Connect with us

ჯანმრთელობა

შინაურული ბოჭკო შეკრულობისგან სწრაფად გასათავისუფლებლად (რეცეპტი)

შეგიძლიათ ბოჭკო სახლის პირობებში მოამზადოთ, ის შეკრულობისგან გაგათავისუფლებთ, გაგიუმჯობესებთ ნაწლავურ ტრანზიტს და შეაჩერებს შეკრულობას.

შეკრულობა ერთ-ერთი დაავადებაა, რომელიც ბოლო წლებში ძალიან გავრცელებულია. როგორც ჩანს სტრესი, მშფოთვარე ცხოვრების წესი და დაძაბულობა საკვების მომნელებელ სისტემაზეც მოქმედებს. შედეგად იწვევს შეკრულობას და საკმაოდ აზიანებს ჯანმრთელობას. ბევრ სხვა შემთხვევაში ამან შეიძლება ნაწლავის ქრონიკულ დაავადებებამდე მიგვიყვანოს. ცნობილია, რომ ნიგოზი, შავი ქლიავი და ქიშმიში, არაჩვეულებრივი მოკავშირეები არიან შეკრულობის შემსუბუქების საკითხში, რადგან ისინი ბოჭკოს წყაროს წარმოადგენენ.

შინაურული ბოჭკოს რეცეპტი

ქიმიური ნივთიერებებისგან თავდასაღწევად აჯობებს ბოჭკო შინ მოვამზადოთ.

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი შავი ქლიავი კურკის გარეშე
  • 200 გრამი ქიშმიში
  • 150 გრამი გამომშრალი კოჭა, ფინიკი ან გარგრის ჩირი
  • 35 გრამი ჩიას ან სელის თესლი

კარგად გარეცხეთ ჩირები, დაჭერით პატარა ნაჭრებად, შემდეგ დაუმატეთ ჩიასა და სელის მარცვლები.

აურიეთ რათა პასტა მიიღოთ, მას შემდეგ რაც მზად იქნება – შუშის ქილაში გადაიტანეთ და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ. ეს პრეპარატი მაცივარში უნდა შეინახოთ.

როგორ გამოვიყენოთ ბოჭკო – შეკრულობის სამკურნალოდ

შინაურული ბოჭკოს მომზადების რამდენიმე საშუალება არსებობს. ეს დამოკიდებულია იმის გემოვნებაზე ვინც მას იყენებს. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ბოჭკო არაჯანმრთელ საკვებს არ უნდა შეურიოთ.

ჩვენ რამდენიმე იდეას მოგცემთ, რათა ამ ნატურალური საშუალებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება შეძლოთ:

წყლიან ჯამში სუფრის კოვზი ბოჭკო ჩაყარეთ და რამდენიმე საათით გაჩერეთ. ამ დროის გასვლის შემდეგ კარგად აურიეთ და გამოიყენეთ. მისი გამოყენების მეორე საშუალება – ის თვქენს საჭმელს დამატებითი ინრედიენტის სახით დაუმატეთ. მაგალითად, შეგიძლიათ ის ნატურალურ იოგურტში ჩაამატოთ, სალათში აურიოთ, დაუმატოთ სმუზის და წვენებს, მოკლედ, რომ ვთქვათ მისი გამოყენების უამრავი გზა არსებობს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.