Connect with us

თავის მოვლა

ჩაი თმისთვის – ლამაზი, მოცულობითი თმა ნებისმიერ ასაკში

1 ს/კ მწვანე ჩაის 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 30 წუთით დააყენეთ. ამის შემდეგ ჩაი გადაწურეთ და სუფთა თმაზე გადაივლეთ. ჩამობანა არ სჭირდება. მწვანე ჩაის კონდიციონერი თმას რბილს და ხავერდოვანს გახდის, ამასთან ბზინვარებას მიანიჭებს.

ჩაი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

ჩაის ნაყენი თმის ბოლოებში ყოველ საღამოს შეიზილეთ. ასე 10 დღის განმავლობაში მოიქეცით. რეცეპტი არა მხოლოდ თმის ცვენას შეაჩერებს, არამედ მის ზრდას ხელს შეუწყობს.

ჩაის სავლები ცხიმიანი თმისთვის

კიდევ ერთი შესანიშნავი რეცეპტი ჩაით, რომელიც ცხიმოვანი ჯირკვლების დარეგულირებაში დაგეხმარებათ.

1 ჭიქა შავი ჩაის ნაყენი 1 ჭიქა მუხის ქერქის ნაყენს აურიეთ. ეს ნარევი სუფთა თმაზე გადაივლეთ, არ ჩამოიბანოთ. რეცეპტი მუქი ფერის თმის მფლობელებს გამოადგებათ, რადგან თმა ოდნავ შეიძლება შეიღებოს.

ჩაი – შესანიშნავი საშუალება თმის დასავარცხნად

2 ს/კ შავ ჩაის 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. მზა, გაწურული ნარევით თმა სახვევის გაკეთებამდე ან დავარცხნამდე დაისველეთ. ასე ვარცხნილობა გაცილებით დიდხანს გაძლებს.

რეცეპტები თმის გასაძლიერებლად

თმის ცვენის შეჩერებას 2 ინგრედიენტის დახმარებით შეძლებთ! სქელ, ლამაზ და ჯანსაღ თმას სულ რაღაც თეთრებად მიიღებთ.

გეჩვენებათ, რომ ბევრი თმა გცვივათ და მალე გამელოტდებით? ასეთი სავალალო შედეგი რომ არ დაუშვათ, საჭირო ზომები უნდა მიიღოთ და თმის ცვენა შეაჩეროთ.

შესანიშნავი საშუალება არსებობს, რომელიც 2 მარტივი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტისგან შედგება. მათი დახმარებით პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 3 ს/კ გვირილის თანაყვავილედი
  • 3 ს/კ დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი
  • 100 მლ წყალი

გამოყენება:

  1. დაფნის ფოთლებსა და გვირილის ყვავილებს მდუღარე წყალი დაასხით. შემდეგ 3 საათით დააყენეთ.
  2. საშუალება გადაწურეთ და წასმას შეუდექით.
  3. თმის ძირებში კარგად შეიზილეთ, მაგრამ არ ჩამოიბანოთ.
  4. საშუალება კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენეთ.

ასეთი პროცედურების შემდეგ თმის ცვენა შემცირდება და თმა ჯანსაღ და ბუნებრივ ბზინვარებას შეიძენს.

თმა ბევრად უფრო სქელი და ლამაზი გახდება. დაგავიწყდებათ კიდეც, რომ ოდესღაც თმის პრობლემები გქონდათ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.