Connect with us

თავის მოვლა

წაისვით თვალების ქვემოთ ეს ნარევი რეგულარულად, რათა ყველას ათიოდე წლით უფრო ახალგაზრდა ეგონოთ

ქუთუთოს და თვალის ქვეშ კანი ძალიან მგრძნობიარე და ნაზია, რომლის აღდგენაც 35 წლის შემდეგ კოლაგენის შემცირების გამო რთულდება. ის „ბატის თათებით“ და პიგმენტური ლაქებით იფარება. თვალების ქვეშ მუქი წრეები და შეშუპება კი პროფესიონალურ მაკიაჟსაც კი გააფუჭებს.

თვალის ირგვლივ კანის მოსავლელად მზა კრემების და ნიღბების გამოყენება კარგი გამოსავალია, თუ შედეგები არ გაშინებთ. რთულია იმის წარმოდგენა, როგორ რეაქცია ექნება კრემს თქვენს სახეზე ან საერთოდ რაიმე შედეგი თუ ექნება. საბედნიეროდ, ალტერნატიული საშუალება არსებობს. ის ბიუჯეტური, ეფექტური საშუალებაა, რომელიც მაცივარში ინახება.

ხაჭო თვალის ირგვლივ კანისთვის

ხაჭოს სარგებლობის შესახებ ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვიცით. მას დიეტის, ასევე ძვლებისა და კუნთების გასაძლიერებლად უნიშნავენ. როგორ შეუძლია ერთ უბრალო ხაჭოს ყველაზე მოშვებული კანის გადარჩენა?

ცილოვანი პროდუქტის შემადგენლობაში მთელი რიგი მკვებავი ნივთიერება შედის, რომელიც სახეს ახალგაზრდობას უბრუნებს. მათ შორის:

მაგნიუმი და D ვიტამინი – კოლაგენის წარმოებას ხელს უწყობს და კანის ელასტიკურობას აღადგენს;

კალციუმი – კანს აბრეშუმის სინაზეს ანიჭებს;

რკინა და B2 ვიტამინი – ატენიანებს, აქერცლისგან იცავს და ფერს ათანაბრებს;

ფოსფორი და A ვიტამინი – შეშუპებას და გაღიზიანებას აქრობს;

C ვიტამინი – ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც კანის ზედაპირს ასაკობრივი ცვლილებისგან იცავს;

PP ვიტამინი – კანს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს.

ხაჭოს ნიღბები ქუთუთოსთვის სახლის პირობეში

ქუთუთოს და თვალის ირგვლივ კანის გასაახალგაზრდავებლად ხაჭოს ძალა გამოიყენეთ. თქვენთვის 5 რეცეპტი მოვამზადეთ, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს: თვალების ქვეშ ჩანთებს აქრობს, კანს არბილებს და ვიტამინებით ავსებს, ნაოჭებს ასწორებს და ლიფტინგის ეფექტს ქმნის.

რეკომენდაცია თვალის ქვეშ ხაჭოს გამოყენების შესახებ:

1. პროცედურისთვის ფერმენტული ხაჭო გამოიყენეთ – ის ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი;

2. პროცედურამდე ერთი დღით ადრე ხაჭოს ერთი წვეთი მაჯაზე დაიწვეთეთ, რომ კანზე მისი რეაქცია შეამოწმოთ. თუ სიწითლე ან გაღიზიანება შენიშნეთ, ნიღბის გამოყენებაზე უარი თქვით.

3. ხაჭოს წასმამდე კანი ტონიკით კარგად გაიწმინდეთ.

4. თვალის ირგვლივ ნაზი კანი რომ არ დააზიანოთ, ხაჭოს კომპრესი მარლით ან ბინტით დაიდეთ.

5. ნარევი ოთახის ტემპერატურის წყლით ან ოხრახუშის, გვირილას ან ცაცხვის ნახარშით ჩამოიბანეთ. ეს საშუალებები შეშუპებას შესანიშნავად აქრობენ.

მარტივი ხაჭოს ნიღაბი თვალის ქვეშ წასასმელად

ნიღაბი შავ წრეებს აქრობს და თვალებს უფრო დასვენებულ იერს ანიჭებს. ეფექტის გასამყარებლად კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთეთ.

1 ჩ/კ თაფლი და 1 ჩ/კ ხაჭო აიღეთ და კრემ-პასტის მსგავსი მასის მიღებამდე აურიეთ. ნარევი ორად გაყავით, თითოეული მარლაში გაახვიეთ. კომპრესი თვალებზე 20 წუთით გაიჩერეთ.

კომპრესი მოიხსენით და თვალები წყლით ან ბალახების ნახარშით ჩამოიბანეთ.

დამჭიმავი ნიღაბი ქუთუთოს კანისთვის სახლის პირობებში

ეს საშუალება შეშუპებას აქრობს, კანს რბილად ათეთრებს, მის ფერს ათანაბრებს და მსუბუქი ლიფტინგის ეფექტი აქვს.

1 ს/კ ხაჭო, 1 ჩ/კ თაფლი, 2-3 დაჭრილი ოხრახუშის ღერო და 50 გრ გახეხილი ნედლი კარტოფილი ერთმანეთს აურიეთ.

ნარევი მარლას წაუსვით და ქუთუთოებზე დაიდეთ. 15 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ.

ხაჭოს ნიღაბი თვალის ირგვლივ კანისთვის პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ

1 ჩ/კ ხაჭო, 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი და 1 ჩ/კ ნაღები აიღეთ. კარგად აურიეთ.

ნარევს მწიკვი კარტოფილის სახამებელი და ფქვილი დაუმატეთ. ნარევი სქელი და წებოვანი უნდა გამოვიდეს. ნარევი სქელ ფენად თვალის ირგვლივ კანზე 15 წუთით წაისვით. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.

დამატენიანებელი ხაჭოს ნიღაბი თვალის ირგვლივ ნაოჭების საწინააღმდეგოდ

2 ს/კ ხაჭო, 1 ს/კ შემთბარი რძე, 1 ჩ/კ თაფლი და 10 წვეთი ზეითუნის ზეთი აურიეთ.

ნარევი თვალების ქვეშ და ქუთუთოებზე წაისვით. 15-20 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ.

თვალის მკვებავი კრემი ხაჭოსა და ცირცელისგან

1 ს/კ ახალი ან გაყინული ცირცელი დაჭყლიტეთ. 1 ს/კ ხაჭო, 1 ჩ/კ თაფლი და კვერცხის გული დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

მზა ნარევი ორად გაყავით და მარლის კომპრესი გააკეთეთ. თვალებზე 20 წუთით გაიჩერეთ.

ჯერ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ კი ცივი წყლით.

როგორც ხედავთ, ასეთი ნიღბების სახლის პირობებში დამზადება საკმაოდ მარტივია, ხოლო ეფექტი ძვირადღირებულ კრემებსა და სალონურ პროცედურებს დაჩრდილავს. აირჩიეთ ნიღაბი და მისი ძალა გამოცადეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.