სახლი და დიზაინი
შეცდომები, რომელთაც სააბაზანო ოთახის მოწყობის დროს უშვებენ
„სურათის მსგავსად“ სააბაზანო ოთახის მოწყობის დროს გამოუცდელი ბინის მფლობელები ხშირად შეცდომას უშვებენ, რომელიც რამდენიმე თვის, ზოგჯერ კი რამდენიმე კვირაში თავს იჩენს. როგორ ავიცილოთ შეცდომები, რომ სააბაზანო ოთახი არა მხოლოდ მყუდრო იყოს, არამედ ზედმეტი ფინანსური დანახარჯი დიდხანს არ დასჭირდეს?
დღეს სააბაზანო ოთახის მოწყობისას დაშვებულ ყველაზე უსიამოვნო შეცდომებზე გიამბობთ, რომლებიც ნელი მოქმედების ბომბს წარმოადგენენ. ამ შეცდომების გამოსწორებაზე ადამიანები უამრავ ფულს ხარჯავენ. ამ შეცდომებს თავი აარიდეთ, თუ არ გსურთ ერთ-ერთი მათგანი გახდეთ.
პატარა სააბაზანო ოთახი
1. გოფრირებული მილი აბაზანის კანალიზაციასთან დასაკავშირებლად
საკმარისია, ნებისმიერი ასეთი მილი გახსნათ, რომ ნახოთ მსგავს „გარმონში“ რამდენი ჭუჭყი და ნაგავი გროვდება. ყოველ მეორე დღეს მისი გაწმენდა მოგიწევთ! აი, გლუვი მილის გაჭედვა იშვიათად ხდება, მთავარია მისი ინსტალაციის დროს 45 გრადუსიანი კუთხე შეინარჩუნოთ. „ამერიკული მთების“ მოწყობა მუდმივად მილის გაჭედვის გარანტიას მოგცემთ.
2. გამწოვის არ არსებობა
შენობაში არც ერთ ოთახს არ სჭირდება გამწოვი ისე ძლიერ, როგორც სააბაზანო ოთახს. ჰაერის მუდმივი ცირკულაცია ნესტისგან დაგიცავთ და სააბაზანოს სოკოს თავშესაფრად არ აქცევს.
3. ცუდი სალესი
ყველაზე იაფი ფილებიც კი კარგად გამოიყურება, თუ კარგ სალესს გამოიყენებთ. აი, უხარისხო სალესი ყველაზე ძვირადღირებულ ფილებსაც კი სწრაფად გაანადგურებს. აღსანიშნავია, რომ იატაკსა და კედელზე ღია ფერის ღარები სასურველი არაა, რადგან უკვე პირველივე დღეებში მასზე ჭუჭყი გროვდება და ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება.
4. ცემენტის სალესი ღარებისთვის, სადაც აბაზანა ფილებს ეკვრის
ასეთი ღარი ადრე თუ გვიან ვიბრაციას იწყებს და ობის და სოკოს დაგროვების ადგილი გახდება. სწორედ ამიტომ, ცემენტის სალესის ნაცვლად სჯობს სილიკონის პლომბი გამოიყენოთ. ასეთი ნაერთი საკმაოდ პლასტიკურია, ამიტომ დიდხანს გაძლებს. ასევე აბაზანის კედელთან მიერთების ადგილას ფილების ბორდიურის მოწყობა არ ღირს.
5. სქელი ცემენტის ფენა ფილებისთვის
ასეთ შემთხვევაში ფილები კედლიდან საკუთარი სიმძიმის გამო ჩამოცვივა, ზოგად გეომეტრიას დაარღვევს. სქელის ფენა იატაკის საფარის სახით დროთა განმავლობაში დაცარიელდება და შედეგად ბზარებს გამოიწვევს.
6. ჰიდროიზოლაციის ნაკლებობა
აბაზანის ლამაზად მოწყობის მცდელობით მსგავს პრობლემაზე ბინის მფლობელები ნაკლებად ფიქრობენ. ჰიდროიზოლაციის უგულებელყოფა მომავალში სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს, რადგან წყლის გაჟონვის შემთხვევაში ქვემოთ მყოფ მეზობლებს დატბორავთ. სწორედ ამიტომ, ჰიდროიზოლაციაზე თავიდანვე იზრუნეთ.
7. ესთეტიკა პირველ ადგილას
მოდური ტრენდების დევნაში სავალალო შედეგს ვიღებთ. ჩაფიქრებული ონკანი შეიძლება გამოსაყენებლად არაკომფორტული იყოს. დიზაინერული ნიმუშები შეიძლება მუდმივად წყლის შხეფებს იწვევდეს, ხოლო მოდური ნათურა ტენისგან დაუცველი იყოს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც პატარა სააბაზანოში დიზაინს აფუჭებს – ღია ფერის გამა. საქმე იმაშია, რომ გაჯერებული ფერები სჯობს აქსესუარებისთვის დატოვოთ, რომელთა ჩანაცვლებას მარტივად შეძლებთ. აი, ფილები ან სანტექნიკა სჯობს ნეიტრალური ფერის შეარჩიოთ, რომელიც დროთა განმავლობაში ნამდვილად არ მოგბეზრდებათ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.