Connect with us

თავის მოვლა

ცელულიტებს ვერაფრით ვუმკლავდებოდი. ამ საშუალებისთვის დღემდე მეგობარს ვემადლიერები.

ასაკის მატების პარალელურად საკმაოდ ხშირია ქალბატონებში ისეთი უსიამოვნო მოვლენა, როგორც ცელულიტების გაჩენაა. მოცემული პრობლემა პირადად მაწუხებდა, რაც ჩემს თვითშეფასებას საგრძნობლად ადაბლებდა და განწყობას მიფუჭებდა. მრავალი კოსმეტიკური კრემის გამოყენების მიუხედავად, სასურველ შედეგს ვერაფრით ვაღწევდი. მოგვიანებით, მეგობარმა ერთი გასაოცარი საშუალების შესახებ მიამბო და მისი გამოყენება მირჩია. არაფერს ვკარგავდი, გადავწყვიტე საკუთარ თავზე კიდევ ერთი საშუალების ეფექტი გამომეცადა. ხანმოკლე დროში მიღებული შედეგით იმდენად კმაყოფილი ვიყავი, რომ დღემდე ჩემი მეგობრის მადლიერი ვარ. დღევანდელ სტატიაში მსურს, სწორედ ამ საშუალების შესახებ გესაუბროდ. იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის ისეთივე სასარგებლო აღმოჩნდება, როგორც ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის.

თუ ცელილიტებისგან გათავისუფლება გსურთ, პრობლემას აუცილებლად კომპლექსურად უნდა მიუდგეთ. რამდენიმე მარტივი ნაბიჯი სავსებით საკმარისია სასურველი შედეგის მისაღწევად.

სხეულის პრობლემური მონაკვეთის მასაჟირება საკუთარი ხელით, ფიზიკური აქტივობა, კვება და გრეიფრუტის ეთერზეთი – ყველაფერი, რაც მოცემული პრობლემისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. თუ ამ რეკომენდაციებს დაიცავთ, მინიმალური დროში და მინიმალური ძალისხმევით შეძლებთ ცელულიტების მოშორებას.

ყოველთვის, როდესაც საქმე გარეგნობასა და სილამაზეს ეხება, არჩვანს სწორედ ნატურალურ პროდუქტებზე ვაჩერებ, რადგან განსხვავებით მაღაზიების დახლებზე შემოთავაზებული კოსმეტიკური პროდუქციისგან, ასეთი საშუალებები გაცილებით ეფექტური, თანაც იაფი და ხელმისაწვდომია.

როგორ მოვიშოროთ ცელულიტები

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ზეითუნის ზეთი – 50 მლ
  • გრეიფრუტის ეთერზეთი – 20 წვეთი

ინსტრუქცია:

შეურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში. ყოველ საღამოს, დაძინების წინ ნელი წრიული, მასაჟური მოძრაობებით კარგად შეიზილეთ ეს ნარევი კანის პრობლემურ მონაკვეთებზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ მთელი ღამით. თუ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, მინიმალურ დროში სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იქნება.

მოცემული საშუალება აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას ქსოვილებისთვის, სტიმულირებს მათი რეგენერაციის პროცესს, არაჩვეულებრივად ატენიანებს კანს და ეფექტურად გვაშორებს ცელულიტებს.

როგორც უკვე გითხარით, გრეიფრუტის ეთერზეთისა და ზეითუნის ზეთის ნარევი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და მისი ეფექტი ეჭვგარეშეა! სანამ პრობლემა გაცილებით რთულ ფორმას შეიძენდეს, შეუდექით საკუთარ თავზე ზრუნვას. გამოიყენეთ ეს საშუალება და პირობას გაძლევთ, იმედები არ გაგიცრუვდებათ.

ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.