Connect with us

კულინარია

ძალიან მოცულობითი და ფაფუკი ბლინები კვერცხის გარეშე. ცივიც კი უგემრიელესია

ბევრ დიასახლისს ეჭვიც არ ეპარება, რომ ოლადების მომზადება კვერცხის დამატების გარეშე შესაძლებელია, რომელიც თავისი მოცულობით ჩვეულებრივ ოლადებს არაფრით ჩამოუვარდება.

კეფირზე მომზადებული ოლადები კვერცხის გარეშე ბუმბულივით რბილი და ფაფუკი გამოვა. გარეგნულად და გემოთი საფუარზე მომზადებულს ჰგავს, მაგრამ ბევრად უფრო სწრაფად მზადდება. მარხვის დროს საუზმეზე შესანიშნავი ვარიანტია.

მოცულობითი ოლადები კვერცხის გარეშე

ინგრედიენტები:

  • 250 მლ კეფირი
  • 200 გრ ფქვილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • ½ ჩ/კ სოდა
  • მწიკვი მარილი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება:

1. თასში თბილი კეფირი ჩაასხით. მარილი და სოდა დაუმატეთ.

2. შაქარი დაუმატეთ, შემდეგ თანდათანობით გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და სათქვეფელათი სქელი, წელვადი ცომი მოზილეთ.

3. ცომი 5 წუთით გააჩერეთ. ამ დროში ტაფაზე ზეთი გააცხელეთ.

4. ტაფაზე ზუსტად ერთი სუფრის კოვზი ცომი დაასხით და საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან ოქროსფერის მიღებამდე შეწვით.

5. ძალიან ფაფუკი ოლადები მზადაა. ერთი ჭიქა კეფირიდან ძალიან ბევრი ოლადი გამოვა. რეცეპტში კვერცხის არ არსებობის გამო, ოლადები მეორე დღესაც ფაფუკი და მოცულობითი იქნება.

6. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.