Connect with us

ჰოროსკოპი

ჩინური ნიშანი თეთრი ხარი ჩვენი ცხოვრების შეცვლას 17 დეკემბრიდან დაიწყებს

დრო მოძრავია ისევე, როგორც ენერგია. სწორედ ამიტომ, ძნელია ერთ მომენტზე საუბარი, როცა ახალი წელი მთელი ძალით შემოვა. ეს თანდათანობით ხდება, თუმცა გარკვეული საწყისი წერტილები არსებობს.

ახალი ქარი 2020 წლის 17 დეკემბრიდან დაუბერავს. ამ დროს, ინის დაღმავალი ენერგია იანის აღმავალი ენერგიით შეიცვლება.

ტალღების შეცვლის თარიღი ჩინური პროგნოზების ტექნიკით ცი მენ დუნ ცზიას მიხედვით არის გამოთვლილი. ამ მომენტიდან ახალი წლის ენერგია თანდათანობით წარმოიქმნება, გაიზრდება და ძალებს მოიკრეფს.

დეკემბერის ბოლოს ყურადღებით უნდა დააკვირდეთ, თუ რა ხდება ირგვლივ. მგრძნობიარე ხალხი სხვებზე ადრე იგრძნობენ ახალი დროის სუნთქვას და ეტაპობრივ ცვლილებებს.

შემდეგი ეტაპია 2021 წლის იანვარი. ეს მიწის ტოტის ჩოუს ან ხარის თვეა. 2021 წელი ხარის წელია. სწორედ ამიტომ, იანვარში წლის მიწის ტოტი მთელი ძალით შემოვა და ჩინური კალენდრით წლის დაწყებას არ დაელოდება.  ინის გავლენას ჩვენს ცხოვრებაში ნათლად ვიგრძნობთ.

ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია 2021 წლის 3 თებერვალი. გაზაფხულის და ჩინური მზის კალენდრით ახალი წლის დასაწყისი. ამ დროს ბუნება იღვიძებს და მიწის დონეზე ყველაზე ინერტული და ყველაზე ნელი ენერგია ცოცხლდება. ჩინურ მეტაფიზიკაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია.

სწორედ ამ დროს, 3-5 თებერვალს მოხდება კარდინალური ცვლილებები და დედამიწის ენერგიის არამატერიალური ძალების მოძრაობა, რომლებიც გათვალისწინებულია ისეთ პრაქტიკებში, როგორიცაა ბა ცზი და ფენშუი.

ამ დროისთვის სასურველია გადაწყვიტოთ, თუ პირადად თქვენ რას მოგიტანთ ახალი წლის ენერგია, მოქმედების ტაქტიკა შეიმუშაოთ და ფენ შუის მიხედვით სახლში ცვლილებები შეიტანოთ.

ოფიციალური ჩინური ახალი წელი მოძრავია. ის ცოტა მოგვიანებით დადგება. საქმე იმაშია, რომ ჩინელები მთვარის კალენდრის მიხედვით დღესასწაულობენ და მის დასაწყისად ზამთრის მზის დაბნელების შემდეგ მეორე ახალი მთვარე ითვლება.

ამ წელს ეს 2021 წელის 12 თებერვალია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. 5 მარტს სინ მაოს თვის დადგომასთან ერთად ციური მაგისტრალის ენერგია – ინური მეტალი სინი მთელი ძალით შემოვა. ამ დროს (3 აპრილამდე) თითოეული ჩვენგანი იგრძნობს, თუ რას მოუტანს ციური ენერგია ახალ წელს. და თეთრი ხარის ან სინ ჩოუს ენერგია ჩვენს ცხოვრებაში მთელი ძალით შემოვა.