Connect with us

ჯანმრთელობა

ჩემი სხეული ყოველთვის იდეალურად სუფთა რომ იყო, წიდებისა და ტოქსინების მოსაშორებლად ამ ნარევს ვსვამ

ცხოვრება არ ნიშნავს, იყო მხოლოდ ცოცხალი. მნიშვნელოვანია, თავი ვიგრძნოთ ყოველთვის მხნედ, ენერგიულად და, რაც მთავარია, ჯანმრთელად. ტყეში სეირნობა, სწორი კვება და ნორმალური დღის რეჟიმის დაცვის ფუფუნება ყველას არ აქვს. დიდი ქალაქების ქაოსში ადამიანს ზოგჯერ სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი საერთოდ ავიწყდება.

სამწუხაროდ, თანამედროვე ქალაქების კომფორტული პირობების შედეგი გახდა ბინძური წყალი, ცუდი ჰაერი, საოფისე ტექნიკა, ნერვული სამუშაო, პესტიციდები, ნიტრატები და ჰორმონებით სავსე პროდუქტი. ყველაფერი ეს ორგანიზმში გროვდება და ორგანოებს ნორმალურად ფუნქციონირებაში ხელს უშლის, განწყობას და გარეგნულ მხარეს აუარესებს და დაავადებების განვითარებას იწვევს. სწორედ ამიტომ, დრო და დრო დაგროვებული მავნე ნივთიერებები უნდა მოიშოროთ.

ტოქსინების გაწმენდის დროს ორგანიზმიდან გამოდის ბალასტური ნივთიერება, მარილები, მძიმე ლითონები და რადიონუკლიდები. დღეს, თქვენთვის რამდენიმე გამოცდილი მეთოდი შევარჩიეთ, რომელიც ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინებისგან

1. ბაყაყურა

ბაყაყურას ჯერ კიდევ ავიცენა მოიხსენიებდა, როგორც მოწამვლის და გველის შხამის საწინააღმდეგო საშუალებას. დღეში 4 ჩ/კ დაქუცმაცებული ბაყაყურას მიღება საკმარისია. შეგიძლიათ საკვებს დაუმატოთ ან უბრალოდ თბილი წყალი დაასხათ.

2. ჩიას თესლი

ჩიას თესლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასახდომი პროდუქტია. ღამით 2 ს/კ ჩიას თესლს 1 ჭიქა წყალი დაასხით, დილით თაფლი და ლიმონის წვენი გემოვნებით დაუმატეთ. მიირთვით ხილთან ერთად, როგორც პუდინგი ან დალიეთ, როგორც კისელი. თავს ნოყიერად იგრძნობთ, საჭმლის მონელება გაუმჯობესდება და წიდებსა და ტოქსინებს მოიშორებთ.

3. სორბენტი

ორგანიზმის გამწმენდ პროდუქტების სიაში სორბენტი აუცილებლად უნდა შედიოდეს. სტერეოტიპების მიუხედავად, ენტერსორბენტების მიღება არა მხოლოდ ნაწლავური ინფექციის დროს შეიძლება. აქტივირებული ნახშირი, სილიკონის დიოქსიდი, მაგნეზია (მაგნიუმის სულფატი), „ენტეროსგელი“, „პოლისორბი“ რბილად მოქმედებს და ნაწლავებს პათოგენური ნივთიერებებისგან წმენდს. ეს მედიკამენტები ალერგიის, კანის დაავადების და ნაბახუსევის ნიშნებს ამცირებს და წონაში ბევრად უფრო ეფექტურად დაიკლებთ.

4. აბაზანა და საუნა

აბაზანასა და საუნაში სხეული კარგად გაოფლიანდება და ორგანიზმიდან ტოქსინები ბუნებრივი გზით, ფორებიდან გამოვა. ყველა, ვინც საუნაში ერთხელ მაინც არის ნამყოფი, განწყობის გაუმჯობესებას და სხეულის სიმსუბუქეს აღნიშნავს. გულის და წნევის პრობლემების მქონე ადამიანები ამ მეთოდის გამოყენების დროს ფრთხილად უნდა იყვნენ და უპირატესობა მშრალ ორთქლის ოთახს უნდა მიანიჭონ.

5. სუფთა წყალი

დღის განმავლობაში სუფთა წყლის დალევის მნიშვნელობა ხშირად გვავიწყდება. ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების სწრაფად გამოსადევნად სპეციალისტები დღეში 8 ჭიქა წყლის მიღებას გირჩევენ. შეგიძლიათ გამწმენდი კოქტეილი მოამზადოთ. 4 ლ სასმელ წყალს 2 ს/კ ნატურალური ვაშლის ძმარი დაუმატეთ და აურიეთ. ყოველი დილა ამ სასმელით დაიწყეთ, თუ კუჭის პრობლემები ან სხვა უკუჩვენება არ გაქვთ.

6. სელის და გოგრის თესლების ზეთი

სელის და გოგრის თესლების ზეთი ორგანიზმს საჭირო რაოდენობის ცხიმის დამშლელ ვიტამინებს აწვდის. ისინი უჯრედების მემბრანის ნორმალურ მუშაობს აღადგენს და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. და რაც მთავარია, იმუნურ სისტემას აძლიერებენ, ღვიძლის მუშაობას აუმჯობსებენ და ყველა ნარჩენის გამოდევნას ხელს უწყობენ. სელის და გოგრის თესლების ზეთი დღეში 3-ჯერ 1 ჩაის კოვზობით მიიღეთ. შეგიძლიათ ერთდროულად მიიღოთ.

7. შიმშილობა

სხეულიდან ტოქსინების გამოდევნის უძველესი მეთოდი, რომელიც ბუნებამ მოგვანიჭა. მუდმივად რაღაცის ღეჭვას იმდენად მიჩვეული ვართ, რომ საკვების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. ამასთან მიღებული პროდუქტების უმეტესობაა რაფინირებული შაქარი, პურ-ცომეულის პროდუქტი და „მკვდარი“ თერმული დამუშავების საკვები. ორგანიზმი იმდენად იტვირთება, რომ წმენდის პროცესს ვეღარ ასრულებს.

სცადეთ 1 დღის განმავლობაში არაფერი შეჭამოთ და ძალიან მალე შიმშილის გრძნობა გაქრება. მოგვიანებით შეამჩნევთ, რომ უკვე მცირე პორციები გაკმაყოფილებთ. ამასთან დღეში მინიმუმ 2 ლ წყალი დალიეთ. შიმშილობის გადატანა უფრო მარტივია, ვიდრე დიეტის დაცვა, რომლის დროსაც მუდმივად რაღაცის ჭამის სურვილი გვაქვს.

„ბინძური“ ორგანიზმი და კარგი იმუნიტეტი ორი ურთიერთ შეუთავსებელი ცნებაა. პირველ რიგში, თქვენი რაციონიდან „ნაგავი“ მოაშორეთ: შოკოლადი, საფუარის ცომი, ალკოჰოლი, კონსერვები, შაქარი, თეთრი ფქვილი და გადამუშავებული საკვები, შემდეგ კი გაწმენდას შეუდექით.