Connect with us

ჯანმრთელობა

შეურიეთ და მოხარშეთ ეს ბალახები, წამლები კი – გადაყარეთ

1. მატონიზებელი და მეტაბოლიზმის მარეგულირებელი ჩაი

თანაბარი რაოდნეობით აიღეთ შავი მოცვის, ტყის მარწყვის ფოთლები, მატიტელა და ორეგანო, დაასხით 1-2 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 4 საათით. ამის შემდეგ, სასმელი მიირთვით 2 ს.კ. ყოველდღე, ან დაუმატეთ ჩვეულებრივ ჩაის.

ეს არამხოლოდ გააუმჯობესებს ჩვეულებრივი სასმლის გემოს, არამედ გაავსებს მას ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებით.

2. გამაჯანსაღებელი ჩაი

აიღეთ 3 ს.კ. წინასწარ დაქუცმაცებული კომშის, 1 ს.კ. გამომშრალი ვაშლის, ამდენივე სტაფილოსა და ჟოლოს ჩირები. შეურიეთ ყველა კომპონენტი და გამოიყენეთ ჩაის დასაყენებლად.

3. ვიტამინებით სავსე ჭინჭრის ჩაი

აიღეთ 3 ს.კ. ასკილის ჩირი, 1 ს.კ. ქიშმიში და 3 ს.კ. ჭინჭრის ფოთლები. შეურიეთ და გამოიყენეთ 1 ს.კ. მასა 2 ჭიქა წყალზე, ჩაის დასაყენებლად. სასმელი უნდა ადუღოთ 10 წუთით ნელ ცეცხლზე, დააყენოთ ბნელ ადგილას 4 საათით, გადაწურეთ მარლაში და დალიეთ დღეში რამდენჯერმე, 0.5 ფინჯანი.