჭარხალი
  • 120 გრ  ბრინზა ან ფეტას ყველი
  • 1 მანდარინი
  • 1 ს/კ ბროწეულის მარცვლები
  • 1/3 იისფერი (ტკბილი) ხახვი
  • 1 ჩ/კ ფრანგული მდოგვი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ ნებისმიერი კაკალი (ფისტაშკები, ნიგოზი, ნუში)
  • ახალი მწვანილი
  • მარილი გემოვნებით

კომბოსტო და ყველი კუბებად დაჭერით, ხახვი ჩვეულებრივ. თეფშზე ფენებად დააწყვეთ: ჭარხალი, ყველი, ხახვი. ბროწეულის მარცვლებით, მანდარინით და დაქუცმაცებული კაკლით მორთეთ. სუფრაზე გატანის წინ მდოგვის, მარილის და მცენარეული ზეთის სართავი მოასხით.

გახსოვდეთ, რომ ჭარხლის დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდებული არაა, თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევა, შაქრის დიაბეტი და შარდკენჭოვანი დაავადება გაქვთ. ბოსტნეულის ბოროტად გამოყენება არ ღირს, თუ გაქვთ ჰიპოტონია. ჭარხალი წნევის დამწევ ნივთიერებას შეიცავს.

დიეტური ჭარხლის სალათის რეცეპტები მოგეწონათ? მაშინ მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!

 

 

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.