Connect with us

სახლი და დიზაინი

შეიძლება თუ არა გაზის ბოილერის დამალვა კარადაში

გაზის ბოილერი თითოეულ სახლში პრაქტიკული და აუცილებელი ნივთია. მისი დახმარებით კომუნალური ხარჯების დაზოგვას შეძლებთ. ასეთ ბინაში ცხელი წყალი ყოველთვის გექნებათ.

სახლში გაზის ბოილერის დაყენება

ბოილერის შერჩევა ხანგრძლივი პროცესია. ამ დროს რჩევა აუცილებლად უნდა ჰკითხოთ მეგობრებს და ახლობლებს, რომლებმაც გაზის ბოილერი უკვე შეიძინეს. სახლში მისი დაყენება პროფესიონალს მიანდეთ. აი, რამდენად მომგებიანია ბოილერის დამალვა კარადაში, დღეს გიამბობთ.

პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ გაზის ბოილერის სწორად დაყენება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლამაზი გაფორმება. ამაზე თქვენი ოჯახის უსაფრთხოებაა დამოკიდებული.

როგორ შეიძლება დავმალოთ ბოილერი სამზარეულოს ინტერიერში

1. კედლის კარადა

ყველაზე მარტივი და ცხადი მეთოდი სამზარეულოს ინტერიერში ბოილერის დასამალად. მთავარი უპირატესობა – წყლის გამაცხელებელი ნამდვილად არ ჩანს, სამზარეულო ლამაზად და ერთ სტილში გამოიყურება. გაფორმებიდან არაფერი ამომხტარი არაა.

აუცილებელი პირობა – კარადა ზემოდან და ქვემოდან ღია უნდა იყოს. ასევე ბოილერი და კარადის კედელი ერთმანეთს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეხებოდეს.

2. გისოსებიანი ფასადი

კარადა გისოსებიანი ფასადით კარგ ვენტილაციას უზრუნველყოფას და კარადის ზედა და ქვედა ნაწილის ღია დატოვების საშუალებას გაძლევთ. გისოსებიანი კარი თითქმის ნებისმიერი ინტერიერს უხდება და სამზარეულოს ცოტა ევროპულ სიმყუდროვეს მატებს.

3. პენალი

მაღალი, გრძელი კარადა, რომელიც საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ გაზის ბოილერი, არამედ მისი მილებიც კი დამალოთ. ქვემოთ თავისუფალ ადგილას შეგიძლიათ სამზარეულოს წვრილმანი ნივთები შეინახოთ.

4. ნიშა ავეჯის ნაკრებში

შეგიძლიათ ავეჯის მსგავსი ფერის ბოილერი შეიძინოთ. ასე მოწყობილობის შენიღბვას კარადაზე დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე შეძლებთ.

5. სამზარეულოს კუთხე

მოწყობილობის დასამალად შესანიშნავი ვარიანტია. ონკანის ნიშაში ბოილერის დაყენება ყველას არ მოეწონება, მაგრამ ზოგჯერ ეს ერთადერთი შესაძლო ვარიანტია.

6. შენიღბვა კედლის და ავეჯის ფერით

შეგიძლიათ ისეთი ფერის ბოილერი შეიძინოთ, რომელიც ინტერიერის ელემენტების იდენტური იქნება, ან კონტრასტის ფონზე ლამაზად გამოჩნდება.

7. საკუჭნაო

თუ ძალიან დიდი სამზარეულო გაქვთ, გაზის ბოილერის დასაყენებლად შეგიძლიათ საკუჭნაოში დიდი ადგილი გამოყოთ.

8. ლამაზი დეკორი

გაზის ბოილერი შეგიძლიათ ხის სტილში გააფორმოთ. თუ ინტერიერის გაფორმების თანამედროვე მიმართულება მოგწონთ, მაშინ ამერიკული ბარის სტილი შესანიშნავი ვარიანტი იქნება.

ექსპერიმენტები ბინას თუ სახლს ყოველთვის აახლებს, თუმცა გაზის ბოილერის შემთხვევაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ ბოილერი სრულად ჩაკეტილ სივრცეში არ უნდა მოათავსოთ.