Connect with us

ვიდეო

ძლიერი ნიღაბი კანის მგრძნობელობას ამცირებს, კვებავს, ატენიანებს და აახალგაზრდავებს

ეს ნიღაბი მგრძნობიარე კანს წმენდს, ასევე ატენიანებს და აახლებს.

სახის სიწითლე, ქავილი და სიმშრალე მგრძნობიარე კანს მუდმივად ახასიათებს. ასეთ კანს გარე ფაქტორებზე, მათ შორის მზეზე, ქარსა და დაბალ ტენიანობაზე მაღალი მგრძნობელობა აქვს.

ამ პრობლემის მოშორებას სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ, თუ ბუნებრივ ინგრედიენტებს გამოიყენებთ. ამის გაკეთება მარტივია! შინაურული ნიღაბი იდეალურია კანის გამოსაკვებად, ასევე გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად.

ნიღაბი  მრავალფუნქციურია, კანის დატენიანებას ხელს უწყობს და დაბერებას აფერხებს. ძლიერი დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით დაზიანებულ კანს აღადგენს და კანის სტრუქტურას აუმჯობესებს.

ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავების შემცველობის წყალობით დამატენიანებელი ეფექტი გააჩნია. ისინი მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები და კანის და სხეულის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

როგორ წავისვათ ნიღაბი სწორად

უკუჩვენების და გვერდითი რეაქციის გარეშე ნარევი შეგიძლიათ კვირაში ერთხელ სახეზე წაისვათ. გამოყენების წინ სახე ნეიტრალური საპნით დაიბანეთ. ნიღაბი შეიზილეთ, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

გირჩევთ, რომ სახლის პირობებში ავოკადოს, თაფლის და სელის თესლის ნარევი მოამზადოთ. ამ კომბინაციით თქვენი კანი არ გაღიზიანდება და შედეგად ლამაზ და ჯანმრთელ კანს მიიღებთ.

ავოკადო და სელის თესლის ნიღაბი მგრძნობიარე კანისთვის

ინგრედიენტები:

  • ¼ ავოკადო, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბანანი
  • 1 ჩ/კ თაფლი, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაღები ან უბრალოდ იოგურტი
  • 1 ს/კ სელის თესლი

სელის თესლი დააბლენდერეთ, შემდეგ ავოკადო და თაფლი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აურიეთ. ნარევი სუფთა კანზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი ან ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

შედეგს ძალიან სწრაფად დაინახავთ! ნიღაბი მგრძნობიარე კანს იცავს და არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების და ჯანმრთელობის პრობლემის მიმართ უფრო მდგრადს გახდის.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.