Connect with us

სხვა

წითელი ღვინო დეპრესიისა და შფოთვებისგან გაგათავისუფლებთ!

ბუფალოს და სიუიჩჟოუს სამედიცინო უნივერსიტეტების ერთობლივი კვლევის თანახმად, ღვინის ერთ-ერთი კომპონენტი – რესვერატროლი ძალიან ეფექტურია დეპრესიისა და შფოთვების მკურნალობისთვის.

მისი ეფექტის შესამოწმებლად, თაგვების ჯგუფს კორტიკოსტერონს (ჰორმონი რომელიც სტრესის მიმართ რეაქციის რეგულირებაში გვეხმარება) უკეთებდნენ. როდესაც ხედავდნენ, რომ მღრღნელები სტრესს განიცდიდნენ მათ რესვერატროლის მაღალ დოზას აძლევდნენ, რომლის მეშვეობითაც მათ თავიანთი მდგომარეობის დარეგულირება შეძლეს.

ბუფალოს უნივერსიტეტის, ფარმაციისა და ფარმაცევტიკის სკოლის დოცენტმა და ამ კვლევის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ინ სიუმ განაცხადა, რომ რესტვერატროლი შეიძლება ეფექტური ალტერნატივა აღმოჩნდეს ამ დარღვევების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

კვლევის შედეგები წარმოდგენილი იყო სამედიცინო გამოცემა “Neuropharmacolog”-ში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს კვლევის საწყისი სტადიაა და ექიმის მიერ დანიშნული წამლების ჩანაცვლებას წითელი ღვინით ნუ შეეცდებით!

ექსპერიმენტის დროს, თაგვები 1 კილორამ მასაზე – 10 მილიგრამ რესტვერატროლს იღებდნენ. გამოდის, რომ 90 კილოგრამი წონის მქონე ადამიანმა – 445 ჭიქა ღვინო უნდა დალიოს, რათა ამ კომპონენტის საჭირო რაოდენობა მიიღოს. თუმცა რესტვერატროლის მისაღებად, ღვინის დალევა აუცილებელი არ არის! ნივთიერებას სხვა საკვებიც შეიცავს, მაგალითად: მუქი ფერის კენკრა, თხილი და ნამდვილი შავი შოკოლადი.

ასე რომ, შოკოლადი და წითელი ღვინო – იდეალური კომბინაციაა, როგორც კარგ განწყობაზე დასადგომად, ასევე დაბერების პროცესის შესაჩერებლადაც!