Connect with us

თავის მოვლა

შინაურული თვალის კრემის დახმარებით 5 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურები. აი, რეცეპტი

დრო არავის ინდობს: კანი ჩამოწელილი ხდება, სახეზე ნაოჭები ჩნდება და მათ მოშორებაში რეკლამირებული საშუალებები ვერ გვეხმარებიან.

ნაოჭების გაჩენას უჯრედების ნელი დაყოფა, მოქნილობის და საჭირო სითხის შემცირება იწვევს. კანი სუსტდება და უფრო მშრალი ხდება.

არსებობს ხალხური კრემის რეცეპტი, რომელიც თქვენს კანს ტონუსს დაუბრუნებს.

ამ კრემის რეცეპტი ჰიპოალერგიულია, თუმცა სახეზე წასმის წინ მაჯაზე მის მოსინჯვას მაინც გირჩევთ. კრემი დაძინებამდე 1 საათით ადრე გამოიყენეთ, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 თხევადი კაფსულა E ვიტამინი
  • 2 წვეთი ბეგქონდარას ეთერზეთი
  • 1 კოვზი ქოქოსის ზეთი

მომზადება:

  1. ინგრედიენტები მცირე თასში მოათავსეთ, ნაზად აურიეთ და მაცივარში შეინახეთ.

E ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს, კანს გაუხეშებისგან იცავს და ნაოჭებს ამცირებს.

ქოქოსის ზეთი ანტიოქსიდანტებით მდიდარია, რომელიც თავისუფალ რადიკალებს ებრძვის. ის კანს ატენიანებს და ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს ხდის.

ბეგქონდარას ზეთი ანთების საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებაა, რომელიც კანს ბაქტერიებისა და ინფექციებისგან იცავს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.