Connect with us

ჯანმრთელობა

ძლიერი ნაყენი-ანტიბიოტიკი, რომელიც ყველა ინფექციას კლავს

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, ბუნებრივი ანტიბიოტიკის რეცეპტი, რომელიც პრაქტიკულად ყველა ანთებით პროცესს და ინფექციას კურნავს, ამერიკელმა ექიმმა რიჩარდ შულცემ შეიმუშავა.

სუპერ ტონიკი ეფექტური, ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა. კერძოდ: მცენარეებისა და ბალახების საუკეთესო ნაწილი და თვისება ასეთ ნაყენში შენარჩუნებულია. ნაყენი შეიძლება ძალიან ძლიერი საშუალება იყოს, ამიტომ სიფრთხილით მოიხმარეთ.

იზრუნეთ საკუთარ თავზე, ცხოვრების თითოეული წამი დააფასეთ და ჯანმრთელები იყავით!

ამ გასაოცარი ტონიკის რეცეპტი მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტების მოიცავს. ასე საუკეთესო შედეგის მიღწევას შეძლებთ.

როგორ მოვამზადოთ ეს შესანიშნავი ბუნებრივი ანტიბიოტიკი?

ინგრედიენტები:

  • ნატურალური ვაშლის ძმარი
  • 100 გრ ახალი, მწარე წიწაკა
  • 500 გრ წითელი ხახვი
  • 500 გრ ნიორი
  • 500 გრ პირშუშხა
  • 250 გრ კოჭის ფესვები

მომზადების მეთოდი:

ყველა ინგრედიენტი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. შემდეგ დიდ, მინის ქილაში მოათავსეთ და იმდენი ვაშლის ძმარი დაასხით, რომ ინგრედიენტები სამი თითის დადებაზე დაფაროთ. ქილას თავზე დაახურეთ და შეანღრიეთ.

ბნელ ადგილას, როგორც მინიმუმ 2-6 კვირა შეინახეთ. რაც უფრო დიდხანს შეინახავთ, მით უფრო ძლიერი იქნება. დრო და დრო შენჯღრევა არ დაგავიწყდეთ.

ამის შემდეგ ნაყენი მარლაში ან უჟანგავი ფოლადის საწურში გადაწურეთ. ჭურჭელში დარჩენილი ჩენჩო საწურში გადაიტანეთ და წვენი გამოწურეთ.

ნაყენი მუქი ფერის მინის ბოთლში გადაასხით, რომ სინათლისგან დაიცვათ. გრილ და ბნელ ადგილას შეინახეთ.

დოზირება:

ნაყენი შეგიძლიათ ანთების, გაციების და ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენოთ, რომ იმუნური სისტემა გააძლიეროთ და საჭმლის მომნელებელი სისტემა გააუმჯობესოთ. შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ. 1 ჩ/კ ნაყენი 100 მლ სუფთა წყალში გახსენით. გემოსთვის თაფლი დაუმატეთ.

გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ნელ-ნელა უნდა დალიოთ. ამავდროულად დღის განმავლობაში ბევრი წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ. დაავადების პროფილაქტიკისთვის 1 ჭიქა ნარევის (1 ჩ/კ ნაყენი 100 მლ წყალზე) დალევა საკმარისია. თუ კონკრეტული პრობლემის სამკურნალოდ იყენებთ, დღეში 5-6-ჯერ დალიეთ.

ბუნებრივი ანტიბიოტიკი არანაირ ტოქსინებს არ შეიცავს და ჯანმრთელობისთვის ბევრ უპირატესობას ფლობს, როგორიცაა:

  • ძლიერი მატონიზირებელი საშუალება იმუნურ სისტემას აძლიერებს;
  • მიკრობების საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედება აქვს. ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დროს დაგეხმარებათ და სისხლში ქოლესტერინის დონეს შეამცირებს;
  • სხეულში მჟავე დონეს არეგულირებს;
  • ძლიერი ანტიბაქტერიული, ვირუსის და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ასევე ენერგიის წარმოებას ხელს უწყობს, რაც გონებრივ და კუნთოვან მუშაობას ზრდის;
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას არეგულირებს და გასაოცარი პრობიოტიკური თვისება აქვს.

უკუჩვენება

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადება, ყაბზობა, კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობა, ორსულობა.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.