Connect with us

ჯანმრთელობა

შეწყვიტეთ ასეთი შეფუთვის მქონე წვენების შეძენა

ყოველ ჩვენგანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუძლენია პაკეტის წვენი, თუმცა მხოლოდ ცოტა თუ ხვდება, რომ ასეთი შენაძენი შეიძლება საშინელი შედეგით დასრულდეს.

პაკეტის წვენები

პატარა გოგონამ, ერთ-ერთი ასეთი წვენის მიღების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო. საღამოს ბავშვს სიცხემ აუწია და მისი დარეგულირება შეუძლებელი გახდა. ამასთან ერთად გოგონას გულის რევა და დიარეა დაეწყო. მალე პატარა ადგილობრივი საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს.

გარკვეული დროის შემდეგ ბავშვის დედამ გაიხსენა, რომ მოწამლულმა გოგონამ წვენი მოსვა და მისი ბოლომდე დალევა აღარ ისურვა. ყუთის გაჭრის შემდეგ ქალბატონი შეშფოთდა: მის შიგნით ობის დიდი ფენა იყო, ხოლო ყუთის გარშემო კი ლორწო იყო მოდებული.

სამწუხაროდ ეს მოწამვლის ერთადერთი შემთხვევა არ არის. იმავე ქალაქში კიდევ ორი პატარა გახდა მწარმოებელთა უპასუხისმგებლობის მსხვერპლი. ამ ლორწონსა და ობის წარმოქმნის მიზეზი – შეფუთვის დაზიანებაა. თუ მასზე მცირე ნახეთქი მაინც გაჩნდება, პაკეტის შიგნით ჰაერი აღწევს და შესაძლოა ობიც გაჩნდეს.

მიაქციეთ ყურადღება!

იყავით მაქსიმალურად ფრთხილად როდესაც პაკეტის წვენს იძენთ! ეცადეთ ყურადღებით დაათვალიეროთ შეფუთვა და დარწმუნდით, რომ მასზე დაზიანებები არ აღინიშნება. ყველაფერს აჯობებს წვენი სახლის პირბებში მოამზადოთ, განსაკუთრებით თუ საუბარი პატარა ბავშვზეა. ნუთუ ძნელია ვაშლის ან სტაფილოს გახეხვა?! დაუმატეთ ცოტა წყალი და ყველაზე სასარგებლო წვენი გამოგივათ!