Connect with us

ჯანმრთელობა

შინაურული საშუალებები სოკოვანი ინფექციების მოსაშორებლად

უამრავი სოკო არსებობს, რომლებიც ჩვენს კანზე წლები ცხოვრობენ და არანაირ პრობლემებს არ იწვევენ. თუმცა გარკვეული ფაქტორები ჭარბ ზრდას ან ცვლილებას პროვოცირებს, შედეგად კი  სოკოვან ინფექციებს იწვევს. სოკოვანი ინფექცია, როგორც წესი, სოკოს ტიპს მიეკუთვნება.

ეს ინფექციები შეიძლება კანის ზედაპირზე, მის შიგნით ან ნებისმიერ სხვა, თბილ და ტენიან ადგილას გაჩნდეს. ზოგიერთ შემთხვევაში ძლიერ ქავილს და წყლულებს იწვევს.

შინაურული საშუალებები სოკოვანი ინფექციების მოშორებაში დაგეხმარებათ.

ნიორი

ნიორი სოკოს საწინააღმდეგო სასარგებლო საშუალებაა და ნებისმიერი ტიპის სოკოვანი ინფექციის დროს განსაკუთრებით ეფექტურია. ამასთან მას ანტიბაქტერიული და ანტიბიოტიკური თვისებები გააჩნია, რაც აღდგენის პროცესში მთავარ როლს ასრულებს.

2 კბილი ნიორი დაჭყლიტეთ და რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი დაუმატეთ, რომ პასტა მიიღოთ. მიღებული პასტა დაზიანებულ ადგილას წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კანი კარგად გაიმშრალეთ.

ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი ნებისმიერი ტიპის სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გავრცელებული საშუალებაა. ვაშლის ძმარი ანტიმიკრობული თვისებების წყალობით ინფექციის გამომწვევ სოკოს კლავს.

ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი ნებისმიერი ტიპის სოკოვანი ინფექციის დროს ეფექტური საშუალებაა. ინფექციის გამომწვევი სოკოს გასაქრობად მისი ცხიმოვანი მჟავები მოქმედებს, როგორც ბუნებრივი ფუნგიციდები.

დაზიანებულ ადგილას ქოქოსის ზეთი ფრთხილად უნდა შეიზილოთ და ბუნებრივად გაშრობა აცადოთ. ასე დღეში 2-3-ჯერ გააკეთეთ, სანამ ინფექცია არ გაქრება.

მეორე ვარიანტი – ქოქოსის ზეთი და დარიჩინის ზეთი თანაბარი პროპორციით აურიეთ და დაზიანებულ ადგილას წაისვით. საშუალება შეგიძლიათ დღეში 2-ჯერ გამოიყენოთ, რომ ინფექციის ზრდა გააკონტროლოთ.

ვაგინალური ინფექციის დროს ტამპონი ორგანული ქოქოსის ზეთით გაჟღინთეთ და საშოში ჩაიდეთ. 2 საათით გაიჩერეთ. ტამპონის მოშორების შემდეგ თბილი წყლით კარგად გამოირეცხეთ. პროცესი დღეში ერთხელ ჩაიტარეთ, სანამ ინფექცია არ გაქრება.

თავშავას (ორეგანო) ზეთი

თავშავას ზეთი სოკოს საწინააღმდეგო საბრძოლო თვისებებს ფლობს, რაც სოკოვან ინფექციებს ანადგურებს. უფრო მეტიც, მისი ანტიმიკრობული თვისებები სოკოვან ინფექციებს თავიდან აგაცილებთ.

თავშავას ზეთი და ზეითუნის ზეთი თანაბარი პროპორციით აურიეთ. ნარევი დაზიანებულ კანზე წაისვით და რამდენიმე საათით გაიჩერეთ.

ამასთან შეგიძლიათ 1 ჭიქა წყალში 3 წვეთი თავშავას ზეთი გააზავოთ და დღეში 2-ჯერ დალიოთ.

უფრო მეტიც, 1-2 კაფსულა თავშავას ზეთი დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ.

კურკუმა

კურკუმა კარგად ცნობილი ბუნებრივი ანტისეპტიკი, ანტიბიოტიკი და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. მას სამკურნალო თვისებები გააჩნია, რომლებიც სწრაფ აღდგენას ხელს უწყობენ. ამასთან ინფექციის თავიდან გაჩენას აფერხებს.

კურკუმას ფესვის წვენი დაზიანებულ კანის ნაწილზე წაისვით. 2-3 საათით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. საშუალება შეგიძლიათ დღეში 2-ჯერ გამოიყენოთ, სანამ ინფექცია არ გაქრება.

ალტერნატივა – 1 ჭიქა რძე 1 ჩ/კ კურკუმასთან ერთად აადუღეთ. ცოტა თაფლი დაუმატეთ და დალიეთ, სანამ თბილია.