Connect with us

ჯანმრთელობა

ძმრისა და ნივრის ნაყენი – სისხლძარღვებისთვის, წნევისა და იმუნიტეტისთვის

იმისთვის, რომ სისხლძარღვები გავისუფთავო და წნევა დავირეგულირო, ზოგჯერ სახლში მომზადებულ ნივრისა და ძმრის ნაყენს მივირთმევ.

მომზადების წესი

ვიღებ 0,5 ლიტრ ვაშლის წვენს. ვამატებ 50 გრამ თაფლს და ვურევ. ვასხამ მინის ქილაში. ვაფარებ მარლას და ვდგამ ბნელ ადგილას. 2 თვის შემდეგ ძმარი მზად არის. ძირზე ნალექის გაჩენა ნორმალური მოვლენაა (ძმარი უნდა გაწუროთ, დალექოთ და ისე გადმოასხათ).

შემდეგ, ვიღებთ ნიორს – 1 თავ ნიორს ესაჭიროება 200 მილიგრამი ძმარი (იგულისხმება საშუალო ზომის თავი და არა კბილი). ნიორს ვნაყავთ, ვასხამთ ძმარს, ვაყენებთ 1 კვირით ბნელ და გრილ ადგილას. ვწურავთ, ვამატებთ თაფლს 1:2 თან პროპორციით (ანუ, 1 წილი ძმრისა და ნივრის ნაყენზე – 2 წილი თაფლი). წამალი მზადაა.

1 ჩაის კოვზ ნაზავს, 1 ჭიქა თბილ წყალში ვხსნი და ვსვამ – უზმოზე, დღეში სამჯერ. სამკურნალო კურსი 1 თვე გრძელდება. მორჩენილ წამალს მაცივარში ვინახავ შემდეგ ჯერზე გამოყენებისთვის (კურსის გამეორება 1 თვის შემდეგ შეიძლება).

ეს საშუალება ჰიპერტონიისა და სისხლ-ძარღვების პრობლემებისგან განგკურნავთ. ის ამაღლებს იმუნიტეტს, გამოყავს ტოქსინები და შლაკები, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და აახალგაზრდავებს კანს.

თუმცა, თუ ამ საშუალებით იმკურნალებთ, იცოდეთ, რომ მისი მიღება არ შეიძლება: კუჭის წყლულის, ნაღველში დიდი კენჭების, დიაბეტის, პანკრეატიტისა და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების ქონისას. მისი მიღება სასურველი არაა თუ სისხლი ძნელად დედდება, რადგან მისი მიღება სისხლსაც ათხელებს.

თუ მის მშიერ კუჭზე გამოყენებისას არასასიამოვნო შეგრძნებები გაგიჩნდებათ კუჭში, მაშინ ჭამის შემდეგ დაიწყეთ მისი მიღება.

ნაყენის მომზადება რძითაც შიეძლება. ორი გასუფთავებული ნივრის კბილი გაჭყლიტეთ და დაასხით ჭიქა რძე. მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ ნახევარი საათი, გაწურეთ. დალიეთ ნახევარი ჭიქა დილით და საღამოს, სასურველია კვებმადე ნახევარი საათით ადრე.