Connect with us

სხვა

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი ახალ წელს მოიწამლეთ

ეროვნულმა ტრადიციამ, რომ საახალწლო არდადეგების დროს ყველა კერძი გასინჯოთ, შეიძლება ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სადღესასწაულო კერძები არ მოგიხდათ.

ხალხში ახალი წლის პირველ დღეებს „სალათის ჭამის დღეებს“ ტყუილად არ უწოდებენ. ხშირად დიასახლისები იმდენ კერძებს ამზადებენ, რომ სადღესასწაულოდ ეყოთ და შემდეგ არ დარჩეს. რაც უფრო „ძველია“ წასახემსებელი, მოწამვლის შანსი მით უფრო იზრდება. ნახეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი მოიწამლა.

მოწამვლის სიმპტომები

საჭმლით მოწამვლის პირველი ნიშნები დროულად უნდა ამოიცნოთ და საჭირო ზომები მიიღოთ:

  • მუცელში ჭრა;
  • გულისრევა და ღებინება;
  • მაღალი ტემპერატურა (ზოგჯერ 39 გრადუსამდე);
  • ზოგადი სისუსტე;

როგორ მოვიქცეთ?

მოწამვლის პირველივე ნიშნებზე ექიმი გამოიძახეთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ (მაგალითად, ქალაქგარეთ იმყოფებით) ან რაიმე მიზეზით დახმარება მალე ვერ მოვა, შემდეგნაირად მოიქეცით:

  • ავადმყოფს კუჭი გამოურეცხეთ. ამისთვის სუფთა წყალი (მინიმუმ 1 ლიტრი) ან მარგანცოვკის სუსტი ხსნარი დაგჭირდებათ. შემდეგ ღებინება გამოიწვიეთ – ასე ტოქსინების სისხლში შეღწევას თავიდან აიცილებთ.
  • თუ ავადმყოფს დიარეა არ აწუხებს (ზოგჯერ ასეც ხდება), საფაღარათო საშუალება მიეცით, რომ ორგანიზმის თვითწმენდა დააჩქაროთ.
  • კუჭის გამორეცხვის შემდეგ ავადმყოფმა აქტივირებული ნახშირი უნდა დალიოს. გახსოვდეთ, რომ მოწამვლის დროს ორგანიზმი სითხეს აქტიურად კარგავს, ამიტომ ბევრი მინერალური წყალი ან ცივი ჩაი დალიეთ.
  • პაციენტი წოლითი რეჟიმით უზრუნველყავით: მოწამვლა ორგანიზმისთვის ძლიერი დატვირთვაა და მას აღდგენის საშუალება უნდა მისცეთ.