Connect with us

ჯანმრთელობა

წყალი ლიმონთან, კოჭასთან და ჩიასთან ერთად წონის სწრაფად დასაკლებად

წონის დაკლება მსხვერპლის გაღებას არ უნდა მოითხოვდეს. საჭმლითსიამოვნების მიღება, არასდროს უნდა შევწყვიტოთ.

ამ რეცეპტით ჭამაზე უარის თქმა არ მოგიწევთ. ყველაფერი რაც თქვენ დაგჭირდებათ ამ სასმელის დალევა და წონაში დაკლებაა.

თუ წონაში სწრაფად დაკლება გსურთ დაბალკალორიული პროდუქტები უნდა მიირთვათ, რომლებიც გახდომის პროცესს აჩქარებენ. ასეთი პროდუქტების გადამუშავებაზე სხეული უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს.

გარდა ამისა, მათ სამკურნალო თვისებები გააჩნიათ, რაც კილოგრამების მარტივად დაკლებაში დაგეხმარებათ.

რეცეპტის მთავარი ინგრედიენტები:

ლიმონი ერთ-ერთი ეფექტური დიეტური პროდუქტია. ამ ხილს შესანიშნავი გამწმენდი, გამატუტოვნებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია, ამიტომ ჯანმრთელ დიეტებში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს.

კოჭა თავისი პიკანტური და გამაგრილებელი გემოთი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, რაც ბევრი კალორიების დასაწვავად საჭიროა.

ჩიას თესლი იდეალური დანამატია წონის ჯანსაღად დასაკლებად და ნაწლავების ფუნქციის რეგულაციისთვის მიუხედავად იმისა ყაბზობით იტანჯებით თუ სუფთა ნაწლავის შენარჩუნება გსურთ.

ინგრედიენტები:

  • კარგად გარეცხილი ორგანული ლიმონი
  • 1 ს/კ ჩიას თესლი
  • გახეხილი ახალი კოჭის 1 ნაჭერი ან 1 ჩ/კ კოჭის ფხვნილი
  • 2 ჭიქა წყალი
  • ცოტა სტევია დასატკბობად (სურვილის მიხედვით)

მომზადება

სასმელის მოსამზადებლად შემდეგნაირად მოიქეცით:

  1. საღამოს ჩიას თესლს 2 ჭიქა წყალი დაასხით.
  2. მეორე დილით ჩიას თესლსა და წყალს ლიმონის წვენი და კოჭა დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  3. სასარგებლო ეფექტის გასაძლიერებლად ცოტა ლიმონის ქერქი გახეხეთ და სასმელს დაუმატეთ. ლიმონის ქერქი რბილობზე უფრო მეტ მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს.

სასმელის დასატკბობად შეგიძლიათ სტევია დაამატოთ.

როგორც კი ერთგვაროვან მასას მიიღებთ, სასმელი მზად იქნება. მიღებული სასმელი მთელ დღეზე გადაანაწილეთ:

  • პატარა ჭიქა დილით, უზმოზე.
  • კიდევ ერთი დილით.
  • ბოლო, შუადღეს.

გასახდომი სასმელი შეგიძლიათ 15 დღის განმავლობაში დალიოთ და ყოველ 2 თვეში გაიმეოროთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.