Connect with us

ჯანმრთელობა

წიწიბურა კეფირით – ყველაზე მარტივი საშუალება 1 თვეში 4 კგ-ს დასაკლებად

წიწიბურა და კეფირი სასარგებლო დიეტური პროდუქტებია ცალ-ცალკე, ხოლო ერთად ფანტასტიკურ შედეგს იძლევა. უმი წიწიბურა კეფირთან ერთად საუკეთესოდ მოქმედებს უზმოზე – წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და ღვიძლის მოქმედებას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში…

ნუ შეგაშინებთ სიტყვა “უმი”. წიწიბურა ამ რეცეპტით უფრო გემრიელი გამოდის, ვიდრე ხარშვის დროს. საგრძნობ ეფექტს მიიღებთ ამ ნარევის ყოველდღიური მიღების 2 კვირის შემდეგ, თუმცა, თუ ამდენ ხანს ვერ გაძლებთ, კვირაში ერთი განტვირთვის დღეც საკმარისია.

საკუთარ თავზე გამოვცადე შემდეგი რეცეპტი:

დღეში ორჯერ – 1 ჭიქა კეფირი + 1 ს.კ. უმი, გარეცხილი წიწიბურა დააყენეთ 8 საათით ოთახის ტემპერატურაზე.

ღამით დილის დოზას ვიმზადებდი და დილით – საღამოსას (ვჭამ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე). ჩემთვის ეს ძალიანაც გემრიელი რამაა. წიწიბურა კარგად სივდება, გემოთი კი არ შეედრება წყალზე დაყენებულ წიწიბურას.

1 თვეში 4 კგ დავიკელი, გაქრა დილის შეშუპებები, დღის განმავლობაში ძალიან კარგად ვჭამდი.

თუ უფრო სერიოზული შედეგების მიღწევა გსურთ და არ გაქვთ უკუჩვენებები, სცადეთ სრულყოფილი წიწიბურისა და კეფირის დიეტა შემდეგნაირად:

წიწიბურას ნუ მოხარშავთ, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ მინიმუმ 12 საათით. მარილი, პილპილი და მსგავსი სანელებლები აკრძალულია.

ასეთი წიწიბურა 5 ულუფად უნდა დაიყოს. პირველი ორი დღის განმავლობაში მიირთმევთ მხოლოდ წიწიბურას, ხოლო მესამე დღეს რაციონში კეფირსაც უმატებთ – მაქსიმუმ 0.5 ლ დღეში. საკვების ბოლო მიღება დაძინებამდე 4 საათი უნდა იყოს. ყველაზე ეფექტურია კეფირი, დალეული ჭამამდე ან მის შემდეგ 30 წუთით ადრე/გვიან.

კეფირისა და წიწიბურის დიეტის თავისებურებები და წესები:

  • კილოგრამები პირველი 5 დღის განმავლობაში დნება. ასე ორგანიზმი ჭარბი სითხისგან თავისუფლდება.
  • მეექვსე დღიდან წონაში კლების პროცესი ნელდება და იწყება ცხიმოვანი ფენების დაშლის პროცესი.
  • წიწიბურა, კეფირთან კომბინაციაში – ესაა ჯაგრისი ნაწლავებისთვის. ეფექტი ძლიერდება, თუ ფაფა მშრალი და ფხვიერია – იგი იწოვს ტოქსინებს და გამოაქვს გარეთ.
  • ასეთი კვება ნებადართულია 7 დღის განმავლობაში.
  • აფთიაქის პოლივიტამინების მიღება დიეტის დროს აუცილებელია.
  • დიეტის გამეორება შეიძლება არანაკლებ 1 თვის შემდეგ.
  • სასარგებლოა მხოლოდ ის კეფირი, რომელიც არაუმეტეს 3 დღისაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ყაბზობას იწვევს.
  • შეარჩიეთ ნაკლებად კალორიული კეფირი, ოღონდ არა სრულად გაუცხიმოვნებული.
  • შაქრის დეფიციტი ასეთი დიეტის დროს შეიძლება იწვევდეს შრომისუნარიანობის დაქვეითებასა და სწრაფ გადარლას. ამიტომ, ცალკეულ შემთხვევებში, მიიღეთ ჭიქა წყალი თაფლით.
  • როცა წიწიბურის დიეტა აუტანლად გაგიჭირდებათ, გაამრავალფეროვნეთ იგი ხილით ან ცოცხლი, დაბალკალორიული იოგურტით.

აღნიშნული დიეტის ეფექტურობა

დიეტის პროცესი, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოდ ჩაივლის. როგორც წესი, არ აღინიშნება განსაკუთრებული დაძაბულობა – სისუსტე, ძლიერი შიმშილი და ა.შ. ეს წიწიბურის მკვებავი თვისებებითაა განპირობებული, რადგან იგი ცილების შემცველობით ხორცს უტოლდება.

დიეტის მთავარი ღირსებაა წონის ეფექტური კლება (2 კვირაში 14 კგ-მდე). რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება, კანისა და თმის მდგომარეობის გაუმჯობესება და ცელულიტების შემცირება.

დიეტის გაძლება – ეს ნახევარი საქმეა. მთავარია, წონა უკან აღარ დაბრუნდეს. დიეტის პროცესში კუჭის ზომა მცირდება და თქვენი დავალებაა, იგი პირვანდელ ზომებს არ დაუბრუნოთ. ანუ:

  • ნუ “მიასკდებით” საკვებს დიეტის შემდეგ;
  • არ შეჭამოთ იმაზე მეტი, ვიდრე გასაძღომად გჭირდებათ;
  • დიეტიდან გამოდით ნელ-ნელა, რათა დაღლილი ორგანიზმი შოკში არ ჩააგდოთ;
  • თანდათან ჩართეთ ბოსტნეული, მოთუშული თევზი, ხილი, მოხარშული ქათამი.

დიეტის უკუჩვენებებია:

  • დიაბეტი
  • მცირე ასაკი
  • ძუძუთი კვება, ფეხმძიმობა
  • მეტეორიზმისკენ მიდრეკილება
  • ჰიპერტონია
  • კუჭ-ნაწლავის დაავადებები
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.