Connect with us

სახლი და დიზაინი

იდეები, როგორ დაამაგროთ გირლანდები ისე, რომ შპალერსა და მინაზე კვალი არ დარჩეს

წინასაახალწლო პერიოდში სახლის მორთვა არა მხოლოდ ლამაზი, არამედ სასიამოვნოა. მოღრუბლურ ამინდშიც მბზინავი წვიმები, ნაძვის ხის სათამაშოები და გირლანდები სახლს ზღაპრულ ნოტებს მატებს. არავის უჩნდება კითხვა, თუ როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე გირლანდებით. ნამდვილი სირთულე მაშინ ჩნდება, როცა გირლანდების დამაგრება სხვა ადგილას გვსურს. მაგალითად, ფანჯარაზე ან კედელზე.

როგორც ვარიანტი, შეგიძლიათ ბადე გირლანდები შეათვალიეროთ. ეს ლამაზი, პრაქტიკულია და ზღაპრული თანხა არ ღირს. თუ უკვე არსებული გირლანდებით გაფორმება გსურთ, მაშინ Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს ნაზად და ფრთხილად. რამდენიმე საუკეთესო იდეას და დამაგრების მეთოდს გიზიარებთ. ყველაფერია იმისთვის, რომ თქვენი შემოქმედებითი იდეები 100% წარმატებული იყოს.

როგორ დავამაგროთ გირლანდა კედელსა და ფანჯარაზე: 5 მეთოდი

მოციმციმე გირლანდები სახლში ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის. ჩნდება კითხვა: რით დავამაგროთ სადენები, რომ საღებავი ან შპალერი არ დავაზიანოთ? გირლანდების ფიქსაციისთვის გამოიყენეთ შემდეგი საშუალებები:

1. სკოჩი და ჭიკარტი

ყველაზე ცნობილი, მაგრამ ნაკლებად პრაქტიკული მეთოდი. ლენტის წებოვანი მხრის კედლიდან მოშორება რთულია. სკოჩის რომელიმე ნაწილი შეიძლება დაზიანდეს. ესთეტიკური მხარეც არ დაგავიწყდეთ. სკოჩის უშნო ნაჭრები ყველაზე ლამაზ ფორმებსაც აუშნოებს. ამ მეთოდის არჩევისას დარწმუნდით, რომ თქვენი ინტერიერი სადღესასწაულო დღეების შემდეგ არ დაზიანდება. სკოჩი ფანჯარაზე გონივრულია. გამჭვირვალეა და სადენებს კარგად იკავებს, თვალშიც ნაკლებად გვხდება. აი, კედლებზე, როგორც არ უნდა იტრიალოთ, თვალში მოგხვდებათ.

ჭიკარტები სკოჩზე უკეთესია და ზედაპირზე კვალს თითქმის არ ტოვებს. თუ ძალიან დააკვირდებით, ასეთი ჭიკარტი ყოველთვის პატარა ნახვრეტს ტოვებს. თითქოსდა ეს მეთოდი მხოლოდ თხევადი შპალერისთვის არის გონივრული, რომლის აღდგენა უპრობლემოდ შეიძლება. თუ მომავალ წელს რემონტი დაგეგმეთ, მაშინ ჭიკარტები გამოგადგებათ!  ეს ერთ–ერთი ყველაზე მოსახერხებელი და ბიუჯეტური მეთოდია გირლანდების და აქსესუარების დასამაგრებლად.

2. სილიკონის საწოვარი

ასეთი აქსესუარი გასაჭიმ ჭერზე, კედელზე ან გლუვ კერამიკაზე სანათების დასამაგრებლად გამოგადგებათ. მათ სხვადასხვა ფორმა, ზომა და ფერი აქვთ, შეიძლება იყოს კავით ან მის გარეშე. სილიკონის საწოვარი მაღაზიაში ან ინტერნეტში მოიძიეთ. ჩვეულებრივ, იაფი ღირს და არა მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში გამოგადგებათ. სილიკონის საწოვარი შეღებილ კედელზე გამოგადგებათ, ხოლო შპალერზე დიდხანს ვერ ძლებს.

