Connect with us

თავის მოვლა

ძვირადღირებულ კრემებს აღარ ვყიდულობ – თვალების ქვეშ „ჩანთების“ არსებობა დამავიწყდა

ჯერ კიდევ ბავშვობაში ვაკვირდებოდი ბებიას, რომელიც კიტრის კანით სახეს და ყელს იწმენდდა, ქუთუთოებისთვის კი დამატენიანებელ კომპრესებს იკეთებდა. თამაშით მის ყველა მოქმედებას ვიმეორებდი და ვერ წარმოვიდგენდი, თუ რა ღირებულ გამოცდილებას ვიღებდი.

ადრე კოსმეტოლოგის პროფესია არც თუ ისე პოპულარული იყო: ფილერის, ბოტოქსის და სხვა პროფესიული საშუალების შესახებ არც კი იცოდნენ, ამიტომ ქალები ასაკობრივ ცვლილებებს ხალხური მეთოდებით ებრძოდნენ.

ღირებული გამოცდილება თქვენც გამოცადეთ და სახის მოსავლელად ხალხურ მეთოდებს მიმართეთ. განსაკუთრებული ყურადღება თვალების ქვეშ ნაზ კანს დაუთმეთ, რომელსაც სიმშრალისკენ, „ჩანთებისა“ და სილურჯეების წარმოქმნისკენ მიდრეკილება აქვს.

ეს დელიკატური ზონა ასაკს, უძილობას, მორიგი სამუშაო სტრესს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ააშკარავებს.

როგორ მოვუაროთ თვალის ირგვლივ კანს

კარტოფილი

ნედლ კარტოფილს გამაღიავებელი და დამატენიანებელი მოქმედება აქვს, ამიტომ გაგრილებული კარტოფილის ნაჭრები თვალების ქვეშ მუქ წრეებს და პირველ ნაოჭებს გაუმკლავდება. სუფთა კარტოფილი 1,5 სმ სისქის ნახევარ რგოლებად დაჭერით და მაცივარში 10 წუთით შედგით. შემდეგ კი თვალების ქვეშ 15 წუთით გაიჩერეთ.

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს გამოდევნის და ასე თვალის შეშუპებას გააქრობს. პრობლემური შეშუპების გასამკლავებლად ყოველდღე 2 ჭიქა არომატული სასმელი დალიეთ.  გაგრილებული ჩაის პაკეტით თვალის შესანიშნავი კომპრესი გამოვა.

ვაშლი

ვაშლს გასაოცარი თვისებები გააჩნია: ის დაძაბული დღის შემდეგ სახის კუნთებს ადუნებს. კვირაში 3-ჯერ სახესა და თვალის ირგვლივ კანზე გახეხილი ვაშლის და შვრიის ფანტელების ნარევი წაისვით. სასარგებლო ეფექტის მისაღებად ნიღაბი 15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ძროხის ან თხის რძე

ხედვის გაჯანსაღების მიზნით 2 ბამბის დისკი გაგრილებულ რძეში გაჟღინთეთ და თვალებზე 15 წუთით დაიდეთ. რძე კანს ატენიანებს და მას ძვირადღირებულ კრემზე ნაკლებად არ გამოკვებავს.

თვალის ირგვლივ თხელი ქსოვილები განსაკუთრებულ, ნაზ მოპყრობას და მუდმივად მოვლას საჭიროებენ. თუ თვალების ირგვლივ შეშუპება მუდმივად გაწუხებთ, ყურადღება ჯანმრთელობას, ძილის რაოდენობას და კვების სისტემას მიაქციეთ.

სახის მოსავლელად ბუნებრივი საშუალებების გამოყენება მარტივია. მაცივარში ზემოთ მოცემული საშუალებებიდან ერთ-ერთს ყოველთვის იპოვით.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.