Connect with us

ჯანმრთელობა

ძლიერი თავის ტკივილები იაფფასიანმა ნაყენმა მომაშორა

როცა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, არ ვიცი რისგან (ძლიერი გადატვირთვის ან ნერვიულობის გამო), მაგრამ ისეთი თავის ტკივილები მაწუხებდა, რომ მუდმივად სუბფებრიული ტემპერატურა (37,2 – 37,4) მქონდა.

რა დიაგნოზი არ დამისვეს: სურდო, მწვავე რესპირატორული ინფექციები, ოსტეოქონდროზი….

ვმკურნალობდი, მაგრამ თავს უკეთ ვერ ვგრძნობდი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვიფიქრე სიმსივნე მქონდა. უამრავი ანალიზი ჩავაბარე – ყველაფერი ნორმაში, მქონდა, დილით ადგომა არ მინდოდა – ტემპერატურა, თავის ტკივილი.

ასე 3-4 თვე გაგრძელდა, სანამ ექთანმა აფთიაქში ელეუტეროკოკის ნაყენის ყიდვა არ მირჩია. ვიფიქრე, თუ არ მიშველის, იმუნიტეტს მაინც გაზრდის და დამამშვიდებს.

ნაყენს ორი კვირა ვსვამდი და სასწაული მოხდა! თავის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა გაქრა.

ნაყენს დღეში 2-ჯერ ვსვამდი, ჯერ 5 წვეთით დავიწყე და 20-მდე გავზარდე (დილით – 5 წვეთი, საღამოს – 6, მეორე დღეს – 7… და 20-მდე), ამის შემდეგ დილა-საღამოს 20 წვეთის მიღება გავაგრძელე.

ელეუტეროკოკი: რას კურნავს და ვისთვის არ შეიძლება

ის დეფიციტურ ჯენშენის კარგი ალტერნატივაა. ელეუტეროკოკი ლეგენდარულ ფესვებს არა მხოლოდ ანაცვლებს, არამედ გარკვეული პარამეტრით აღემატება კიდეც. მაგალითად, რადიაციული ავადმყოფობის დროს.

ელეუტეროკოკი ონკოლოგიური დაავადებების დროს ღირებულია. როგორც მინიმუმ აღმოსავლეთის მკურნალის მ.ვ.გოლიუკომის მიერ შემუშავებულ სამკურნალო კომპლექსში შედის. ის ცოცხალი უკვე აღარაა, მაგრამ მის მეთოდს დღემდე იყენებენ.

ელეუტეროკოკის ნაყენს თავად ვამზადებ – სააფთიაქოს არ ვენდობი. ჩვეულებრივ 5-6 ს/კ ფესვებს 0,5 ლ არაყს ვასხამ და 1 თვეზე ნაკლები დროით ვაყენებ. დანიშნულება განსხვავებულია 30 წვეთიდან 1 ჩ/კ-მდე დღეში 3-ჯერ – აუცილებლად კომპლექსურად და შესვენებებით.

ელეუტეროკოკი ერთ-ერთი საუკეთესო ანტიტოქსიკური საშუალებაა სამედიცინო ციკლოფოსფანის, ტიოფოსფამიდის, სარკოლიზინის და რიგი სხვა ციტოსტატიკების გამოყენების (მათ სამკურნალო თვისებას არ ამცირებს) დროს.

ელეუტეროკოკი კურნავს დარღვეულ ნერვულ სისტემას შემცირებული შრომისუნარიანობით და გადაღლილობით, ნერვიულობას, უძილობას, გაღიზიანებას, ანგიოსპაზმმებს, ფუნქციური ხასიათის არითმიას და ჰიპოტონიას, ათეროსკლეროზის საწყის ფორმას და შაქრიანი დიაბეტის მსუბუქ ფორმას.

ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ელეუტეროკოკის ფოთლების პრეპარატები უფრო ეფექტურია, ვიდრე ფესვები. ასევე ნაყენს ამზადებენ: 50 გრ გამომშრალ ფოთლებს 0,5 ლ არაყი დაასხით, ბნელ ადგილას მინიმუმ 15 დღე დააყენეთ. დღეში 3-ჯერ 20-40 წვეთი მიიღეთ. მკურნალობის კურსი 25-30 დღე, შემდეგ შესვენება აუცილებელია.

უკუჩვენება

ელეუტეროკოკს სერიოზული უკუჩვენება აქვს. ასეთ დროს სჯობს არ გამოიყენოთ.

ელეუტეროკოკი მიოკარდული ინფარქტის დროს უკუჩვენებულია.

მისი მიღება უკუჩვენებულია ჰიპერტონიკებისთვის. ერთჯერადმა მიღებამაც კი წნევის  სწრაფი ზრდა გამოიწვიოს.

უკუჩვენებულია ფსიქიკური შფოთვის, ვეგეტატიურ სისხლძარღვთა დისტონიის და დიენფალური პაროქსიზმის გარკვეულ მდგომარეობაში.

მწვავე ინფექციური დაავადების დროს მისი მიღება უკუჩვენებულია. ინფექციური ენცეფალიტის (პირადი დაკვირვება) დროს დაავადებულის მდგომარეობა გაუარესდა და მის მიმართ სრული აუტანლობა დაფიქსირდა.

ელეუტეროკოკის ფესვების ნაყენის გამოყენება ზაფხულის ცხელ დღეებში არ შეიძლება. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.