Connect with us

ჯანმრთელობა

ცხელი მარილი – ძლიერი საშუალება საშვილოსნოს ყელის, ბრონქიტის და სურდოს სამკურნალოდ

გაცხელებული მარილი ძალიან ბევრი დაავადების დამარცხებაში დაგეხმარებათ. მშრალი სითბო გაჭინაურებულ სურდოს ან ალერგიას მოგაშორებთ.

მარილიანი კომპრესი სურდოს, განსაკუთრებით ძლიერი ხველის და ყელის ტკივილის, დროს გამოჯანმრთელების პროცესს დააჩქარებს. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად მაღალი ხარისხის მარილი გამოიყენეთ, მაგალითად ზღვის ან ჰიმალაის მარილი.

მნიშვნელოვანია, რომ მარილი დაუმუშავებელი და ყოველგვარი დანამატის გარეშე იყოს.

მარილის ამ სახეობების მთავარი უპირატესობაა მათ შემადგენლობაში სასარგებლო მინერალების დიდი რაოდენობაა, რომელთა ნაწილი ეპიდერმისის ზედა ფენებში ხვდება და ჭარბ სითხეს შთანთქავს.

მარილიანი კომპრესის მოსამზადებლად, საჭირო რაოდენობის მარილი ტაფაზე დაყარეთ და დაბალ ცეცხლზე მოსათმენ ტემპერატურამდე გააცხელეთ.

გაცხელებული მარილი მარლის ქისაში ან საბავშვო, თხელ ბამბის წინდაში ჩაყარეთ.

მარილიანი კომპრესი პრობლემურ ადგილას 15-20 წუთით დაიდეთ. კომპრესმა კანი არ უნდა დაგწვათ. თუ ძალიან ცხელია, რამდენიმე წუთით მარილის გაგრილებას დაელოდეთ. სითბოთი მკურნალობა ყოველდღე გაიმეორეთ.

პროცედურის ეფექტურობის გასაზრდელად ყურადღება მიაქციეთ, რომ ოთახში ჰაერი იყოს თბილი, მაგრამ არა მშრალი. მნიშვნელოვანია, რომ ორპირი ქარი არ დაუშვათ.

მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყენეთ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ბრონქიტი, სინუსიტი, საშვილოსნოს ყელის ტკივილი, მენსტრუაციული ან კბილის ტკივილი, ზურგის ან ყელის ტკივილი,

ამ მეთოდს თავისი უკუჩვენება აქვს:

  • ჩირქოვანი ჰაიმორიტი
  • ლიმფური კვანძების ანთება
  • ტემპერატურა
  • მაღალი არტერიული წნევა

გახურებულ მარილს იყენებთ? რა შემთხვევაში? თქვენმა ახლობლებმა ამ მეთოდის შესახებ იციან? ეს ინფორმაცია აუცილებლად გაუზიარეთ.