3. ცხელი წებოს იარაღი

ცხელი წებო საიმედო ფიქსაციას უზრუნველყოფს, მაგრამ მუქ კვალს ტოვებს. გირჩევთ, მხოლოდ კერამოგრანიტზე, თაბაშირ–მუყაოს პანელზე ან ფილებზე გამოიყენოთ. ცხელი წებოს და მანათობელი გირლანდების დახმარებით ხშირად სახლის ფასადს და შემოსასვლელში პარმაღს რთავენ. ძალიან სადღესასწაულოდ გამოიყურება და ზედაპირების არ აზიანებს.

4. მღებავის ლენტი, ერთჯერადი კავი და ფიქსატორები

ალბათ, ყველაზე თანამედროვე ვარიანტი. რაც მთავარია, რემონტს არ აზიანებს. ინტერნეტში დეკორის დასამაგრებელი კავების და ფიქსატორების პოვნა არ გაგიჭირდებათ. თავდაპირველად, მღებავის ლენტის კვადრატების გამოყენებით თქვენს დიზაინს ფორმა მიეცით. მარკერით თითოეული ნაწილი მონიშნეთ და სამაგრის წერტილები განსაზღვრეთ. ახლა კავები (წებოვანი მხრიდან) მითითებულ წერტილებზე დაამაგრეთ. ასეთი სისტემით შპალერი არ დაზიანდება, ხოლო საღებავი ადგილზე დარჩება.

გსურთ ტელევიზორის, ნახატის ან კედლის საათის განათება? გირლანდებისთვის ფიქსატორი გამოიყენეთ. ის მრავალჯერადი და გამოსაყენებლად მოსახერხებელია, მთავარია კავებზე კარგად დაამაგროთ.

5. მრავალჯერადი კავები

მრავალჯერადი კავები, რომლის წებოვან მხარეს შესაცვლელი კატრიჯები აქვს, დამაგრების მეთოდებს შორის ფავორიტია. პირველ რიგში, ასეთ მოწყობილობას არა მხოლოდ გირლანდების, არამედ მძიმე ნივთების, მაგალითად, საახალწლო გვირგვინის დაკავებაც შეუძლია. მეორეც, მრავალჯერადი გამოყენებით ფულს დაზოგავთ. მესამეც, საიმედო ფიქსაციით რაიმე კვალს არ ტოვებს. საჭიროების შემთხვევაში ადვილად შეგიძლიათ მოაშოროთ.

როგორ დავკიდოთ გირლანდები ლამაზად?

თემატური ფორმები სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ შექმნათ: ყინულის ლოლუების, ფოჩების ან ნახევარ წრეების სახით. ერთფერიან კედელზე გირლანდები სხვადასხვა ფერის ნათურებით ლამაზად გამოიყურება. დიზაინერების საყვარელ ბეტონის კედელზე მოციმციმე ფორმები ძაფი–სადენის ან წვიმა–გირლანდის სახით ორიგინალურად გამოიყურება. ერთფერიან შპალერზე ფოჩები–გირლანდები ლამაზია. თუ ზოლებიანი კედლები გაქვთ, უფრო ლაკონური ვარიანტი შეარჩიეთ: ერთფერიანი დურალაითი ან გირლანდი–ძაფი.

საბედნიეროდ, ფანჯრის მინაზე ნებისმიერი სახის სამაგრი გამოგადგებათ. ყველაზე მარტივი: მთელ ფანჯარაზე ძაფი–გირლანდი გაუშვით. უფრო შემოქმედებითი ვარიანტი – ფარდა, ბადე ან ფოჩი განათება. მეზობლების გასაოცებლად კედელზე შემოქმედებითი წარწერა ან ფორმები დურალაითით გააკეთეთ. გირლანდებით საახალწლო მოტივების ფორმები გააკეთეთ. ყველაზე მარტივი და პოპულარული ვარიანტი, რა თქმა უნდა, ნაძვის ხეა. გირლანდები ფოტოებით, მბზინავი ზიზილპიპილებით ან ქაღალდის ფიფქებით ორიგინალურად გამოიყურება.

ის, თუ როგორ საახალწლო ატმოსფეროს შექმნით, თქვენზეა დამოკიდებული! მეტ შთაგონებას, ფანტაზიას და ყველაზე თამამი იდეების განხორციელებას გისურვებთ!