Connect with us

სხვა

ცხოვრების 14 წესი იაპონელი ექიმისგან, რომელმაც 105 წელი იცოცხლა

იაპონელმა მწერალმა შიგეაკი ხინოხარამ ასზე მეტი წიგნი დაწერა, ერთ-ერთ მათგანს კი “იცხოვრე დიდხანს, იცხოვრე კარგად” ეწოდება. მან დაარსა “ხანში შესულთა ახალი მოძრაობა”, რომელიც ადამიანებს ბედნიერებისა და ხანგრძლივი სიცოცლის მოპოვებაში ეხმარება.

ხინოხარა 2017 წელს, 105 წლის ასაკში გარდაიცვალა. უკანასკნელ დღეებამდე ის ცხოვრების აქტიური წესით ცხოვრობდა და კლინიკაში მუშაობდა. ექიმმა რამდენიმე საინტერესო ცხოვრებისეული რჩევა დაგვიტოვა, იმის შესახებ თუ როგორ ვიცხოვროთ დიდხანს და ბედნიერად!

1. იპოვეთ თქვენთვის მისაბაძი ადამიანი

ხინოხარასთვის ასეთი მაგალითი მამამისი იყო. ის თვლიდა, რომ ყოველ ადამიანს ჭირდება ის ვისგანაც მაგალითს აიღებს. ყოველ ჯერზე როდესაც ექიმის ცხოვრებაში პრობლემა ჩნდებოდა, ის იწყებდა ფიქრს, თუ როგორ მოიქცეოდა მამამისი ასეთ შემთხვევაში.

2. მოუყევით სხვებს იმის შესახებ რაც იცით

ყოველ წელს ექიმი ხინოხარა იაპონიაში მოგზაურობდა და დასაქმებულებსა და სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა, აძლევდა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ რჩევებს. წელიწადში ის 150 ლექციას ატარებდა და მაშინაც კი როდესაც უკვე ასაკში იყო, ლექციის ჩატარებისას ფეხზე იდგა.

3. საკუთარი თავის განსაკურნად მეცნიერებაზე მეტია საჭირო!

ადამიანები ერთმანეთს არ გვანან, ყოველი ჩვენგანი განსაკუთრებულია და ექიმი ხინოხარა თვლიდა, რომ ჩვენ განკურნება ხელოვნებისგანაც შეგვიძლია.

4. ტკივილი – საიდუმლოა

თუ ტკივილისგან გათავისუფლება გსურთ, დაკავდით საქმით რომელიც სიამოვნებას განიჭებვთ. ჩართეთ საყვარელი მუსიკა ან ეთამაშეთ ძაღლს. ხინოხარას ჯეროდა, რომ ბედნიერებასა და სიამოვნებაში გატარებული დრო – ტკივილს ახშობს.

5. მიირთვით ჯანმრთელი საკვები

ყოველ დილით ექიმი ყავას, ფორთოხლის წვენსა და ცოტაოდენ ზეითუნის ზეთს სვამდა. დღის მეორე ნახევარში კი რძესა და ორცხობილას მიირთმევდა. ვახშამი თევზის, ბოსტნეულისა და ცოტაოდენი ბრინჯისგან შედგებოდა. მას წესად ჰქონდა, კვირაში ორჯერ მჭლე ხორცის მირთმევა.

6. იმდენ ხანს იმუშავეთ რამდენ ხანსაც გსურთ

თუ ნამდვილად ჩართული ხართ მუშაობაში და ის გაბედნიერებთ, პენსიაზე გასვლას ნუ იჩქარებთ. განაგრძეთ მუშაობა იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გსურთ!

7. ნუ მისცემთ ფულს უფლებას თქვენს ერთადერთ მიზნად იქცეს

რა თქმა უნდა ფული ყველას გვჭირდება, მაგრამ სიკვდილის შემდეგ ის ჩვენ აღარ დაგვჭირდება. ნუ მისცემთ ფულს უფლებას თქვენს ერთადერთ ცხოვრებისეულ მიზნად იქცეს.

8. ეცადეთ ახვიდეთ კიბეზე და დაივიწყოთ ლიფტი

104 წლის ასაკშიც კი, ექიმი ხინოხარა კიბით სარგებლობდა. თუ თქვენი ბინა ან ოფისი 60-ე სართულზე არ არის და გაცილებით ქვედა სართულზეა – აჯობებს კიბით იაროთ და არა ლიფტით.

9. იპოვეთ ის, რაც შთაგაგონებთ

ყველას უჩნდება პრობლემა მოტივაციასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში ეცადეთ იპოვოთ ის ადამიანი ან ნივთი რომელიც შთაგაგონებთ განაგრძოთ წინსვლა და აქტიურად იმუშაოთ მიზნის მიღწევაზე. იპოვეთ თქვენი შთაგონების წყარო!

10. განაგრძეთ ექიმისთვის კითხვების დასმა მანამ, სანამ სწორ პასუხებს არ იპოვით

ეცადეთ თავად იპოვოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო ჯანმრთელობის საკითხებზე. გახსოვდეთ რომ მიუხედავად განათლებისა, ექიმებიც ხშირად ცდებიან, ამიტომ მათთვის კითხვების დასმა იქამდე განაგრძეთ სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ. ჩაატარეთ კვლევები და ნი მოგერიდებათ სხვა ადამიანების აზრის გაგება, ეს ყველაფერი სწორი დასკვნების გაკეთებაში დაგეხმარებათ.

11. თქვენ არ შეიგიძლიათ იცოდეთ თუ რა მოხდება მომავალში, ასე, რომ ნუ იდარდებთ როდესა სიტუაციზე კონტროლს კარგავთ

როდესაც ხინოხარა 79 წლის იყო, ის ტყვედ ჩავარდა და მან სავარძელზე დაბმულმა რამდენიმე დღე სიცხეში გაატარა. ის გაკვირვებული იყო, თუ როგორ გაუძლო ამ წამებას.

12. ეცადეთ რაც შეიძლება საუკეთესოდ გაატაროთ თავისუფალი დრო

მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა ხინოხარა ნებისმიერ თავისუფალ წუთს იყენებდა იმისთვის, რომ ტავი ბედნიერად ეგრძნო. ეცადეთ სიამოვნება მიიღოთ დასვენების ნებისმიერ წამისგან.

13. რაც უფრო ბედნიერი ხართ, მით უფრო მეტ შინაგან ენერგიას გრძნობთ

გაიხსენეთ ბავშვობის წლები და ეცადეთ იმ დროში დაბრუნდეთ, როდესაც ცხოვრება ნამდვილ სიხარულს განიჭებდათ. რაც უფრო ბედნიერად და მხირულად ატარებთ დროს, მით უფრო ენერგიულად გრძნობთ ტავს. ბედნიერება და პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ ჯანმრთელად დარცენასა და ენერგიით ავსებაში!

14. შეადგინეთ გეგმა

იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ უნდა იცოდეთ თუ როგორ აპირებთ ამის გაკეთებას. ექიმი ხინოხარა 104 წლის ასაკში 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე წასვლას გეგმავდა.