Connect with us

ვიდეო

ჩაი, რომელიც ესტროგენის დონეს და წნევას არეგულირებს, 45 წელს ზემოთ ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ეს მცენარე სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის თერაპიული მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ჰიბიკუსი უძველესი დროიდან ხალხურ მედიცინაში გამოიყენება. ძირითადად, ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდისთვის იყენებენ. ის ნივთიერებათა ცვლას სტიმულირებს, სუსტი საფაღარათო და შარდმდენი მოქმედება აქვს, შეშუპებას აფერხებს.

მისი ფოთლებისა და ყვავილებისგან გამაჯანსაღებელ და აღმაფრთოვანებელ ჩაის ამზადებენ, თუმცა ეს ლამაზი ყვავილი ჯანმრთელობისთვის უფრო მეტ სარგებელს შეიცავს.

უდაოდ, ჰიბიკუსი ბუნების სასწაულია, რომლის შესახებ უნდა იცოდოთ და გამოცადოთ.

ბოლო დროს, სამკურნალო და სასარგებლო თვისებების გამო სამკურნალო მცენარეების გამრავლების მიმართ ინტერესი მკვეთრად იზრდება.

ქიმიური მახასიათებლები

კვლევების შედეგებით ცნობილია, რომ მცენარეში შემავალი ფიტოქიმიური ნივთიერებები შეგვიძლია მედიცინასა და ფარმაცევტულ სფეროში გამოვიყენოთ.

ყვავილის ქიმიურმა ანალიზმა ფიტოსტეროლების მაღალი დონე აჩვენა. ეს ბუნებრივი ნივთიერება ადამიანის ორგანიზმზე ძალიან დადებით გავლენას ახდენს. ის დიდი რაოდენობით ფლავონოიდებს, ნახშირწყლებს და გლიკოზიდებს შეიცავს.

ყვავილი მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ისეთ მინერალებს, როგორიცაა რკინა (88 მგ/100მგ), კალციუმი (1,28%), სელენი (0,09 მგ/კგ), მაგნიუმი (442 მგ/100 გრ) და სხვა.

ჩაის სამკურნალო თვისებები

ხალხურ მედიცინაში აღიარებულია ყვავილის დადებითი თერაპიული მოქმედება მცირე გვერდითი ეფექტებით. კვლევის შედეგებით აღმოაჩინეს, რომ ჩაიმ შეიძლება ჰიპერტონია განკურნოს. თავისი ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით შარდმდენი მოქმედება გააჩნია.

ის საფაღარათო საშუალებად და ყაბზობის სამკურნალოდ გამოიყენება. მისი ყვავილებით და ნაყოფით ბრონქიტის და ხველის შემამსუბუქებელ ფარმაცევტულ ნაყენს ამზადებენ.

ნერვული დაავადების დროს ყავის შემცველელ საშუალებად ამ ყვავილის ჩაი რეკომენდებულია. ჩაი შეგიძლიათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ჰეპატიტის და არტერიების კალციფიკაციის დროს მიიღოთ.

ანალოგიური მეთოდით აღმოაჩინეს, რომ ამ ყვავილების ჩაის ანტიმიკრობული თვისებები გააჩნია. მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე საშუალება.

კვლევამ აჩვენა, რომ ამ ყვავილების ჩაიმ ცუდი ქოლესტერინის დონე შეიძლება შეამციროს. ითვლება, რომ სწორედ პიგმენტი, რომელიც ჩაის დამახასიათებელ წითელ ფერს ანიჭებს, ქოლესტერინის დონის შემცირებას იწვევს.

ჰიბიკუსის ჩაი მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის სისხლში შაქრის დონის შემამცირებელ ეფექტურ საშუალებად გამოიყენება.

ბევრი თვლის, რომ ეს თირკმლის ფუნქციების გაუმჯობესების შედეგს წარმოადგენს. კვლევამ დაამტკიცა, რომ სწორედ ყვავილში შემავალი პოლიფენოლები მას ამ თვისებას ანიჭებენ.

ანტიოქსიდანტების დიდი შემცველობის წყალობით ჩაი ღვიძლის დამცავ თვისებებს ფლობს. ღვიძლის დაავადების დროს შესანიშნავ სამკურნალო საშუალებად ითვლება.

ის ესტროგენის დონეს არეგულირებს, რაც 45-50 წლის ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩაი მენოპაუზის სიმპტომებს მნიშვნელოვნად ამცირებს და განწყობას აუმჯობესებს.

მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც ქალებში დეპრესიის საწინააღმდეგო კარგი სამკურნალო საშუალება, რადგან პაციენტებზე დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს.