Connect with us

ჯანმრთელობა

შავი პილპილისა და კურკუმას ნაზავი: რატომაა იგი ასეთი განსაკუთრებული

მიჩიგანის შტატის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შავი პილპილისა და კურკუმას ნაზავი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მკერდის კიბოს პროფილაქტიკასა და მკურნალობაშიც კი.

მართალია, კურკუმას ისედაც აქვს სამკურნალო თვისებები, ორალური მიღებისას იგი ცუდად აითვისება, რამდენადაც ძალიან სწრაფად მეტაბოლიზდება ღვიძლსა და ნაწლავების კედლებში. აი, შავი პილპილი ზრდის კურკუმინის ბიოლოგიურ ხელმისაწვდომობას, რაც გვეხმარება კიბოსთან, ანთებით პროცესებთან და ინფექციებთან ბრძოლაში 2000%-ით.

აი, რატომაა სასარგებლო კურკუმასა და შავი პილპილის ნაზავი:

1. კიბოსგან დაცვა

კვლევების მონაცემებით, შავი პილპილის შემადგენლობაში არსებული პიპერინი თითქმის ათასჯერ ზრდის კურკუმინის ბიოლოგიურ ხელმისაწვდომობას. კურკუმინი კურკუმას მთავარი ელემენტია, რომელსაც კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. პიპერინის გარეშე, კურუმინის ათვისებადობა საკმაოდ დაბალია. კვლევაში, რომელიც Breast Cancer Research and Treatment Journal-ში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ კურკუმინისა და პიპერინის ნაზავი ანადგურებს კიბოს ღეროვან უჯრედებს.

2. ტკივილისა და ანთების შემცირება

პიპერინისა და კურკუმინის კომბინაცია მოქმედებს 700-ზე მეტ გენზე, აქვეითებს ციკლოოქსიგენაზა-2-ისა(COX2) და 5-ლიკოოქსიგენაზას(5-LOX) აქტიურობასა და სინთეზს, ასევე, სხვა ფერმენტებსაც, რომლებიც ანთებით პროცესებს ახშობს.

3. გახდომა

კურკუმა, პილპილთან ერთად, გვეხმარება ჭარბი წონის მოშორებაში. პიპერინს პიროგენული მოქმედება აქვს, ანუ აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ზრდის ორგანიზმის მიერ დამწვარი კალორიების რაოდენობას. აგრეთვე, ითვლება, რომ იგი ხელს უწყობს დანაყრების შეგრძნების დიდი ხნით შენარჩუნებას.