Connect with us

თავის მოვლა

შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა! კანის ნაადრევი დაბერების ტოპ 10 მიზეზი

კანის სილამაზე და ახალგაზრდობა ბუნების საჩუქარია. მის შენარჩუნებას მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვით შეძლებთ. ეფექტური სტრატეგია დაგეხმარებათ, რომ სიბერე მოატყუოთ და ახალგაზრდული კანი შეინარჩუნოთ. კანის ნაადრევი დაბერების მიზეზების გამორიცხვა სილამაზეს და ახალგაზრდობას გაგიხანგრძლივებთ.

კანის ნაადრევი დაბერების მთავარი მიზეზები:

1. უხარისხო საკვები წყალი

ადამიანი 60% წყლისგან შედგება, ამიტომ დასალევად და საჭმლის მოსამზადებლად სჯობს სუფთა წყალი გამოიყენოთ. აბაზანაში წოლის და აუზზე ცურვის მოყვარულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქლორი წყალს დეზინფექციას უკეთებს და კანს ძლიერ აშრობს. ასეთი პროცედურის შემდეგ სასურველია, რომ საპნიანი შხაპი მიიღოთ.

2. გუშინდელი მაკიაჟი

წესი ნომერ პირველი: ძილის წინ ნებისმიერი მაკიაჟი მოიშორეთ იმის მიუხედავად, თუ როდის და რა სახით გადით სახლიდან! კოსმეტიკის ნარჩენები ფორებს ავსებს + ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა + ოფლდენა = ინფექცია და არასასურველი ანთება სახესა და ყელზე.

3. თამბაქოს მოწევა, ყავა, ალკოჰოლი, ტკბილი და ცხიმიანი საკვები

ყველა ეს პროდუქტი ორგანიზმის დაჟანგვას და მის გაუწყლოებას ხელს უწყობს. კანი „შრება“ და მასზე ნაოჭები და აკნე უფრო სწრაფად ჩნდება.

4. მარილის ჭარბად მოხმარება

მარილი ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას აფერხებს. შედეგად, სახე და სხეული შეშუპებული ხდება. კანი იწელება და ძველებულ მოქნილობას კარგავს.

5. ცხელ წყალში ბანაობა

ცხელი წყალი სიწითლეს, კანის სიმშრალეს და აქერცვლას იწვევს, შედეგად კი კანი ბერდება. ცხელი შხაპი 5-10 წუთზე მეტხანს არ მიიღოთ. დასაბანი წყალი თბილი უნდა იყოს.

6. პრობლემური კანის არასწორი მოვლა

ფერიმჭამელის ხელით გამოდევნა ან აკნეს თვითმკურნალობა მხოლოდ კანს დააზიანებს და ანთებას გააფართოებს. პრობლემურ კანს კომპლექსური მოვლა სჭირდება და ამაში მხოლოდ პროფესიონალი კოსმეტოლოგი დაგეხმარებათ.

7. შეუმოწმებელი კოსმეტიკის გამოყენება

კოსმეტიკური საშუალებაზე ალერგიული რეაქცია ხშირი და საკმაოდ უსიამოვნო მოვლენაა. გამოიყენეთ გამოცდილი სავაჭრო ნიშნები, რომელთაც შესაბამისი სერთიფიკატები აქვთ და დერმატოლოგების მიერ დატესტილია.

8. რეგულარული უძილობა

ჯანსაღი და სრულყოფილი ძილის არ არსებობა მთელ ორგანიზმზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ასე ქრონიკული დაღლილობა, გაღიზიანება, თვალების ქვეშ „ჩანთები“ და ღრმა ნაოჭები ჩნდება.

9. ჰიგიენის მარტივი წესების არ დაცვა

თქვენ არა მხოლოდ ფუნჯების და სპონჟების, არამედ მობილური ტელეფონის სისუფთავეც უნდა დაიცვათ. როგორც აღმოჩნდა, გაჯეტზე დიდი რაოდენობით მიკრობები გროვდება! ეცადეთ, თქვენი ტელეფონის ზედაპირი რეგულარულად გაწმინდოთ, რადგან საუბრის დროს ბინძური კორპუსის სახეზე მიდებით შეიძლება ნიკაპსა და ლოყაზე აკნე გაჩნდეს.

10. ცვილოვანი ეპილაციის ხშირი გამოყენება

ეპილაციის დროს არა მხოლოდ არასასურველი თმის მოშორება, არამედ უჯრედების გარქოვანებული ფენის მოშორება ხდება. პროცედურებს შორის ინტერვალი მინიმუმ 3 კვირას შეადგენს. ეს დროს კანის სრულყოფილად აღსადგენად საკმარისია.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.