Connect with us

ჯანმრთელობა

შეიძლება თუ არა კონდიციონერით ავად გახდეთ: ექიმი კომაროვსკის პასუხი

ჯერ კიდევ 10 წლის წინ ბინაში კონდიციონერის გამოყენება ფუფუნებად ითვლებოდა. ზაფხულში ვენტილიატორით ვგრილდებოდით, ხოლო ზამთარში ჰაერის გამათბობელს ვიღებდით. დროთა განმავლობაში ბევრი ოჯახის ცხოვრებისეული პირობები გაუმჯობესდა. ახლა კონდიციონერს თითქმის ყოველ მეორე სახლში იპოვით.

დამეთანხმეთ, კონდიციონერის უსაფრთხო გამოყენება არა მხოლოდ ზაფხულის ცხელ დღეებში არის მნიშვნელოვანი. ამ ტექნიკის ბევრი ნიმუში შენობის გათბობაზეც არის გათვლილი. ექიმი კომაროვსკი გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ კონდიციონერი სწორად, რომ მან სარგებელი მოგიტანოთ.

ბევრს კონდიციონერის დაყენება აშინებს იმის გამო, რომ თითქოსდა მასში ობი გროვდება. ვენტილაციის პროცესში ის ბინაში ვრცელდება და ფილტვების მძიმე დაავადებას (მათ შორის ანთებას) იწვევს. ამ ინფორმაციას კომაროვსკი არ უარყოფს. თუმცა ექიმმა იცის, როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადებები.

კომაროვსკი ამბობს, რომ მავნე ბაქტერიები კონდიციონერში ნამდვილად შეიძლება გაჩნდეს. ის იქმნება დაგუბებული წყლის გამო, თუ ფილტრებს იშვიათად გაწმენდთ. მათზე მტვერი გროვდება, რომელიც სისველის გამო გოროხებად გარდაიქმნება.

იმის გამო, რომ ფილტრები ტენს არ უშვებენ, ის წყლად გარდაიქმნება და კონდიციონერის ავზს ავსებს. სწორედ ამიტომ, სეზონზე ერთხელ მაინც ფილტრები გაწმინდოთ.

უმეტესობა კონდიციონერის მოწყობილობა ისეა აგებული, რომ მისი დაშლა და გაწმენდა მარტივად შეძლოთ. თქვენ არა მხოლოდ ფილტრი უნდა გაწმინდოთ კარგად, არამედ ავზიც დააცარიელოთ და გარეცხოთ.

ამასთან კომაროვსკი გირჩევთ, რომ ჰაერის მიმართულება დაარეგულიროთ, რომ ძილის ან მუშაობის დროს ჰაერი პირდაპირ თქვენ არ გიბერავდეთ. ამრიგად, საკუთარ თავს სურდოსგან დაიცავთ.

ასევე ექიმი გირჩევთ, რომ სიცხეში ძალიან დაბალ ტემპერატურაზე არ ჩართოთ. კონდიციონერი უფრო დაბალ ტემპერატურას გამოუშვებს, რომ სასურველს მიაღწიოს. ამასთან ტემპერატურის სწრაფმა ცვლილებამ (სახლში და ქუჩაში) შეიძლება განწყობა გააუარესოს.

ამრიგად, კონდიციონერის  გამოყენება მხოლოდ სასარგებლო იქნება, თუ ამ წესებს დაიცავთ:

  • სეზონზე მინიმუმ ერთხელ კონდიციონერის ფილტრები გაწმინდეთ;
  • აუცილებლობის მიხედვით კონდიციონერის ავზიდან წყალი გადმოასხით (ის არ უნდა დაგუბდეს);
  • ჰაერის მიმართულება დაარეგულირეთ ისე, რომ ის ხალხს არ უბერავდეს;
  • ზაფხულში ძალიან დაბალი ტემპერატურა არ დააყენოთ;

როგორც ხედავთ, პატარა ბინაში კონდიციონერის გამოყენება დაავადების საფრთხეს არ შეგიქმნით, თუ მარტივ წესებს დაიცავთ. რა სამწუხაროა, რომ ამის შესახებ ადრე არ ვიცოდი! ახლა კონდიციონერს ნამდვილად დავაყენებ. მით უმეტეს, ზამთარშიც გამომადგება. თქვენ გაქვთ კონდიციონერი? მასზე როგორ ზრუნავთ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.